Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს პატრიარქმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს სოხუმისა და ცხინვალისთვის

საქართველოს პატრიარქმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს სოხუმისა და ცხინვალისთვის

175

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წერილი გაუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს და მას 75 წლის შესრულება მიულოცა.

“კიდევ ერთხელ მსურს, გამოვხატო მადლიერება თქვენდამი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი იმის გამო, რომ, პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, მაგრამ საეკლესიო კანონების გათვალისწინებით, ოფიციალურად აღიარებთ ჩვენს ძირძველ მიწებს _ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილად. ჩვენი ხალხი და ჩვენც მადლობას გიხდით, აგრეთვე, იმის გამო, რომ არაერთხელ დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებაში, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ დროებითი საზღვრის დარღვევის გამო”, _ ნათქვამია ილია II-ის წერილში.

ამასთანავე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ჯერ კიდევ მოუგვარებელია რთული საკითხები, რომლებიც ქმნიან პრობლემებს!

“მაგრამ უკეთესი მომავლის იმედი ცოცხლობს და ჩვენი კეთილგანწყობა თქვენ მიმართ გულწრფელია”, _ ნათქვამია მისალოც წერილში.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here