რუსეთის მოთხოვნა, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლებში გადახდის შესახებ არ ნიშნავს მიწოდების შეწყვეტას. კომპანიებს შეუძლიათ, გადასახადი ევროებში გადაიხადონ ბანკების მეშვეობით, რომელიც შემდეგ მათ კონვერტირებას განახორციელებენ, _ განაცხადა საფრანგეთის ეკოლოგიური განვითრების მინისტრმა ბარბარა პომპილიმ.
“სანამ კომპანიები იხდიან ევროს, კონტაქტები შენარჩუნდება, ამიტომ ფრანგული კომპანიებისთვის არაფერი იცვლება”.
“ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოსკოვიდან, გვაფიქრებინებს, რომ კომპანიებს შეუძლიათ განაგრძონ ევროების გადახდა ბანკებისთვის, რომლებსაც მოუწევთ ევროს კონვერტაცია რუბლებში და, კერძოდ, “გაზპრომბანკისთვის”, _ განუცხადა ბარბარა პომპილიმ გამოცემა Fიგარო-ს. მისი თქმით, ამ ეტაპზე შეთანხმების ჩაშლის რისკი არ არსებობს, ამიტომ არ იქნება წყვეტა რუსული ბუნებრივი აირის მომარაგებაში.
regnum.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ