Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

საქართველოს პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

732
ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტები სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ დალოცა და მათ მისაღებ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.

“ჩვენ ვლოცავთ აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდებს აბარებენ. ღმერთმა დაგლოცოთ. კარგი ნიშნები დაგეწეროთ”, _ თქვა პატრიარქმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება. წელს ეროვნულ გამოცდებზე 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here