Home სხვადასხვა დაიჯესტი საფრანგეთმა და გერმანიამ პირველი პრაქტიკული ნაბიჯი გადადგეს “ორსიჩქარიანი ევროპის” შესაქმნელად

საფრანგეთმა და გერმანიამ პირველი პრაქტიკული ნაბიჯი გადადგეს “ორსიჩქარიანი ევროპის” შესაქმნელად

პარიზმა და ბერლინმა ბრიუსელის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყეს

986
საფრანგეთმა და გერმანიამ პირველი პრაქტიკული ნაბიჯი გადადგეს “ორსიჩქარიანი ევროპის” შესაქმნელად

2019 წლის თებერვალში გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა და საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა გამოაქვეყნეს ევროკავშირში მსხვილი კორპორაციების შექმნის გეგმა. შედეგს წარმოგვიდგენენ როგორც XXI საუკუნის საერთო სამრეწველო სტრატეგიის რეალიზაციის მნიშვნელოვან ეტაპს. პრაქტიკული შედეგის თვალსაჩინო მაგალითად ელექტრომობილებისთვის აკუმულატორული ბატარეების წარმოების ფრანგულგერმანული ერთობლივი მსხვილი საწარმოს შექმნას ასახელებენ. პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო 1,7 მილიარდი ევროს საერთო რაოდენობის ნაწილს _ ერთ მილიარდ ევროს გაიღებს გერმანია, 700 მილიონს _ საფრანგეთი.

ერთი შეხედვით, თემა წმინდა ლოკალური სამეურნეო ხასიათისაა. ორი ქვეყნის პოლიტიკოსებმა ეს ბანალური სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო შეთანხმება, როგორიც ყოველწლიურად, რბილად რომ ვთქვათ, საქონლის ყიდვა-გაყიდვის მსგავსად უამრავი ფორმდება, საჯარო განხილვისთვის გამოიტანეს. მაგრამ სინამდვილეში მოწმენი გავხდით სერიოზული სტრატეგიული სისტემური ცვლილების, რომელიც, უთუოდ განსაზღვრავს ევროკავშირის, როგორც ევროპის საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური საერთაშორისო სისტემის მოდერნიზაციის მოვლენების შემდგომ განვითარებას.

უფრო მეტიც, თავისი არსით იგი არის ბერლინისა და პარიზის ამბოხი დღევანდელი ბრიუსელისა და აშშ-ის წინააღმდეგ. ორიოდ კვირის წინათ, 13 თებერვალს, ევროკომისიამ დაბლოკა გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონცერნ Siemens-ის და ფრანგული მანქანათმშენებლობის გიგანტ Alstom-ის შერწყმის პროექტი. ევროკომისიის მოხელეთა აზრით, ევროპულ ბაზარზე აბსოლუტურად დომინირებულმა მონსტრმა შეიძლება დაარღვიოს თავისუფალი კონკურენციის პრინციპები. მაგრამ ევროკავშირის ორი წამყვანი ეკონომიკის მთავრობები არ დაეთანხმნენ საკითხის ამგვარად დაყენებას და ოპერატიულად შეიმუშავეს საკუთარი წესები, რომლებიც გვერდს უვლის ევროკავშირის უფლებამოსილებას.

ევროპის მეგაკორპორაციების შექმნის იდეა ახალი არ არის. პირდაპირ რომ ვთქვათ, იგი არავითარ სიახლეს არ წარმოადგენს. ასეთად უკვე აღიარებულია მაგალითად “ევროპული”Airbus (წლიური ბრუნვა 66 მილიარდი ევრო, სუფთა მოგება 2017 წელს _ 2,87 მილიარდი, სუფთა აქტივები _ 111,13 მილიარდი ევრო, თანამშრომელთა რაოდენობა _ 129,5 ათასი ადამიანი), მსოფლიოს ორი უდიდეს ავიამშენებელ კომპანიათაგან ერთ-ერთი. ფორმალურად მისი შტაბბინა საფრანგეთში, ტულუზაშია დისლოცირებული, ფაქტობრივად კი, მოიცავს არა მხოლოდ ევროპული, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნის საქმიანობას. შეგვიძლია აგრეთვე გავიხსენოთ British Petroleum და Royal Dutch Shell  (მსოფლიოში მერვე და მეათე პოზიციების მქონე კორპორაციები), რომლებიც ნავთობის მოპოვებით და გადამუშავებით არის დაკავებული, GlaxoSsrnith-Klime PLC (ბრიტანეთი, ფარმაცეფტიკა, მე-19 პეოზიცია), Total (საფრანგეთი, ნავთობის გადამუშავება, 25-ე პოზიცია), Nokia (ფინეთი, 34-ე პოზიცია) და სხვა კორპორაციები ზემოთ დასახელებული Siemens-ისა და Alstom-ის ჩათვლით.

სხვა საკითხია, რომ ყველა მათგანი თავისთავად, მოქმედი ეროვნული იურიდიული მოდელების ჩარჩოებში ჩამოყალიბდა, არსებობდნენ და არსებობენ მრავალთავიანი გველეშაპების სახით და სხვადასხვა ქვეყნების განსხვავებულ ნორმებს ემორჩილებიან. საფრანგეთ-გერმანიის ახლანდელი ინიციატივა გულისხმობს არა მხოლოდ კიდევ ერთი მეგაკორპორაციის შექმნას, არამედ ლაპარაკია ორი ქვეყნის მთავრობების ოფიციალურ საჯარო შეთანხმებაზე, ეროვნული უნიფიცირებული მართლმსაჯულების შექმნაზე ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირების მიზნით.

სწორედ ასეთად იყო ჩაფიქრებული ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება იმთავითვე _ 1952 წლიდან. პირველ ეტაპზე განზრახული ჰქონდა ერთიანი იურიდიული საძირკველის შექმნა. მათ საფუძველზე აღმოცენდებოდა მმართველობის ზესახელმწიფოებრივი ორგანოები, რომლებიც იკისრებდნენ ეროვნული მთავრობების ფუნქციებს, რასაც მოჰყვებოდა მათი (მთავრობების) დათხოვნა უსარგებლობის საბაბით. ავტორებს განზრახული ჰქონდათ ამ გზით გაერთიანების მონაწილეთა ერთიან უნიტარულ სახელმწიფოდ შერწყმა ერთიანი კანონებით, საერთო მმართველობითი და ძალოვანი სტრუქტურებით, ერთიანი ფულით, არმიითა და სხვა დანარჩენით.

მაგრამ ლონდონმა და ვაშინგტონმა ამაში მათ წინააღმდეგ მიმართული სერიოზული სტრატეგიული საშიშროება დაინახეს და ამიტომაც ძალა არ დაიშურეს ფრანგულ-გერმანული ინიცატივის დასაბლოკად და მისი (ინიციატივის) იმ ჩიხურ კოლმეურნეობად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად, როგორადაც ევროკავშირი დღეს არის ჩამოყალიბებული. ფორმალურად იგი არსებობს როგორც კავშირი საერთო კანონებით და ეკონომიკით, მაგრამ, ამავე დროს, ევროპარლამენტარები საკუთარი თავის გარდა, არავის წარმოადგენენ, ხოლო ევროკავშირის საერთო კანონებს ეროვნული მთავრობები არ იცავენ.

სანამ დასავლეთი თუნდაც მოჩვენებით ერთიანობას ინარჩუნებდა და გააჩნდა საგარეო ეკონომიკური ექსპანსიის განხორციელების სივრცე, ასეთი ვითარება სტაბილური იყო, თუმცა პოლიტიკური და ფინანსური პრობლემების გაზრდის წყაროდ რჩებოდა, განსაკუთრებით, იმ პრობლემებისა, რომლებიც აღმოსავლეთით დაჩქარებული გაფართოების სულისკვეთების ორმა მცდელობამ წარმოშვა.

დღეს მსოფლიო შეიცვალა. ევროკავშირის სტრუქტურას გარემო პირობების მიმართ ადეკვატურობა დაეკარგა, აშშ და ევროპა ერთმანეთის მეგობრები აღარ არიან, არც პარტნიორები, უფრო კონკურენტები ეთქმით. ამასთან, აშშ-ს მეტროპოლიის პრეტენზია დარჩა და ცდილობს კოლონიური რენტის გამოძალვას. ეკონომიკაში ბევრი რამ გაუგებარია. ფორმალურად არსებობს მსხვილი კორპორაციები, მაგრამ ვის ეკუთვნის და ვის ინტერესებს ითვალისწინებენ, ეშმაკმა უწყის. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ირანიდან Total-ის იძულებით წასვლის ფაქტით და რიგი სხვა, არანაკლებ ოდიოზური მოვლენით.

დღევანდელი ბრიუსელის შენარჩუნების პროცესს წერტილი Brexit-მა დაუსვა, რომელმაც აიძულა დიდი ბრიტანეთის მომსახურე “ევროპული” კაპიტალი, დაფიქრებულიყო საკითხზე “ვისი გორისა იყო”. ბოლო თვეების განმავლობაში მისი გადაადგილების მიმართულებისა და მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ფულმა თავისი არჩევანი კონტინენტზე შეაჩერა.

მაგრამ სწორედ ამან გაამწვავა სისტემური პრობლემა. ევროკავშირი, როგორც ოფიციალური იურიდიული პირი, არსებობს, მაგრამ გეოპოლიტიკური სუბიექტურობა აშკარად არ გააჩნია. უწინარეს ყოვლისა, იმის გამო, რომ გაუგებარია პასუხი შეკითხვაზე _ ევროპაში ვის ეკუთვნის კორპორაციები? ევროპისაა, მაგალითად, ქიმიური კონცერნი BASF, რომელსაც გერმანიის ლუდვიგსხაფენში მხოლოდ შტაბბინა აქვს, ხოლო მოგების 40 პროცენტზე მეტი აშშ-ს მიაქვს და საწარმოო სიმძლავრეების ნახევარზე მეტი ამერიკაშია?

ამრიგად, 19 თებერვალს გამოქვეყნებული საფრანგეთ-გერმანიის რეფორმების გეგმა, ფაქტობრივად, არის ევროკავშირის მოდერნიზაციის იმ სიღრმისეული პროცესის დასაწყისი, რომლის შესახებაც ხუთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამდენს ლაპარაკობდნენ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. არსებითად ეს უკვე არის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იმ “ორსიჩქარიანი ევროპის” შესაქმნელად, რომლის შესახებაც ანგელა მერკელმა განაცხადა. იგი (ეს გეგმა) თავის თავში აერთიანებს რისკების განაწილების პრინციპებზე ფრანგულ თვალსაზრისს და ფინანსური დისცილინის დაცვის მიმართ გერმანულ მიდგომას.

და _ ყველაზე მთავარი _ დღევანდელი ევროპის სტაბილიზაციის თანამედროვე მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის ცენტრალურ ბანკად ოფიციალურად იწოდება, გარდაიქმნება სრულმასშტაბიან ევროპულ სავალუტო ფონდად.

გარდაქმნის პროცესში, პირველ რიგში, გადასადგმელად ექვსი ნაბიჯია განცხადებული: ეროვნული საბანკო სისტემების სტატუსი ქვეითდება. მათ ანგარიშებზე არსებული ეროვნული სუვერენული ვალების წილი მცირდება (ეს _ როგორც თაფლაკვერი). ისინი (ვალები) ევროპის სავალუტო ფონდში გადავა. ამას კი თან სდევს ფინანსური დისციპლინის დარღვევისთვისა და ჯარიმებისთვის განსაზღვრული “გერმანული მათრახი”. ახალი სტრუქტურის მიხედვით განსაკუთრებული სიმკაცრით აღიკვეთება ეროვნული მპშ-ების დონეებზე გადამეტებული სახელმწიფო ხარჯების ზრდა.

ე.ი. ბიუჯეტის დეფიციტის ხარჯზე ცხოვრება არავის გამოუვა. ყველა ვალი, საბერძნეთის გამოცდილების გათვალისწინებით, რესტრუქტურიზებული იქნება.

ევროპის სავალუტო ფონდს ექნება სტაბილიზაციის საკუთარი ფონდი მომავალში შესაძლო კრიზისების კუპირებისთვის. ყველა არსებული საფინანსო აქტივი მათივე უსაფრთხოების დასაცავად გაივლის მკაცრ აუდიტს. დაბოლოს, განხორციელდება ევროზონის იურიდიული მონიტორინგის ინსტიტუტების სრული რეფორმირება, მათი, როგორც კავშირის საერთო მადისციპლინებელი მექანიზმის, ეფექტიანობის ასამაღლებლად.

წარმატების შემთხვევაში, რისი იმედიც პარიზსა და ბერლინს აქვს და რისი საკმაოდ დიდი დადებითი შანსიც არსებობს, ახალი გაერთიანება მართლაც გახდება ევროკავშირის სრულიად ახალ წესებზე აწყობის საფუძველი. სავარაუდოა, სწორედ იმ “ორსიჩქარიანი ევროპის” ჩარჩოებში, ანუ ერთიანი სახელმწიფოს ბირთვის შიგნით და ყველა სხვა გარეშე ქვეყანასთან ერთად, რომლებიც მასთან დადებენ ყოვლისმომცველ პარტნიორულ შეთანხმებებს. ამის შედეგი როგორიც გინდა იყოს, ერთი რამ დღესვე გასაგებია: დღევანდელი ევროკავშირის “თავისუფლების” და ბრიუსელის ბარდაკის დღეები ამოწურულია.

სხვა საკითხია, რომ ფრანგულ-გერმანული წარმატება გარანტირებული არ არის. მინიმუმ _ არსებითად ემუქრება XXI საუკუნის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში აშშ-ის დომინირების შენარჩუნების პერსპექტქიულ გეგმებს. ამას გარდა, პარტნიორული ურთიერთობის მოსალოდნელი პირობები, საეჭვოა, სიხარულით მიიღონ ქვეყნების მმართველმა ელიტებმა, განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთევროპულმა ლიმიტროფამებმა, რომლებიც “მეორე სიჩქარის” კატეგორიაში მოხვდნენ.

როგორც მინიმუმი, მათ ხელიდან ეცლება შემოსავლები ევროკავშირის ცენტრალური ფონდებიდან, რომლებითაც ივსება მათი ბიუჯეტების მნიშვნელოვანი ნაწილი. საკუთარი ნებით ვინ იტყვის უარს ასეთ ფულზე? ამას გარდა, ფინანსური დისციპლინის ახალი “გერმანული” წესები ლიმიტროფამების, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთევროპელების წინაშე წამოჭრის საკუთარ მოსახლეობასთან სოციალური ხელშეკრულების შინაარსისა და მოცულობის გადახედვის საკითხს.

უკვე მხოლოდ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს ამოქმედებული ინიციატივის მიმართ სერიოზულ წინააღმდეგობას. მოგვიანებით სხვა ბევრიც იჩენს თავს. პრობლემები წამოიჭრება ლონდონთან და ვარშავასთან ურთიერთობის დროსაც, როცა ისინი საკუთარი თავკერძი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხელიდან არ გაუშვებენ “სახალხო აფშფოთების” მუხტს, ხალხის ნების გამოვლენის მნიშვნელობის და მიმართულების განსხვავებულობის მიუხედავად.

ნებისმიერ შემთხვევაში ორი “ეკონომიკური” მინისტრის პრესკონფერენცია ეპოქალური მნიშვნელობისა იყო და აამოქმედა ურთულესი ინტრიგა მინიმუმ ერთი წლით, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორც შიდაევროპული პოლიტიკა, ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ღონისძიება ევროკავშირის მონაწილეობით.

ერთადერთი, რისი კონსტანტირებაც ახლა შეიძლება არის ის, რომ ფრანგულ-გერმანული წარმატება ჩვენთვის მომგებიანი იქნება, რადგან ევროპას გაცილებით უფრო სტაბილურს, ადვილად ამოსაცნობსა და რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ პარტნიორად გარდაქმნის. თუნდაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური, უფრო მეტად კი გეოპოლიტიკური ინტერესების თანხვედრის გამო. როგორ განვითარდება მოვლენები, დრო გვიჩვენებს. მთავარია, რომ ყინული დაიძრა, ბატონო ნაფიცო მსაჯულებო, ყინული დაიძრა!

ალექსანდრე ზაპოლსკისი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here