ეგვიპტეში ორი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა. ორივე შემთხვევა ქრისტიანულ, კოპტურ ეკლესიებში ბზობის საზეიმო ღვთისმსახურებაზე მოხდა.
პირველი აფეთქება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა ქალაქ ტანტაში, 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ეკლესიაში იმყოფებოდა ქრისტიანი კოპტების პატრიარქიც. ოფიციალური წყაროების ცნობით, ის არ დაშავებულა. ცოტა ხნის შემდეგ კი მეორე ტერაქტი მოხდა _ კვლავ ეკლესიაში, ამჯერად ქალაქ ალექსანდრიაში. დაიღუპა 11 ადამიანი.
ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა ტაძრის შესასვლელში აამოქმედა, როცა საზეიმო წირვა მიმდინარეობდა.