Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს გადარჩენა? _ ილიას გზით, რუსეთთან ერთად!

საქართველოს გადარჩენა? _ ილიას გზით, რუსეთთან ერთად!

თუნდაც უტოპიური ხედვა სჯობს კონფლიქტის ზონაში მავთულხლართებთან ჩახდილ-წაკუზულ ხედვას

3530
საქართველოს გადარჩენა? _ ილიას გზით, რუსეთთან ერთად!

სამი თვეა, ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების ნაკარნახევი დღის წესრიგით ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ მასმედია (ეს თავისთავად), არამედ, როგორც ჩვენში იტყვიან, უთო რომ ჩართო, ისიც იმაზე ილაპარაკებს, ვინ იქნება პრეზიდენტი _ ამხანაგი გრიგოლ (იგივე გრიშა, იგივე გრეგორი, გააჩნია, რომელიკლიჩკითდა სად უშვებდა საბჭოთაკაგებემორიგზადანიაზე”) ვაშაძე თუ მადამ სალომე ზურაბიშვილი, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო _ ორივენი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები არიან. რაც შეეხება მათ შორის განსხვავებას, ასეთს ორს ვხედავ _ “პოეტურსადაპროზაულს”, თუ ასე თქმა შეიძლება. “პოეტურიდანდავიწყებ

ამხანაგ გრიშას ერთადერთი “ღირსება” ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში არის ის, რომ მშვენიერი ნინო ანანიაშვილის ცოლია (უუფ, შემეშალა, ქმარი უნდა დამეწერა). ხოლო მადამ სალომეს ერთადერთი “ნაკლი”, გენიალური “ქეთო და კოტე”-დან ხანუმას რეფრენად ქცეული ნათქვამის პერიფრაზით, არის: “როდესაც მამამ პარიზში წაგიღო, კარტული სულ დაგავიწყდა”. რაც შეეხება “პროზაულ” სხვაობებს _ სალომეს მინისტრობისას რუსეთის ჯარმა დატოვა საქართველოს ტერიტორია, ხოლო გრიშას მინისტრობისას რუსის ტანკები უკანვე შემოგრიხინდნენ; სალომემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, ხოლო გრიშას რუსეთსაქართველოს შორის ომის შემდეგაც კი ძლივს გააგდებინეს ხელიდანოკუპანტირუსეთის პასპორტი.

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რატომ არ მივიდა არჩევნებზე ელექტორატის უმრავლესობა, რამაც განაპირობა “ქართული ოცნების” ფავორიტის მარცხი (დიახ, მარცხი, რადგან ის, რომ ნაცებმა მეორე ტურში გააღწიეს, ქოცების პოლიტიკური მარცხია). მიზეზთა ძებნა, ძირითადად, ეკონომიკური სიდუხჭირისა და სამართლიანობის არაღდგენის მიმართულებით წარმოებს და არავინ საუბრობს ივანიშვილის კიდევ ერთ შეუსრულებელ დაპირებაზე, რომქართული ოცნებარუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებდა, რომელიც არათუ შესრულდა, პირიქით _ რაც ასე თუ ისე დალაგებული იყო, ისიც აურდაურიეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მიუხედავად აგვისტოს ომის შედეგებისა, საღი აზრიდან გამომდინარე, მაინც კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზითაც არ მივიდა არჩევნებზე ელექტორატისრუსეთუმენაწილი.

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ქოცების ხელისუფლების მიმართ არაერთხელ პირდაპირ თუ ირიბად იყო გამოთქმული აზრი მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნის შესახებ, ქოცების ხელისუფლებამ არათუ ადეკვატური იმპულსებით უპასუხა, არამედ პირიქით _ ნაცების იდიოტურპოპულისტურიფორმულით” (ჯერ ჯარები გაიყვანოს სოხუმცხინვალიდან, უკან წაიღოს რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. არადა, თუ მათი ყველა პირობა შეასრულა რუსეთმა, ნეტავი რაღაზე უნდა ველაპარაკოთ, სოჭის დაბრუნებაზე ხომ არა?) დაშანტაჟებული ქოცები, 6 წელია, ნაცებს ეჯიბრებიან რუსეთის ლანძღვაგინებაში.

თუმცა არიან კი დაშანტაჟებულები? ქოცები და ნაცები ხომ იდეოლოგიურად ერთი ლიბერასტული ხის სხვადასხვა ტოტი არიან? აქედან გამომდინარე, ერთი “ნაჩალნიკი” ჰყავთ აშშ-ევროპაში და იქნებ შანტაჟი არაფერ შუაშია და ორივენი დასავლელი “ბოსების” დავალებებს ასრულებენ ხელისუფლება-ოპოზიციის კომუფლაჟით შენიღბულები? თუ ჩუგოშვილებით, თალაკვაძეებით, მდინარაძეებით “გამდიდრებულ” ქოცების “სასტავს” გადავხედავთ, ზემოთ დასმული კითხვის ნიშნები ზედმეტი აღმოჩნდება.

დროებით თავი დავანებოთ შანტაჟისტებსა დაშანტაჟებულებსაც და მარტივი შეკითხვა დავსვათ: რუსეთს უფრო სჭირდება საქართველო თუ საქართველოს რუსეთი? კითხვა რიტორიკულია და ამიტომ პასუხად დიდ ილიას მოვუხმობ:

რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ წერდა ილია ჭავჭავაძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი _ ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნაარყოფნის საკითხთანდიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”. დიდი ილიას აზრითაც, საქართველოს უფრო სჭირდება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, უფრო მეტიც, სტრატეგიული მოკავშირეობა, ვიდრე პირიქით, და თითქოს წერტილი აქ უნდა დაგვესვა, მაგრამ…

ლიბერასტი რუსოფობებისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ, მათ შორის, არც თავადი ილია ჭავჭავაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აწ და მარადის ილია მართლად წოდებული. მეტიც, ლიბერასტ-ხლისტები იმასაც კადრულობენ, ილია მართალი რუსეთის “ოხრანკის” აგენტი იყო და ამიტომ ამბობდა რუსეთის სასარგებლო რაღაცებსო… ეს იყო საუკუნეზე მეტი ხნის წინათ და ვითარებამ ისე მოიტანა, რომ, როგორც 2 საუკუნე ჩვენ უფრო გვჭირდებოდა რუსეთი, დღეს შეიძლება ასევე სისხლხორცეულად დასჭირდეს რუსეთს საქართველო. უფრო სწორად, უკვე ვჭირდებით, მაგრამ ამ “ვჭირდებით”-ს დროულად უნდა დანახვა და საჩვენოდ გამოყენება…

ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ ბანდერულფაშისტური უკრაინისთვის ყირიმის ჩამორთმევა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი უპირობო მხარდაჭერა აღუთქვას მოსკოვის საპატრიარქოს .. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსთან კონფლიქტში, ასეხელდამშვენებულივესტუმროთ მოსკოვს და მოლაპარაკებები ყოველგვარი წინა პირობების გარეშე, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისთვის ამ მართლაც ეპოქალური მნიშვნელობის კეთილი ნების ჟესტს უპასუხოდ ვერ დატოვებს მოსკოვი და, აღიარების უკან წაღებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სავსებით რეალურია, რომ საერო ხელისუფლების დახმარებით ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პერსპექტივა გაჩნდეს, ხოლო მოსკოვის პატრიარქატის მეშვეობით ცხინვალ-სოხუმში არსებულ ქართულ ტაძრებში ქართული წირვა-ლოცვა აღდგეს. ეს საყოფაცხოვრებო დონეზე ურთიერთობების დაწყებას ნიშნავს, რაც დროთა განმავლობაში უფრო გაძლიერდება ბიზნესკონტაქტების მეშვეობით, რაც, საბოლოო ჯამში, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის ბუნებრივად გაზიარებას, ანუ ქართველთა, ოსთა და აფხაზთა შერიგებას ნიშნავს.

არ ვიცი, გაიზიარებს თუ არა მკითხველი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის ჩემეულ ხედვას, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც უტოპიური ხედვა სჯობს კონფლიქტის ზონაში მავთულხლართებთან ჩახდილ-წაკუზულ ხედვას.

ერთი რამ ცხადია _ ქოცნაცთა ხელისუფლების პირობებში რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების იდეა იმთავითვე მკვდრადშობილია, რადგან, ქოცი იქნება თუ ნაცი, ორივე ასრულებს ერთი უფროსის მითითებებს, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნას ისახავს მიზნად კავკასიის რეგიონში.

ანალოგიურ ამოცანას ემსახურებოდა მავთულხლართებთან ზემოხსენებული წაკუზულ-ჩახდილი უკანალების პერფორმანსი, რამაც სირცხვილთან ერთად გვაფიქრებინა:

ასე თუ გაგრძელდა რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ცივი ომი, სულ ადვილად შეიძლება, რომ ნებისმიერ წამს ცხელ, ნამდვილ ომში გადაიზარდოს და მაშინ შარვალჩახდილი პერფორმანსისტები, რომლებსაც ფულის კეთების წყაროდ გაუხდიათ მსგავსი ღონისძიებები, პირველები გაიქცევიან და გავეშებული რუსების წინაშე პასუხისგება რიგით მოქალაქეებს მოუწევთ.

პასუხისგება კი, სავარაუდოდ, მკაცრი იქნება, რადგან რუსებს, პლასტილინ-ქსლისამბეჭველი ფალოს-ოფოსი კი არა, ვლადიმერ პუტინი ჰყავთ პრეზიდენტად, რომელსაც, მიუხედავად დიდი ეკონომიკური პრობლემებისა, ენდობიან, სჯერათ და პატივს სცემენ რუსები.

დავით მხეიძე

P.S. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ვითომ მიმართვა, რომელიც იმთავითვე ჩანდა, რომ .. ფეიკი იყო, მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, მართლა .. დაფარულმა მეუფემ გაასაღა უწმინდესის ნათქვამად ეს ყველაფერი თუ მავანმაფეიკმაისტერმა”, მთავარი იმმიმართვისშინაარსია, რომელსაც, სამწუხაროდ, ერთობ ოპერატიულად გაემიჯნა საპატრიარქო.

აი მიმართვის მოკლე შინაარსი და თავად განსაჯეთ, რასთან გვაქვს საქმე:

არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე, არაუგვიანეს 10 დღით ადრე, “ქართულმა ოცნებამსაჯაროდ უნდა დადოს შემდეგი ხუთი პირობა:

* 2004 წლიდან დღემდე საქართველოში შემოსულ ყველა მიგრანტს (ირანელს, თურქს, ინდოელს, ჩინელს და სხვა მრავალს უნდა ჩამოერთვას საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება და მომავალშიც არ უნდა ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. გამონაკლის შემთხვევას უნდა წარმოადგენდნენ: ) ქართველური წარმომავლობის პირები, როგორებიც არიან ფერეიდნელი ქართველები, ლაზები, ტაოკლარჯელი ქართველები და ..; ) ასევე ის უცხოელები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში განახორციელეს არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამ ინვესტირებით შექმნილ საწარმოში დაასაქმეს არანაკლებ 80% საქართველოს მოქალაქეებისა; ) ასევე ის უცხოელები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სფეროებში.

* კონსტიტუციურად უნდა აიკრძალოს უცხოელებზე მიწის მიყიდვა;

* საქართველოს ყველა 14 წლის მოქალაქისთვის დაშვებული უნდა იქნას ალტერნატიული არაელექტრონული პირადობის მოწმობები;

* .. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებული უნდა იქნას შემდეგი სიტყვები და ტერმინები: “გენდერული იდენტობა”, “სექსუალური უმცირესობა”. შესაბამისად უნდა აიკრძალოს სოდომური ცოდვების ნებისმიერი პროპაგანდა;

* პარლამენტიდან სამუდამოდ უნდა იქნას გაწვეულიკანონპროექტი კანაფის წარმოების შესახებ”.

ვიმეორებ, მთავარია მიმართვის შინაარსი და არა მისი ავთენტურობა. შინაარსი კი მართლაც საქართველოს, ქართველი ერის გადარჩენის ფორმულაა და სამწუხაროა, რომ საპატრიარქო გაემიჯნა მიმართვას და არაფერი თქვა მის შინაარსზე. სამწუხაროა, რადგან ასეთ მიმართვებს თვითონ სასულიერო პირები უნდა წერდნენ. არადა, ამ პირობების შესრულება ავტომატურად ნიშნავს ლიბერასტულ დასავლეთთან მეგობრობაზე უარის თქმას, ერთმორწმუნე რუსეთის სასარგებლოდ

3 COMMENTS

  1. რა არჩევნების ნაკარნახევი დღის წესრიგით_ არაფერი არ გვაქ მოქცეული ამქვეყანაში უბრალოდ ნორმის ფარგლებში, ასე მგონია ზოოპარკში დავდივარ და გარეულ ცხოველებს ტელევიზორში ვხედავ, რომლებიც აგრესიული ტონით და ქსენოფობიური დიქტონაციით გვახვევენ თავს ავადმყოფობას( ჟრნალისტებს ვგულისხმობ) ამდენი ფსიქიატრიულის პაციენტი რა ტო დასვით ტელევიზიებში??? ალბად იმისთვის რომ ეს შიზოიდები გამოიყენონ და მერე გააქრონ და კარგსაც იზავენ თუ გაქრებიან ეს ვულგარული ბებერი ადამიანოზავრები დაბოტოქსებული ბომჟები( აბა ნაშებს ვერ უწოდებ მაგათ) უბრალოდ გულის რევა მეუფლება დღევანდელ ჟრნალისტებზე უფრო ვიდრე ამორალურ პოლიტიკანებზე. გთხოვთ გამომიქვეყნოთ!!!!!! იმედია აქაც აზრი არ არი ,,შზღუდული” ნუ შზღუდული არი მაგრამ სასტიკად არა:)

  2. ბ–ნო დავით, 100 %–ით ვეთანხმები ყველა თქვენს მოსაზრებას. ამომრჩეველთა 53 %–ის არ მისვლა საარჩევნო ყუთებთან და უკანასკნელ წლებში 800 ათასი კაცის გაქცევა საზღვარგარეთ თავშესაფრის საძებრად ხომ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ძირ–ფესვიანად არის შესაცვლელი ყველაფრი როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში?

  3. აუუფ სალომე ისე დაახასიათედ თითქოს ქოს სხვა ნაკლი არ ააქვს 🙂 ფრთები გაუკეთედ ბარემ და ანგელოზად მოგვავლინეთ. საქართველოს მტერი რომელსაც უნდა ეკლესია და ჯარი გადატეხოს, ! აი ეს დიდი ნაკლი აქვს და ვა მას და საერთოდ ამ ქოცისტანელებმა დავაიწე რაააა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here