Home ახალი ამბები სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

912

სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთ პირს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრლადებულს, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლუკა ჩ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღვეთა განუსაზღვრა.

„საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ირმა ყ.-მ, ბექა შ.-მ და ნინა ჩ.-მ, განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად მოკლეს ირმა ყ.-ს დედა ლუბა ყ. და დანაშაულის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის სხეული დაანაწევრეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია ჰქონდა საქმეზე ბრალდებულ ლუკა ჩ.-ს. რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სასამართლო, საქმის მასალებში მოხსენიებულ არასრულწლოვან პირთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომაზე გაეცნო მოწმეთა ჩვენებებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის ფაქტი.

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თავადაც აძლევდა რჩევებს ზემოხსენებული მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდებულ პირებს ირმა ყ.-ს, ბექა შ.-ს და ნინა ჩ.-ს, დანაშაულის დაფარვისა და გვამის განადგურების საკითხზე. სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ამდენად წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ დაემატა ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here