Home ახალი ამბები საქართველო საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება

საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება

პენსია

პრემიერმინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე შეხვედრა გამართა.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა წარადგინეს ანგარიში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, იმსჯელეს ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელების ვადებზე.

საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here