სოდომიტების აღვირახსნილი პროპაგანდა, ყველაფერ “სიკეთესთან” ერთად, სხვა არაფერია, თუ არა გადამწყვეტი შეტევა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რადგან მხოლოდ დედაეკლესიაღაა ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ჯერჯერობით დაუძლეველ ბასტიონად აღმართულა საქართველოს ლგბტ–ზაციის გზაზე.
მაგრამ, თუ ერმა და ბერმა რამე არ ვიღონეთ, ეს “ჯერჯერობით” უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, რადგან მდგომარეობა აშკარად საგანგაშოა. ვითარება ჩვენ თვალწინ ყოველდღიურად მძიმდება, რაც ქოცების ლიბერალური იდეოლოგიის მქონე ხელისუფლების, ასეთივე ტელევიზიებისა და არასამთავრობოების დამსახურებაა.
თუმცა მეც ვარ, რა?! ისე “იმედიანად” ჩამოვთვალე, თითქოს ან ერთი, ან მეორე, ან მესამე საპირისპირო, კონსერვატიული იდეოლოგიისაც გვყავდეს სადმე მარქაფად შემონახული _ ხელისუფლება ქოცებისა და ნაცების სიმბიოზია, ტელევიზიები _ კოლექტიური “რუსთავი 2”, ხოლო ასოები კაპიტან გიგაურებთან და ეფრეიტორ ლომჯარიებთან ასოცირდება…
“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, ბატონმა გიორგმა ანდრიაძემ განაცხადა, რომ მწერლებმა, მსახიობებმა, მეცნიერებმა, ინტელიგენციამ, პოლიტიკოსებმა და ა.შ., რომელთა თვალსაზრისს გავლენის მოხდენა შეუძლია ქართველ საზოგადოებაზე, კეთილი უნდა ინებონ და საჯაროდ გასცენ პასუხი ერთ უმარტივეს კითხვას:
ჰომოსექსუალიზმი (შესაბამისად, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება _ დ.მ.) დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი?
როგორც ჩვენში იტყვიან, კეთილი და პატიოსანი, სრულიად ვეთანხმები ამ საკითხში ბატონ გიორგის, მაგრამ კერძო ტელევიზიები, ანუ კოლექტიური “რუსთავი 2” ამას არ გააშუქებს, არც ჩვენი, კონსერვატორი მართლმადიდებლების ჯიბიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან ამ “საზოგადოებრივი” მაუწყებლის ხელმძღვანელობა და მმართველობა პირწავარდნილი ლიბერასტების ხელშია _ ლეგიონია სახელი მათი და ქრისტეს ფეხის მკვნეტელი მაღლაფერიძეა ამ ყველაფრის თავკაცი…
ის, რასაც ბატონი ანდრიაძე ითხოვს, ქართველი საზოგადოების წინაშე პოლიტიკოსთა მხრიდან ლგბტ-სექტის მიმართ განწყობას გამოხატავს. მსგავსი “პლებისციტი” ორიგინალური პერფორმანსის სახით კარგა ხნის წინათ მოაწყო, თუ არ ვცდები, შალვა რამიშვილმა, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში მივიდა და დეპუტატებს შესთავაზა, ლგბტ ალამი ხელში დაეჭირათ. რამიშვილის ამ შეთავაზებაზე დეპუტატთა უმრავლესობამ კატეგორიული უარი განაცხადა. ვინც არ ითაკილა ალმების ხელში დაჭერა, იყვნენ რესპუბლიკური პარტიის დეპუტატები _ ძმები ბერძენიშვილები და მათი და თამარ კორძაია.
ზემოთ ვთქვი, სიტუაცია ჩვენ თვალწინ მძიმდება-მეთქი და ხომ წარმოგიდგენიათ, დღეს რომ მსგავსი “პლებისციტი” ჩავატაროთ, რა შედეგს მივიღებთ?
განგაშის ზარები მაშინ უნდა დაგვერისხებინა, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ მართლმადიდებლის, მრავალშვილიანი დიმიტრი ლორთქიფანიძის 70 ათასი მხარდამჭერი ფეხებზე დაიკიდა და საქართველოს სახალხო დამცველად სექტანტი უჩა ნანუაშვილი დანიშნა. მაშინაც, როდესაც ივანიშვილმა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების საქართველოში დაკანონებაზე კორესპონდენტს განუცხადა: საქართველო ამისთვის ჯერ მზად არ არისო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამისთვის მოვემზადებითო. იმის შემდეგ გვამზადებენ მასმედიიდან გადმონთხეული შხამით და დღეს წლების წინათ დათესილი არხეინობის ნაყოფს ვიმკით.
მაინც რა ხდება, რა ხიბლი აქვს საქართველოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება იდეა–ფიქსად გაუხდია დასავლეთს, რა, სხვა საქმე არ აქვს?!
ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ:
მართლმადიდებელ სამყაროში ორადორი ეკლესიაა _ საქართველოსა და რუსეთის, რომლებიც ვერაფრით გატეხეს, ვერ შეაყენეს ნეოლიბერალურ რელსებზე, მსგავსად დასავლეთის კათოლიკური თუ მართლმადიდებელი (საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) ეკლესიებისა.
რუსეთი გასაგებია _ გარდა რწმენისა, ატომური ფარიც იცავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. რაც შეეხება საქართველოს, ძნელი ასახსნელია, რით, რა საშუალებებით უძლებს საქართველოს დედაეკლესია წლების განმავლობაში შინაური თუ გარეული ხლისტების გააფთრებულ შეტევებს.
საქართველოა ის “ურჩი ქვეყანა”, რომელშიც, დაყვავება-მუქარის მიუხედავად, სოროსისტებმა ვერაფრით შეძლეს გეიაღლუმის ჩატარება, რაც წინაპირობა, თითქმის გარანტიაა მოკლე ხანში ჰომოსექსუალების ქორწინების დაკანონებისა, რადგან გეიაღლუმის ჩამტარებელი ქვეყანა და, უკაცრავად, ნახმარი პატარძალი ერთი და იგივეა.
რატომ ასეთი “ჩაციკვლა” მართლმადიდებელ ეკლესიაზე? _ რატომ და, სოროსისტებმა კარგად იციან, რომ ერთადერთი რეალური მოწინააღმდეგე მსოფლიოს ლგბტ–ზაციის (წაიკითხე _ მსოფლიოზე ბატონობის) გზაზე მართლმადიდებელი ეკლესიაა.
მიუხედავად ბოლო პერიოდში მიზეზთა გამო ეკლესიის გარკვეულწილად დისკრედიტაციისა, იმედი მაქვს, ქართველ კაცს ეყო საიმისო ჭკუა, რომ ცალკეული უღირსი სასულიერო პირების გამო არ გაბრაზებულიყო დედაეკლესიაზე, მისთვის ზურგი არ შეექცია და დღესაც მხოლოდ მისი იმედი აქვს და არა ნაც-ქოცებისა თუ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკანების…
მაშ, დაგვიძახე, დედაო, დაგვიძახე და წარგვიძეხი, შეაჩვენე, ანათემას გადაეცი ქვეყნისა და ეკლესიის ყველა ორგული, თორემ ამ ფარისეველთა იმედზე ჩვენი მტერიც ნუ ყოფილა!
დავით მხეიძე
P.S. დასასრულ, მინდა, ლგბტ–პედერასტებს განვუმარტო, რა ცოდვას სჩადიან მამათმავლობის პროპაგანდით:
წმინდანებისა არ იყოს, ცოდვებსაც აქვს გრადაცია, რომლის მიხედვით პირველი და უმძიმესი ცოდვა არის ზოოფილია, მეორეა მამათმავლობა და მხოლოდ მესამეა კაცის კვლა, რომლის შენდობასაც ათწლიანი ეპტიმია სჭირდება, ხოლო მამათმავალს 25 წლის შემდეგ თუ შეუნდობს უფალი…
ეხლა უკვე ელგებეტეები ქალის შეხედვას აგიკრძალავთ და მერე ნახეთ რომ ელგებეტე გაგაპედერასტებთ გაგაევროპელებთ!
ვერაფრით შეძლეს გეიაღლუმის ჩატარება-ჰაჰაჰა ქართულმა მარშმა 500 გეიაღლუმზე მეტი რეკლამა გაგვიკეთა ლგბტ ებს და გეი ქორწინებებში გეპატიჟებით!
ვერა და ვერ ჩავატარეთ კი არა თვითეული ვინც ერთხელ მაინც გეებზე დაწერს რომ ცუდია ქართველობას დაკარგავს და ქართველის სახელს! საქართველო და ქართველობა ლგბტ მ დავითრიეთ და გმართავთ სპორტში მედიაში როგორც გვინდა ისე!
იქამდე ირბინა ქართულმა მარშმა სანამ მივეცით ეს უფლება, შემდეგ დავბლოკეთ, საკმარისი რეკლამა გაგვიკეთეს რომ გეების მხარდამჭერები ცივილიზირებულებია და სხვები ველურები!
კარგი სატატიაა მადლობას გიხდით. საღად მოაზროვნე ადამიანი არასოდეს მიიღებს ანტიბუნებრივს, არაადეკვატურს, სიმახინჯეს, უგუნურს, ავადმყოფურს და არასოდეს მიიღებს ანტიქრისტიანულ იერს , ამიტომ გონიერებაა საჭირო. უფალი იყოს თქვენი შემწე ამ გზაზე, მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან აღვირახსნილებბის გვერდით და სინამდვილეში ეს გარედან მართული და შეგულიანებული არარაობები მხოლოდ სათამაშოები არიან ბოროტების ხელში, მათ მხარეზეა საქართველოში მთელი მსოფლიო ორგანიზაციები და ამიტომაა რომ წიკვინებენ . თუმცა ღმერთს დავანახოთ ჩვენი ერთგულება, გავაკეთოთ არჩევანი და ნახავთ, ჯერ შენი ნაბიჯია და მერე ღვთის!!!! დიდება უფალს აწ და მარადის…