გამოცემა Parisien–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეციდივისტი რედუან ფაიდი, რომელიც ყაჩაღური თავდასხმისთვის 25-წლიან სასჯელს იხდიდა, საფრანგეთის ციხიდან ვერტმფრენის დახმარებით გაიქცა.
დამნაშავე პარიზის ახლოს მდებარე ციხიდან 1 ივლისს, დილით გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამი შეიარაღებული თანამზრახველი ეხმარებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაიდმა კი საპატიმრო დაწესებულება იმ ვერტმფრენით დატოვა, რომელიც ბელგიაშია რეგისტრირებული.
მოგვიანებით ეს ვერტმფრენი საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში დამწვარი იპოვეს.
ხუთი წლის წინათ აღნიშნული პირი ციხიდან კედლის აფეთქების შედეგად გაიქცა და მძევლად დაწესებულების თანამშრომლებიც აიყვანა.