Home სხვადასხვა TV დაიჯესტი სასულიერო პირი: ფედერაციამ ფეხბურთს მიხედოს და სულიერ თემატიკაში ნუ ჩაერევა

სასულიერო პირი: ფედერაციამ ფეხბურთს მიხედოს და სულიერ თემატიკაში ნუ ჩაერევა

1281

„ქართული მარშის“ საპროტესტო აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.

მათი თქმით, ეს არის სულიერი სფერო და ფეხბურთის ფედერაცია მისთვის უცნობ თემატიკას ნუ შეეხება.

„ფედერაციის ხელმძღვანელობამ ქართულ ფეხბურთს მიხედოს და მისთვის უცნობ თემატიკას ნუ შეეხებიან. ეს არის სულიერი სფერო და საზოგადოებას ნუ აღიზიანებენ“,-განაცხადა სასულიერო პირმა.

„ქართული მარშის“ ლიდერები და მომხრეები ფეხბურთის ფედერაციის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი, ფეხბურთელ  გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის სამკლაურის გაკეთებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

აქციაზე, პოლიციასა და „ქართული მარშის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით დაკავებულია „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, და რამდენიმე სტუდენტი.

აქციის მონაწილეებმა დემონსტრაციულად ლგბტ თემის დროშა დაწვეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here