Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს იმიგრაციის “ბაზუკა” ემუქრება

საქართველოს იმიგრაციის “ბაზუკა” ემუქრება

ბაზუკა

ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა დასავლეთის მიერ დაფინანსებული ქართული არასამთავრობო სექტორი და მედია, რომლებიც ცდილობენ, ბრალი დასდონ ქართველებს ლამის ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში _ ქსენოფობიაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, ლგბტ პირების სიძულვილში, არატოლერატობასა თუ სექსუალურ ძალადობაში. რამდენიმე დღის წინათ კი ამ ბრალდებებს რასიზმიც დაემატა.

8 აპრილს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე, ინციდენტი მოხდა: შავკანიანი ნიგერიელი სტუდენტები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ, მამაკაცების ჯგუფმა სტადიონიდან გააძევა. ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ, რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

ამ ინციდენტის გამო, რა თქმა უნდა, აურზაური ატეხეს ე.წ. ლიბერალებმა. აი რა განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გულმხურვალე მხარდამჭერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში (2008 წ.), ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია ნოდიამ:

“საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც რასიზმი ძალიან, ძალიან გავრცელებულია – ბევრად უფრო, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ეს რომ ასეა, ადრეც ვიცოდით და ამის უამრავი მოწმობაა, მაგრამ ეპოზიდები, როგორიც ნიგერიელი სტუდენტების ცემა იყო, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს”.

*”რუსთავი 2”-მაც არ გაუშვა ხელიდან შანსი, რომ ქართველები რასისტებად წარმოეჩინა, მაგრამ ეს ძალიან სასაცილოდ გამოუვიდა:

გადაცემა “არჩევანში” ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, შავკანიანმა სტუდენტმა განაცხადა, რომ შენობიდან მათი მიმართულებით “ბაზუკა” იყო დამიზნებული. დავინახე, რომ შენობის ზედა ნაწილში ადამიანსბაზუკაეჭირა და ის ჩვენკენ იყო მომართული. არ ვიცოდი, რას ამბობდა, მაგრამ თითქოს გვემუქრებოდა”, _ თქვა სამუელ ალავიდიმ, რომელმაც, ეტყობა, მიცემულ ინსტრუქციას გადაუხვია, ქართველების დადანაშაულება რასიზმში თავისი ინტერპრეტაციით განაგრძო და შეეშალა _ “ბაზუკასნაცვლად, ალბათ, “ჯაველინიუნდოდა ეთქვა, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიცსტრატეგიულმა მოკავშირეაშშმა 75 მილიონად მოგვყიდა

* ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლების განცხადებით, “რასიზმი არის საქართველოში”:

“ჩვენ ვმუშაობთ ამ ხალხთან და ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად აწყდებიან დევნას, შეურაცხყოფასა და შევიწროებას საჯარო სივრცეში, ტრანსპორტით მგზავრობისას. ძალადობის შემთხვევები, შესაძლოა, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენთვის ხდება ცნობილი… გუშინ მომხდარი ამბავიც ადასტურებს, რომ საქართველოშიც არსებობს შეუწყნარებლობის ტალღა და რასობრივი დისკრიმინაცია”, _ განაცხადა ამ ე.წ. ინსტიტუტის წარმომადგენელმა მაკო ღავთაძემ.

ამის შემდეგ 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ისე, რომ არც კი დალოდებია გამოძიების შედეგებს, საქართველოს მთავრობას, შსს-სა და პროკურატურას განცხადებით მიმართა და მოითხოვა რასისტული მოტივის იდენტიფიცირება (? _ ლ.მ.) და დამნაშავე პირების, ანუ ქართველების დასჯა.

აი ასეთია ამ ქართველთმოძულე არასამთავრობოების პოზიცია მომხდარის მიმართ.

რა თქმა უნდა, რასიზმი, ქსენოფობია, დისკრიმინაცია კანის ფერისა თუ აღმსარებლობის გამო მიუღებელია, მაგრამ, როდესაც გაჰკივიან ქართველების რასისტობაზე და არაფერს ამბობენ უცხოელების მიერ საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის ჩაგვრასა (ზვარეში ადგილობრივების ცემა ჩინელი ე.წ. ინვესტორების მიერ, ირანელის მიერ ქართველი მოზარდის გაუპატიურება ახალციხეში, ერაყელი მამაკაცის მიერ 15 წლის ბიჭის გაუპატიურება) და დისკრიმინაციაზე (გაიხსენეთ პრემიერ კვირიკაშვილის ნათქვამი, “არის ბარები, რომლებშიც ქართველ კაცებს არ უშვებენ”; საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ქართველების ცემა თურქი მებაჟეების მიერ; ისრაელიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია და ა.შ.), არასამთავრობოების ეს წივილ-კივილი ემსახურება არა საქართველოსა და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვასა და სიმართლის წარმოჩენას, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასა და ამით თავიანთი დასავლელი პატრონებისთვის კიდევ უფრო მეტი ფულის გამოძალვას.

მიგრანტთა უფრო მძლავრი ტალღის შემთხვევაში კი საქართველოში კატასტროფული ვითარება შეიქმნება და არა მხოლოდ დემოგრაფიული თვალსაზრისით.

მილიონობით მიგრანტმა, რომლებიც მიზეზთა გამო (ომი, აუტანელი სოციალურეკონომიკური ვითარება, ტერორისტების ძალადობა) ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან მიაწყდა ევროპას, თავშესაფრისა და უკეთესი ცხოვრებისთვის, ევროკავშირის სახელმწიფოებში გამოიწვია მწვავე კრიზისი, რომელმაც წარმოქმნა არა მხოლოდ ახალი პრობლემები და გაამწვავა ლტოლვილების განაწილების შესახებ არსებული ძველი წინააღმდეგობები დუბლინის შეთანხმების (დუბლინის ხელშეკრულებით ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის გაფორმდა რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურას. ხელმოწერილია 1990 წელს) ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეც კი შეუქმნა, რადგან ამ გაერთიანების წევრები _ ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი _ უარს ამბობენ მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან წამოსული მიგრანტების მიღებაზე. და კიდევ: ე.წ. მიგრაციულმა კრიზისმა ნათლად წარმოაჩინა მულტიკულტურიზმის კრახი.

ევროპელები, რომლებმაც დაივიწყეს ქრისტიანული პოსტულატები და თავგამოდებით დაიწყესუმცირესობების უფლებებისდაცვა, დაუცველი აღმოჩნდნენ ეროვნულად და რელიგიურად ერთსულოვანი მიგრანტების წინაშე, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესებს აგრესიულად ახვევენ თავს ევროპას.

ის, რასაც ევროპელები საუკუნეების განმავლობაში ხელშეუხებელ ფასეულობებად მიიჩნევდნენ, მიუღებელი აღმოჩნდა “ახალი ევროპელებისთვის” _ ახლო აღმოსავლელი და აფრიკელი მიგრანტებისთვის, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასახლდნენ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი იაფ მუშახელად მიიწვიეს და იმედოვნებდნენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყმოდნენ და ნამდვილ ევროპელებად იქცეოდნენ, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს.

* “1960-იანი წლების დასაწყისში ჩვენმა ქვეყანამ მუშახელად უცხოელები მოიწვია. გარკვეული დროის განმავლობაში თავს ვიტყუებდით და ვამბობდით: ისინი ჩვენთან არ დარჩებიან, ოდესმე წავლენ, მაგრამ ასე არ მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა გამომდინარეობდა მულტიკულტურიზმიდან, რომ გვერდიგვერდ ვიცხოვრებდით და ერთმანეთს დავაფასებდით. ეს მიდგომა სრულიად ჩაფლავდა”, _ აღიარა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

* “ჩვენ ვერ შევქმენით ისეთი საზოგადოება, რომელში ცხოვრებასაც მოისურვებდნენ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები. ისინი თავს არ მიიჩნევენ ამ საზოგადოების ნაწილად. ამასთანავე, ჩვენ იმის უფლებას ვაძლევთ ამ მონოკულტურულ ჯგუფებს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს. როდესაც თეთრი ადამიანი გამოთქვამს დისკრიმინაციულ, რასისტულ თვალსაზრისს, ჩვენ სამართლიანად ვკიცხავთ მას, მაგრამ, როცა ამას სხვა ფერის კანის მქონე ადამიანები აკეთებენ, ძალიან ვფრთხილობთ, მეტიც _ გვეშინია, საჯაროდ გამოვიდეთ მათ წინააღმდეგ”, _ განაცხადა 2015 წელს დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა.

დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ფსონი მულტიკულტურიზმზე დადეს _ სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის კომფორტულ თანაარსებობაზე; საფრანგეთს კი განზრახული ჰქონდა, მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობაში აეთქვიფა, თავისი კულტურული ფასეულობები მოეხვია თავს მათთვის. შედეგად სოციალურმა დაძაბულობამ დუღილის წერტილს მიაღწია: გაღიზიანებულია ის, ვინც ევროპაში ცხოვრობდა, და ისიც, ვინც ჩავიდა. ჩვენ ძალიან ვღელავდით საფრანგეთში ჩამოსული ადამიანების იდენტობაზე და საკმარის ყურადღებას არ ვაქცევდით იდენტობას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა, რომელმაც მიიღო ისინი. რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ განსხვავებას, მაგრამ ჩვენ არ გვინდა საზოგადოება, რომელშიც გვერდიგვერდ იცხოვრებენ ცალკეული თემები”, _ განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.

* მოლენბეკი და სკარბეკი ბრიუსელთან, სენდენი პარიზის შემოგარენში, ნოიკელნი ბერლინში, რინკებიუ და ჰუსბიუ სტოკჰოლმში _ ეს ის რაიონებია, რომლებშიც, ძირითადად, ცხოვრობენ მიგრანტები, გამეფებულია კრიმინალი და სიღარიბე. ლონდონის 33 რაიონიდან 10-ში, მათ შორის, ცენტრში, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიგრანტია.

ერთიანი ევროპის დედაქალაქის, ბრიუსელის, კომუნა მოლენბეკმა სახელი გაითქვა 2015 წლის ნოემბერში პარიზში მოწყობილი ტერაქტების შემდეგ. გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტერორისტები, რომლებმაც მოაწყვეს ტერაქტები საფრანგეთის დედაქალაქში, დანაშაულის ჩასადენად მოლენბეკში ემზადებოდნენ. სწორედ აქ იმალებოდა მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესალამი, მაგრამ მისი დაპატიმრების შემდეგ თავი “გამოიჩინა” ბელგიის დედაქალაქის მეორე რაიონმა _ სკარბეკმა. სწორედ იქ ცხოვრობდნენ ისლამისტი რადიკალები, რომლებმაც მეტროპოლიტენი და აეროპორტი ააფეთქეს ბრიუსელში, სადაც განლაგებულია ნატოს შტაბ-ბინა და ევროპარლამენტის შენობა(!).

* დიდი ბრიტანეთის დედაქალაქისკენ მიილტვიან ღარიბები ყოფილი კოლონიებიდან და ოლიგარქები სხვა ქვეყნებიდან. იმიგრაციის მოტივებია უკეთესი ცხოვრების ძებნა და ბიზნესისთვის ოპტიმალური გარემო. ამას გარდა, ცდილობენ ელიტური განათლების მიღებას, ეძებენ ნებისმიერ სამუშაოს ლუკმაპურის ფულის მოსაპოვებლად. იმიგრანტების თითქმის ნახევარი დედაქალაქში დასახლდა. 2010 წელს ლონდონში ცხოვრობდა 2,9 მლნ იმიგრანტი.

* სენ-დენი იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალშია, რომლებსაც საფრანგეთში უწოდებენ “ზონებს ხელისუფლების გარეშე” (zones sans-droit). ასეთი ტერიტორია კი ქვეყანაში დაახლოებით 30-ია. პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების წევრები, მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ამ ადგილებში გამოჩენისგან, რადგან, შესაძლოა, ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. “ზონებში ხელისუფლების გარეშე” აყვავდა ნარკოვაჭრობა, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს უხერხებს. ბანდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მეტი შემოსავლის მიღების გამო და არაფერს ერიდებოდნენ, ავტომატური იარაღის გამოყენებასაც კი, კონკურენტების გზიდან ჩამოსაშორებლად.

* “ზონები ხელისუფლების გარეშე” არის ევროპის ქვეყნების, პრაქტიკულად, ყველა დედაქალაქში. სტოკჰოლმში ეს არის “პატარა მოგადიშო” (მოგადიშო _ სომალის დედაქალაქი) _ ასე ეძახიან შვედეთის დედაქალაქის მცხოვრებნი გარეუბან რინკებიუს. ოფიციალური მონაცემებით, იქ მოსახლეობის 90 პროცენტი მიგრანტებისგან შედგება. არაოფიციალური სახელწოდება კი რინკებიუმ სომალელთა დიასპორის გამო მიიღო. დარბევა, ხანძარი, პოლიციელებთან შეტაკება იქ ჩვეულებრივი ამბავია.

* დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს ტინგბიერგის რაიონი. ეთნიკური დანიელები პირველივე შესაძლებლობისთანავე ტოვებენ ამ რაიონს, რომელიც, ფაქტობრივად, იმიგრანტების დასახლებად იქცა, სადაც სალაფიტმა მუსლიმებმა შარიათის კანონებიც კი აამოქმედეს.

* თავისი “უხელისუფლო ზონა” აქვს, რა თქმა უნდა, ბერლინსაც. ნოიკელნი ყველაზე არასასურველ და კრიმინალურ რაიონად ითვლება გერმანიის დედაქალაქში. ამ კვარტალს “ჩამოსულთა გეტოს” ეძახიან. ნოიკელნის მოსახლეობის 25% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, მაგრამ ბევრი არც ეძებს სამუშაოს, რადგან სოციალურ დახმარებას იღებს და არც დანაშაულის ჩადენაზე ამბობს უარს. მიუხედავად იმისა, რომ ნოიკელნში მცხოვრებთა რაოდენობა ბერლინის მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია, გერმანიის დედაქალაქში ჩადენილი დანაშაულის 20 პროცენტი სწორედ ნოიკელნელებზე მოდის.

* საფრანგეთის დიდი ქალაქები _ პარიზი, მარსელი, ლიონი _ გარშემორტყმულია ეთნიკური გეტოებით, რომლებშიც მთავარი ავტორიტეტები მეჩეთების იმამები არიან. 2012 წელს ისლამისტმა მუჰამედ მერამ ტულუზაში 7 ადამიანი მოკლა, მათ შორის _ 3 ბავშვი. რეიმსში სასტიკად სცემეს ადამიანს, რომელიც ქუჩაში ბეკონიან ბუტერბროდს მიირთმევდა _ იმიგრანტები განაწყენდნენ იმის გამო, რომ გამვლელი ღორის ხორცს ჭამდა.

საფრანგეთის სამხრეთში, ისტორიულად მსოფლიოს ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ ქრისტიანულ რეგიონში, დღეს გაცილებით მეტი მეჩეთია, ვიდრე ეკლესია. საფრანგეთის დიდ ქალაქებში: ნიცაში, პარიზში, მარსელში 20 წლამდე ადამიანების 45% მუსლიმანია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, 35-40 წლის შემდეგ საფრანგეთი მუსლიმანურ სახელმწიფოდ იქცევა. ანალოგიური ვითარებაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ბოლო წლებში მუსლიმანების რაოდენობამ 36-ჯერ მოიმატა(!) და 80 ათასიდან 3 მლნ-ს მიაღწია. დღეს ამ ქვეყანაში 1000-ზე მეტი მეჩეთია, ბევრი მათგანი უწინ ეკლესია იყო. ჰოლანდიაში ახალშობილთა 50% მუსლიმანია და 10-12 წლის შემდეგ ჰოლანდიის მოსახლეობის ნახევარი მუსლიმანი იქნება. ბელგიაში ახალშობილთა 50% და მოსახლეობის 25% მუსლიმანია.

* გერმანელი მეცნიერები განგაშის ზარებს არისხებენ, რომ 2050 წელს ქვეყანაში უპირატესი რელიგია ისლამი იქნება.

* ლიბიის აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა მუამარ კადაფიმ თავის დროზე განაცხადა: “როგორც ჩანს, ალაჰი მუსლიმებს უმახვილოდ, უიარაღოდ აჩუქებს გამარჯვებას ევროპაში. ჩვენ არ გვჭირდება ტერორისტები, თვითმკვლელები. სულ რაღაც, 20 წელიწადში მილიონობით მუსლიმი ევროპას მუსლიმანურ კონტინენტად აქცევს”.

ძალიან ფრთხილი გათვლებით, დასავლეთ ევროპაში ამჟამად ცხოვრობს 24 მლნ მუსლიმანი (ევროკავშირის მოსახლეობა დაახლოებით 600 მლნ-ია), მაგრამ, ექსპერტთა აზრით, ეს რიცხვი რეალობას არ ასახავს და ევროპაში მუსლიმური ქვეყნებიდან წამოსული გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს.

საკითხი დგას ასე: შეძლებენ ევროპელები მუსლიმების ინტეგრირებას და აიძულებენ მათ, ევროპული წესებით იცხოვრონ თუ თვით ევროპელები ასიმილირდებიან ჩამოსულებთან? ექსპერტთა აზრით, ბოლო სცენარი უფრო რეალურია.

ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი და სხვ., მოსახლეობა დაცული არ არის ტერორისტული საფრთხისგან და საქართველო, რომლის მოსახლეობა 5,4 მლნ-დან 3,7 მლნ-მდე შემცირდა, სადაც მოქალაქეობას აძლევენ ანტიქართულად განწყობილ უცხოელებს, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რადგან ე.წ. დასავლური ფასეულობების, ტოლერანტობისა და მულტიკულტურიზმის დამცველებს სურთ, ჩვენს ქვეყანაშიც ისეთივე ვითარება შეიქმნას, როგორიც არის საფრანგეთში ან ბელგიაში, გერმანიასა თუ დანიაში.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

P.S. “საქართველოს აქვს მიზიდულობა, მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ თუ არა?.. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა _ თავისი”, _ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის 28 სექტემბერს სამების ტაძარში ერის გამთლიანებისთვის აღვლენილი ლოცვისას.

ცნობისთვის:

2013-დან 2017 წლამდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა 85 604-მა უცხოელმა მიიღო, მათგან 26 111-მა _ მუდმივი ბინადრობის, ხოლო 59 493-მა _ დროებითი ბინადრობის. საქართველოს მოქალაქეობა კი, ბოლო 5 წლის მონაცემებით, 23 011-მა ადამიანმა მიიღო. ჯამში, 108 615-მა პიროვნებამ მიიღო ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დიდია ქვეყნისთვის, რომელშიც დემოგრაფიული მდგომარეობა, შობადობის კლება, მოკვდავობის მატება და უმუშევრობის პრობლემაა. დროებითი ბინადრობის ნებართვა ყველაზე დიდი რაოდენობით, 22 089 პირზე, 2015 წელს გაიცა, ხოლო მუდმივი ბინადრობის _ 9 407 პირზე. 2017 წლის მონაცემებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვა 13 336 პირმა, მუდმივისა კი _ 2 820-მა. საქართველოს მოქალაქეობის მიღების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013 წელს აღირიცხა _ 6 440 ადამიანი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქე გახდა 3 097 უცხოელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here