Home ახალი ამბები საქართველო საფრანგეთის საგარეო უწყება – ახალ პრეზიდენტს შეუძლია ჩვენი მტკიცე განწყობის იმედი ჰქონდეს,...

საფრანგეთის საგარეო უწყება – ახალ პრეზიდენტს შეუძლია ჩვენი მტკიცე განწყობის იმედი ჰქონდეს, რომ ვიმოქმედებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ

782
საფრანგეთის საგარეო უწყება

საფრანგეთი მზად არის იმუშაოს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, – ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ერთი თვის შემდეგ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული. საფრანგეთი მას გულწრფელად ულოცავს და უსურვებს სრულ წარმატებას მისი მოვალეობების შესრულებისას. საფრანგეთი მზად არის იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია ჩვენი მტკიცე განწყობის იმედი ჰქონდეს, რომ ვიმოქმედებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here