Home სხვადასხვა დაიჯესტი სასამართლოზე ზემოქმედება და ელჩების საუბრებისთვის მიყურადება

სასამართლოზე ზემოქმედება და ელჩების საუბრებისთვის მიყურადება

386
სასამართლოზე ზემოქმედება და ელჩების საუბრებისთვის მიყურადება

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ პოროშენკოს წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამჯერად განმცხადებლის როლში მოგვევლინა კიევის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანტონ ჩერნუშენკო, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის საზღვრებს მიღმა იმყოფება, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. პოროშენკოს წინააღმდეგ უწყებაში უკვე ცხრა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელთა ნაწილი პროცესუალური ქმედების სტადიაშია.

ჩერნუშენკოს განცხადება

სახელმწიფო ბიუროში შეტანილი დოკუმენტის ნაწილი პოროშენკოსა და მისი გარემოცვის მიერ სასამართლო პროცესში უკანონო ჩარევასა და მოსამართლეებზე ზემოქმედების ფაქტებს ეხება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კიევის პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებით. განცხადებაში ჩერნუშენკო დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ მოითხოვდნენ პეტრე პოროშენკო და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსეი ფილატოვი პირადად მისგან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. ამგვარი მოთხოვნები 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოსამართლე პირადად პრეზიდენტთან გამოიძახეს. პოროშენკომ უთხრა, რომ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განიხილავდნენ სააპელაციო სასამართლოში საიუველირო ფირმა Gრაფფ-ის საქმეს. დატუქსა მოსამართლე იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო პრეზიდენტის ოჯახის ღირსების დაცვა.

პრეზიდენტის ინტერესი შეიძლება ის იყო, რომ საიუველირო სალონში (მოარული ხმებით) მოიპარეს ექსკლუზიური ბეჭედი, რომელიც მარია პოროშენკოსთვის იყო განკუთვნილი.

ანტონ ჩერნუშენკოს განცხადებაში ნახსენებია აგროფირმა “აგრეინი”, რომელსაც 2014 წელს ყადაღა დაედო, ხოლო უმაღლესმა ინსტანციამ ქონების დაპატიმრება გააუქმა. ეს გაუქმება მოსამართლესთან საუბრის დროს გამოთქმული მეორე პრეტენზია იყო. მომჩივანის აზრით, იგი (პრეზიდენტი) აგროაქტივების დაპატიმრებით პირადად იყო დაინტერესებული.

მესამე ეპიზოდი დაკავშირებულია კომპანია “ნეფტეგაზდობიჩასთან”, კომლის მფლობელია რინატ ახმეტოვი. ჩერნუშენკომ განაცხადა, რომ 2015 წლის გაზაფხულზე ამ ფირმის აქტივები დააპატიმრა გენპროკურატურამ და პეჩერის რაიონულმა სასამართლომ პეტრე პოროშენკოს დაკვეთით.

მოსამართლე ამას მიტაცებას უწოდებს, რომლის შედეგად პირადად პოროშენკომ 130 მილიონი აშშ დოლარი გასამრჯელოს სახით მიიღო.

“ამ საკითხზე ფილატოვმა არაერთხელ გამომიძახა უკრაინის პრეზიდენტის აპარატში და მიმეორებდა, რომ პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილება “ნეფტეგაზდობიჩის” ქონების დაპატიმრების შესახებ კიევის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა”, _ წერს ჩერნუშენკო თავის განცხადებაში. მაგრამ აპელაციამ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და უარი უთხრა უკრაინის გენერალური პროკაურატურის გამომძიებელ დიმიტრი სუსს შუამდგომლობაზე, “რამაც უკრაინის პრეზიდენტის პ.ა. პოროშენკოს უკმაყოფილება გამოიწვია”, _ წერს მოსამართლე. ამის შემდეგ და შედეგად დაიწყეს ჩერნუშენკოს დევნა გენპროკურატურამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

ჩერნუშენკო ყვება, რომ საერთო ჯამში იყო ხუთი განცხადება, რომლების მიმართ ფილატოვი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here