Home რუბრიკები საზოგადოება სარკე, რომელშიც ყველამ უნდა ჩაიხედოს!

სარკე, რომელშიც ყველამ უნდა ჩაიხედოს!

სარკე, რომელშიც ყველამ უნდა ჩაიხედოს!

ასეთი სარკე ახლახან მოგვევლინა; მასში დღევანდელი საქართველო მათემატიკური სიზუსტითაა არეკლილი

ეს სარკეა სიმართლის სიმბოლო _ გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმე-12 ნომერში (7-13 აპრილი, 2021 .) ორ გვერდზე დაიბეჭდა წერილი სახელწოდებითერი ვიყავით, ბრბოდ გვაქციეს…” მისი შემოქმედია ცნობილი პუბლიცისტი, ფილოსოფიის დოქტორი ვალერი კვარაცხელია.

ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლებითა და შესანიშნავი ლოგიკური მსჯელობით ბატონმა ვალერიმ დამაჯერებლად დაგვიხატა ქართველი ხალხის ბრბოდ გარდასახვის, სრული რეგვენიზაციის საშინელი სურათი. ჩაიხედეთ მის მიერ შემოთავაზებულ სარკეში და ნათლად დაინახავთ, რა საშინელება დაატყდა თავს ბედშავ საქართველოს აშშ-დასავლეთიდან ნიაღვარივით წამოსული პოლიტიკური კორონავირუსის ზეწოლის შედეგად.

შეგნებულად ვიკავებ თავს ბატონ ვალერის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ტრაგიკული სურათის კომენტირებისაგან; დაე, მკითხველმა ხელში აიღოს გაზეთის აღნიშნული ნომერი და მუშტრის თვალით, გულდასმით გაეცნოს ავტორის უაღრესად დამაფიქრებელ მსჯელობას. პუბლიკაციის ბოლო ნაწილში ავტორი ჩამოთვლის იმ უბედურებებს, რომელთა დაძლევის გარეშე საქართველოს მომავალი არ ექნება.

ვიმსჯელებ მხოლოდ ერთ უბედურებაზე, რომელსაც ბატონი ვალერი ვრცლად და დიდი დამაჯერებლობით აშუქებს; ეს არის ქართველი ხალხის დიდი ნაწილის სრული რეგვენიზაცია.

საქართველოში, _ წერს ვალერი კვარაცხელია, _ აშშის სპეცსამსახურებმა რეგვენი პატრიოტის იმგვარი სელექციური ჯიში გამოიყვანეს, რომელიც სიტყვით საქართველოს სიყვარულს ღაღადებს, საქმით კი დასავლეთის ინტერესებს ემსახურება”, _ აქსიომური ჭეშმარიტებაა ეს!

სულხან-საბას ლექსიკონში შესანიშნავადაა განმარტებული, რომ რეგვენი სიგიჟე-სისულელის, შტერობის მქონე არსებაა (იხ. ლექსიკონის პირველი ტომი, თბ; 1991 წ. გვ. 160-161).

მაშ, გონზე მოდით, ქართველებო, იცანით თავი თქვენი! არა რეგვნობის კორონავირუსს! პრეპარატი-ვაქცინა, რომელიც თქვენ რეგვენობისაგან გიხსნით, არის “საქართველო და მსოფლიოს” სიმართლით გაჟღენთილი წერილები.

რეგულარულად იკითხეთ ისინი.

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here