Home სხვადასხვა დაიჯესტი საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევამ აქტუალურობა შესძინა რუსეთის ინიციატივას რეგიონში უსაფრთხოების სისტემის...

საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევამ აქტუალურობა შესძინა რუსეთის ინიციატივას რეგიონში უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე

340
სერგეი ლავროვ

მოსკოვი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთის სანავთობე ინფრასტრუქტურაზე დრონების შეტევის ინციდენტის შემდეგ რეგიონის ქვეყნები ყურადღებით მოეკიდებიან რუსეთის ინიციატივას სპარსეთის ყურის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

“რამდენიმე წელიწადია, ჩვენ ამას ვთავაზობთ, ცოტა ხნის წინათ მოვაწყვეთ სპეციალური პრეზენტაცია და განვაახლეთ ჩვენი მიდგომა. სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათი პარტნიორები რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და დაიწყონ დაძაბულობის განმუხტვა ძალიან უბრალო ნაბიჯებით _ მშვიდობითა და ნდობით, ტრანსპარენტულობით, ერთმანეთის მიწვევით სხვადასხვა ღონისძიებაზე შეიარაღებული ძალების ხაზით და სხვა ნაბიჯებით, რომლებიც განამტკიცებს გაგებას, რომ დალაპარაკება აუცილებელია”, _ განაცხადა ლავროვმა.

“ჩვენ ვგრძნობთ ინტერესს ჩვენი ინიციატივის მიმართ, მაგრამ არა ყველა მოთამაშის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ ეს სამწუხარო ეპიზოდი უბიძგებს ჩვენს კოლეგებს, მეტი ყურადღებით მოეკიდონ რუსეთის ინიციატივებს. უნდა ვიმოქმედოთ სისტემურად, შევქმნათ ყოვლისმომცველი ჩარჩოები, რომლებშიც იოლი იქნება მოლაპარაკებები”, _ აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რეგიონში უსაფრთხოების განსამტკიცებლად მოსკოვის მიერ შეთავაზებულ ზომებში არის უარის თქმა არარეგიონული სახელმწიფოების სამხედრო დაჯგუფებების მუდმივ დისლოკაციაზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში; დემილიტარიზებული ზონების შექმნა; ცხელი ხაზების დაწესება; ინფორმაციის გაცვლა შეიარაღების შესყიდვის შესახებ. რუსეთი, აგრეთვე, სთავაზობს, შეიქმნას უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელშიც შევლენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, ევროკავშირი და სხვა დაინტერესებული ქვეყნები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here