Home რუბრიკები საზოგადოება საპატრიარქო კარის თამაშები

საპატრიარქო კარის თამაშები

მირონ (მერაბ) სულაქველიძე, დავით აღმაშენებლის საფლავთან

ყოფილი დისიდენტი, საეკლესიო მწერალი მირონ (მერაბ) სულაქველიძე საპატრიარქოს წიაღში არსებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაჯგუფებებსა და მათ დაპირისპირებაზე გვესაუბრება.

 _ წელიწადი სრულდება, რაცციანიდის საქმეაღიძრა და ამსაუკუნის დანაშაულისარც მთავარი მოქმედი პირია ჯეროვნად მხილებული და არც მისი დამკვეთი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა, ეკლესიაში ვითარება მაინც ბუნდოვანია. ქუთაისგაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა კალისტრატემ თავის ეპარქიაში ღმრთისმსახურება არ დაანება პატრიარქის მოსაყდრეს. ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი, ლამისაა, საკუთარი თავი წამოაყენოს პატრიარქობის ერთადერთ კანდიდატად

_ მეუფე შიო არა მხოლოდ ჩვენი მამამთავრის მოსაყდრე, არამედ, დიდი ხანია, პატრიარქის ქორეპისკოპოსიცაა. ამ სტატუსის მიხედვით, მას, ისევე, როგორც საქართველოს პირველ იერარქს, უფლება აქვს, ქვეყნის ნებისმიერ ეპარქიაში აკურთხოს ტაძრის შენება და წაიყვანოს ღვთისმსახურება. აღნიშნული ექსცესები კი, საეკლესიო კანონით, განიხილება, როგორც დაუმორჩილებლობა ეკლესიისადმი. მიტროპოლიტი პეტრე არ ემორჩილება წმინდა სინოდის დადგენილებებს და ეკლესიას ეწინააღმდეგება. მართალია, ის სინოდის გადაწყვეტილებებს არად აგდებს და კვლავ აკეთებს საჯარო განცხადებებს შიგა საეკლესიო საკითხებზე, მაგრამ საეკლესიო კანონების მიმართ პირდაპირი დაუმორჩილებლობა ჯერ მასაც კი არ გამოუმჟღავნებია, და თითქმის დარწმუნებული ვარ, პატრიარქის უშუალო წარმომადგენლისადმი მსგავს თვითშემოქმედებას თავის თავზე ვერ დაიკისრებდა.

_ მაშ, რით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული პატრიარქის ლოცვაკურთხევის ასე უხეშად იგნორირება? ხომ არ მოასწავებს ეს ქმედება განხეთქილების ორგანიზების მცდელობას დედაეკლესიაში?

_ მედიასაშუალებებით მოვითხოვდი “საუკუნის დანაშაულის” მთავარი შემოქმედისა და ბათუმის ყოფილი სამხედრო ლაზარეთის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიის გაპარტახებით ისტორიული კვალის წამშლელის, მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის დაპატიმრებას. იმასაც ვამბობდი, რომ სხვა შემთხვევაში იგი, თავის დაჯგუფებასთან ერთად, კვლავ განაგრძობდა დესტრუქციულ ქმედებებს, როგორც ქვეყნის, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, მთავრობის არანაკლები თვითსჯულობის გამო, მართლდება მოსაზრება, რომელიც 2017 წლის ნოემბერში თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოვთქვი: ვაშინგტონში არამართლმადიდებლურ კონფერენციაზე ქართველი მღვდელმთავრების მიწვევის ერთერთი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ მომავალში წმინდა სინოდის სხდომაზე საპატრიარქო კანდიდატებად წამოყენებულნი იყვნენ .. ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები და, რომ “დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე მდგომი საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უმართებულოა”…

მიტროპოლი დიმიტრი შიოლაშვილი
მიტროპოლი დიმიტრი შიოლაშვილი

_ რით არის გამოწვეული ქუთაისგაენათის მიტროპოლიტის დაუმორჩილებლობა და უქმნის თუ არა ის საფრთხეს ეკლესიის მთლიანობას?

_ მიტროპოლიტი კალისტრატე და მე 1980-იან წლებში ბეთანიის მონასტრის მორჩილები ვიყავით და, გარკვეულწილად, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებაც გვქონდა, მაგრამ, მიუკერძოებელნი უნდა ვიყოთ და ყველაზე მეტად ღმერთი და ეკლესია უნდა გვიყვარდეს, ამიტომ გეტყვით: მეუფე კალისტრატე, რომელიც იერარქთა არც ერთი დაჯგუფებისთვის დიდ ინტერესს არ წარმოადგენდა და ყველა მღვდელმთავრის მიერ იყო იგნორირებული, უცებ საინტერესო შეიქნა მიტროპოლიტ დიმიტრისთვის. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლსა და მიტროპოლიტ დიმიტრის შორის დიდი ხნის წინათ ჩამოვარდა უთანხმოება, მაგრამ მიტროპოლიტი დიმიტრი ახლა მასთანაც ქმნის ალიანსს. მიტროპოლიტ პეტრესა და მიტროპოლიტ დიმიტრის შორის ბოლო ხნისუთანხმოებანიმოჩვენებითია და ერთ მიზანს ემსახურება. ამ მიზანს ემსახურებიან დიმიტრი შიოლაშვილის კადრებიც: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (არკადი ხაჩიძე) და ბორჯომისა და ბაკურიანის ახალდადგინებული ეპისკოპოსი ლაზარე (დიმიტრი სამადბეგიშვილი). საგულისხმოა, რომ ეს მღვდელმთავრებიც ბრძანდებოდნენ ვაშინგტონის ინტერრელიგიურ კონფერენციაზე (სამადბეგიშვილი კი დელეგაციის მიწვევამდე ცოტა ხნით ადრეც)… გამონახა რა საერთო ენა ძველ ოპონენტებთან, კრიმინალმა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ჩამოაყალიბა მოდერნისტული მსოფლმხედველობის იერარქთა ბირთვი ჩვენს ეკლესიაში, თავისკენ მიიზიდა ოთხმოცი წლის მიტროპოლიტი კალისტრატეც და პირველივე შემთხვევაში წინააღმდეგობა გაუწია პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელს საღმრთო მსახურებაში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ციანიდის საქმემდეგაცილებით ადრე მიტროპოლიტი დიმიტრი თავისკრიშადჩრდილოეთ ამერიკას განიხილავდა, ამიტომაც მოითხოვა მან 2009 წლიდან ამ ეპარქიის წინამძღოლობა, ხოლო, რადგან თავისიარაოფიციალური პატრიარქობის გაოფიციალურების საქმენაცარში ჩაუვარდა, ახლა მხოლოდ სააკაშვილსა და ზოგიერთ დესტრუქციულ ძალასაა ჩაბღაუჭებული. მას, თურქეთის მიერ აჭარის ხელყოფის შემთხვევევაშიც კი, “თავისიეპარქიის იერარქიულ ტახტზე მყარად ჯდომის სურვილი ამოძრავებს. ამიტომაც ვამბობდი, დატუსაღების გარეშე ეს სუბიექტი მავნებლობას თავს არ დაანებებს და მისი დაჯგუფების აქტივობა უნდა განეიტრალდეს-მეთქი…

_ რით დასტურდება, რომციანიდის საქმისადა სხვა არასასიკეთო გეგმების ინიციატორი მიტროპოლიტი დიმიტრია?

_ მე არც ტელეპათი ვარ და არც ნათელმხილველი, ყოველივე ლოგიკური მსჯელობითა და ფაქტებით აიხსნება. ზოგიერთი ინფორმაცია კი ეკლესიის ერთგული, აგრეთვე, უკრაინის მთლიანობის გულშემატკივრებისგან გვაქვს მიღებული.

ბართლომე
ბართლომე

არსებობს საფრთხე, რომ, პოლიტიკური და საბიუჯეტო ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდეს თურქეთისთვის აჭარის “ეტაპობრივი და მშვიდობიანი” გადაბარება. გარკვეული პოლიტიკური წრეებისა და მიტროპოლიტ დიმიტრის ინტერესებიც ხომ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდეს _ ეს სტაჟიანი და გავლენიანი მღვდელმთავარი პოლიტიკური კუთხით, შესაძლოა, ფრიად სასარგებლო აღმოჩნდეს ზოგიერთი პოლიტიკური წრისთვის და ამიტომ უფრთხილდებიან მას. საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ შექმნილ ვითარებაში დიმიტრი შიოლაშვილს ხელს აძლევს საქართველოდან აჭარის გამოყოფათავისეპარქიანად, კონსტანტინოპოლის მოდერნისტული საპატრიარქოსადმი დაქვემდებარება, გრიგორიანულ საეკლესიო სტილზე გადასვლა და შემდგომ მისი ექსპორტი ჩვენს ეკლესიაში. დიახ, ამ იერარქის ხელშეუხებლობა ნამდვილად არაერთი კუთხით უნდა იყოს მნიშვნელოვანი ზოგიერთი ანტიეროვნული პოლიტიკოსისთვის. სწორედ ამიტომ აფარებენ მას ხელს “საუკუნის დანაშაულის” საქმეში. არადა, როდესაც ასეთ თვალნათელ დანაშაულზე არ აგებინებენ პასუხს ამ იერარქს, მამხილებელი ბერი მერკვირის სენაკში გამოწვასა და ავტოავარიით მიტროპოლიტი იობის მწყობრიდან გამოყვანას ვინღა გამოიძიებს? მეუფე იობი ჯერ აჭარაში უშლიდა ხელს დიმიტრი შიოლაშვილს და მან იქიდან მის განტევებას მიაღწია. შემდეგ, საერთოდ, მისი, როგორც კონკურენტის, თავიდან მოშორებაც სურდა. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამ და სხვა სამეტოქეო ბინძურ მოვლენებში ოფიციალური მილიონერის, დიმიტრი შიოლაშვილის, სოლიდური სახსრებიც იყო…

მიტროპოლიტი სერაფიმე
მიტროპოლიტი სერაფიმე

_ როგორ ფიქრობთ, შეიძლება რაღაც კავშირი იყოს მიტროპოლიტ დიმიტრის ინტერესებსა და ბორჯომბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმესადმი წაყენებულ პრეტენზიას შორის?

_ მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უპატიოსნესი იერარქი, პატრიარქთან დაახლოებული და აფხაზთათვისაც საიმედო ორთოდოქსი მღვდელმთავარია. მეუფე სერაფიმემ თავის ეპარქიას ხანმოკლე პერიოდში შესძინა მრავალი ეკლესია-მონასტერი და სულის ცხონების გზაზე დაყენებული ადამიანი. მისი მოღვაწეობის ამსახველია, აგრეთვე, ბაკურიანის ცენტრში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. სწორედ მისი ეს დადებითი თვისებები და მოღვაწეობა არ აძლევდა მოსვენებას მოდერნისტთა წინამძღვარ დიმიტრი შიოლაშვილს და “ციანიდის საქმემდე” ცოტა ხნით ადრე პატრიარქის მოსაყდრეობის ამ ერთ-ერთი კანდიდატის დისკრედიტაციაც, სრულიად შესაძლოა, მისი ძალისხმევით მოხდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ პარალელურად ერთ-ერთი ტელეარხის მუშაკები ცდილობდნენ, მიტროპოლიტი სერაფიმეს სულიერებისა და ადამიანთა სულიერი სიყვარულისთვის ცუდი კუდი გამოებათ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბორჯომელი პროვოკატორის მშობელმა თავისი კერძო იურიდიული დაწესებულება თბილისში გადაიტანა და საეჭვოდ გააფართოვა… ასე რომ, “ციანიდის საქმის” წინმსწრებ ამ ფაქტზე შეიძლება ითქვას: ბორჯომის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მეუფე სერაფიმეს არ აპატიეს ორთოდოქსობა, აფხაზეთთან მეგობრობის ხიდის გასადებად გადაგმული პრაქტიკული ნაბიჯები და მზარდი რეპუტაცია… “ციანიდის საქმის” მთავარი გმირის სიტყვებს კი მისი ადვოკატი ერთ-ერთ ინტერვიუში ასაჯაროებს: ფარულ ჩანაწერში მამა გიორგი მეუფე სერაფიმეს გარშემო აგორებულ სკანდალზე საუბრობს და ამბობს, რომ მეუფეს ეს ყველაფერი მოუწყვეს!”

_ მას შემდეგ რაც მეუფე სერაფიმე განერიდა ეპარქიულ მოღვაწეობას, ვინ ჩაანაცვლა ის?

_ ეს არის ვაშინგტონის ინტერრელიგიური კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ზემოხსენებული მღვდელმთავარი ლაზარე სამადბეგიშვილი, რომელიც 2004 წლიდან მსახურობდა დასავლეთ ევროპაში. ეს სასულიერო პირი 1980-იანი წლებიდან მსახურობდა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ის 1997 წლის აპრილში მღვდელმთავარმა დიმიტრი შიოლაშვილმა აღკვეცა ბერად, ხოლო 2014 წლიდან გამწესდა გერმანიასა და ავსტრიაში მღვდელმთავრობისთვის. მისი მრწამსის უფრო ნათელსაყოფად რამდენიმე ფაქტს გაგიზიარებთ:

მიტროპოლიტი პეტრე
მიტროპოლიტი პეტრე

ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში მე მკითხველთა გარკვეული აუდიტორია მყავს. წლეულს იქ ჩასვლისთანავე რამდენიმე ადამიანმა გულისტკივილით მითხრა: “ბაკურიანში ტაძარი მხოლოდ კვირაობით იღება, ხოლო მის წინ, ტაძრის ეზოში, მხოლოდ ატრაქციონები” მუშაობსო. გაირკვა, რომ არც ეს ატრაქციონები შეესაბამებოდა “თავის დანიშნულებას” _ იქ წინა პლანზე ძვლებითა და თავის ქალის სიმბოლოთი “დამშვენებული” მეკობრე, დრაკონები და ბავშვების გასართობად შეუსაბამო სხვა პერსონაჟები ფიგურირებდნენ. ამ ფაქტის “გასამართლებლად” ტაძრის წინამძღვარს განუცხადებია: “ბუნებრივი აირით ტაძრის გასათბობად დიდი რაოდენობით გადასახადი ირიცხება და ეზო ამიტომ მივაქირავეთ ატრაქციონს”-ო. ბაკურიანელები კი სვამენ ელემენტარულ კითხვას: “თუკი ტაძარი დაკეტილია, როგორღა იწვება ბუნებრივი აირი?” მართლაც, ბუნებრივი აირის გადასახადის დასაფარავად რატომ უნდა მიექირავებინათ ტაძრის ეზო ატრაქციონის მესვეურთათვის? საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ხომ თავისუფლად შეიძლებოდა ზამთრის სეზონზე ბაკურიანის ეკლესიისთვის ამ მცირე ხარჯის გაწევა? ვიფიქრე, ეპარქიის ახალ მმართველს რომ შევხვდე, რით ახსნის ამ ვითარებას-მეთქი. მეორე დღესვე მოვკარი თვალი მღვდელთან ერთად მიმავალ ეპისკოპოს ლაზარეს და საუბარი ტაძრის ეზოში გამართული ატრაქციონის საკითხით დავიწყე. მან პირველივე შეკითხვის დასრულებამდე მოკლედ მიპასუხა: “რა შენი საქმეა?!” მე კი ვუთხარი, მხოლოდ ჩემი კი არა, მრევლის საქმეცაა-მეთქი და დავაპირე, ჩვენი დიალოგი მობილური ტელეფონით ჩამეწერა. არ ისურვა რა ჩემთან პოლემიკა, ეპისკოპოსმა პასუხის გასაცემად მოკლე გზა მოძებნა და 70 წლის კაცს ორივე ხელი ისე ძლიერად მკრა, რომ მოყინულ გზაზე კინაღამ დავეცი. როგორც ჩანს, მას სულაც არ აღელვებდა, ტრავმას თუ მივიღებდი. 1997 წლის აპრილში ეს სუბიექტიც დიმიტრი შიოლაშვილმა აღკვეცა ბერად და ისიც მოდერნისტთა მიმართ ჩამოყალიბებული დაუსჯელობის სინდრომით იყო გულმოცემული. მომხდარს რამდენიმე მოქალაქე შეესწრო. ერთ-ერთმა მათგანმა მაშინაც არ მოიცვალა ფეხი ადგილიდან, როცა მღვდელმთავრობის მოვალეობის შემსრულებელი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სანამ იერარქიული მოვალეობის მქონე ეს მოხულიგნო პერსონა თვალს მიეფარებოდა, მკაფიოდ განვუცხადე, რომ ამ ქმედების გამო ღმერთი მოჰკითხავდა. ეკლესიაში მღვდელი ქრისტეს მოციქულს უნდა განასახიერებდეს. მოციქულთა თავი და მასწავლებელი კი მაცხოვარია, ხოლო ეპისკოპოსი ქრისტეს უნდა განასახიერებდეს ეკლესიაში, რაც, უპირველესად, სამართლისა და საღმრთო სიმართლისადმი მსახურებას გულისხმობს. ამიტომაცაა თქმული ბიბლიაში: “სამართლისა და სიმართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის”, “ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე… ბოროტეულთაგან შორსაა უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს”. ღმერთი განსჯის ქრისტეს უკეთურად “განმასახიერებელ” ეპისკოპოსს.

_ ცნობილია, რომ საკვირაო ლექციებისთვის განკუთვნილი ბეთლემის ტაძრის აუდიტორია კლდეთაძვრის შედეგად უმალ დაიხურა, როცა ლექტორს დაშვებულ საღვთისმეტყველო შეცდომაზე მივუთითეთ, მან კი უგულებელყო მითითება. ამას მაშინ მსხვერპლი და სახლის ნგრევაც მოჰყვა.

_ ეს გახმაურებული ფაქტია. კლდეზე დაფუძნებული სახლი არაავარიული, საღი იყო. სამართლიანი შენიშვნის პასუხად წარმოთქმულ სიტყვებს _ “თქვენ ლექციებს ვეღარ ჩაატარებთ აქ!” _ კლდის ძირის გამოცლა მოჰყვა. ასე რომ, საღვთო სიმართლით გამსჭვალულ სიტყვას ვერაფერი აღუდგება წინ… დავუბრუნდეთ ეპისკოპოს ლაზარეს.

იმხანად არ ვიცოდი მეუფე სერაფიმეს ხატწერით დამშვენებულ რეზიდენციაში ეპიკოპოსი ლაზარე თუ იქნებოდა. მამა გაბრიელ სალოსის სულიერმა შვილმა, მიტროპოლიტმა სერაფიმემ, სანამ პროვოკატორებთან ხალხის დაპირისპირების გამო ეპარქიას თავს განარიდებდა, თავის რეზიდენციაში წმინდანის მომვლელი დედა პარაკევასა და დედათა პატარა მონასტრის განთავსება აკურთხა. მეც იმედიანად მივედი დედა პარასკევასთან შესახვედრად და ჩემ მიერ გამოცემული წიგნებიც წავიღე მონასტრისთვის შესაწირავად, მაგრამ, როცა დედა პარაკევას ნაცვლად იქ ეპარქიის ახალი მმართველი შემომხვდა, გულუბრყვილოდ ვუთხარი: დედაოებისთვის დასატოვებლად წამოვიღე ახალი გამოცემები, მაგრამ ჩვენი შეხვედრისა და იერარქისადმი პატივისცემის ნიშნად ამ წიგნებს თქვენ გიბოძებთ-მეთქი. მან კატეგორიული უარი განაცხადა სულიერ ძღვენზე. სასულიერო ლიტერატურის მეორედ შეთავაზების შემდეგ კი პრინციპული ტონით წარმოთქვა: “როცა ჩემთან მოხვალ, მაშინ დავიტოვებ წიგნებს”. როგორც ვხედავთ, ერთი მხრივ, აშკარაა სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ამპარტავნება, მეორე მხრივ კი, თავისუფლად მოაზროვნეობის ამოჩემება.

მიტროპოლიტი იობი
მიტროპოლიტი იობი

_ სამწუხაროდ, სასულიერო პირებსაც კი ზოგჯერ ერთმანეთში ერევათ რელიგიური აზროვნება და თავისუფალი აზროვნება

_ სწორედ ასეა! აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, ვაშინგტონში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) შეკრებაზე სიტყვით გამოსულ ზოგიერთ მღვდელმთავარზე, რომლებსაც გადამრჩენად არა მაცხოვარი, არამედ თავიანთი კერპი ესახებათ. მაგალითად, როგორც “ამერიკის ხმის” მიერ გავრცელებულ მასალაში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (არკადი ხაჩიძე) იმპერატიული ტონით ამბობს: ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რომ ჩვენ გადავრჩეთ და გადავრჩეთ დასავლეთის მეშვეობით”… ამ “მორწმუნეს” არ ჩამორჩება დიმიტრი შიოლაშვილის კიდევ ერთი “სულიერი შვილი”, მისი სკანდალური ადგილმონაცვლე ჩრდილოეთ ამრიკაში _ ეპისკოპოსი საბა (ლაშა ინწკირველი), რომელიც პროტესტს უცხადებს “ქართულ მარშს”, ფეხბურთელ გურამ კაშიას კრიტიკოს ქართველ საზოგადოებას და კვლავაც ლგბტ თემის წევრთა თუ თითოეული ადამიანის უფლებების “პატივისცემის” ლოზუნგებით გამოდის და არა ბავშვთა, მართლმადიდებელთა თუ უმრავლესობის შებღალული უფლებების დაცვის მოწოდებით. სრული მარაზმი და მკრეხელობაა, როცა დიმიტრი შიოლაშვილის ამერიკაში მყოფი ქვეშევრდომები და მიმდევრები წერილს აქვეყნებენსაპატრიარქოს უწყებანშიდა მეუფე საბაზე წერენ: “მეუფე საბაზეა აღსრულებული მაცხოვრის სახარებისეული სიტყვები, რომლებითაც უფალი ამბობს, რომ სასუფეველი ცათა ყრმათათვისაადიახ, ასე წესიერად და სამართლიანად უპყრია სჯულის ყოველი მცნება მის ყოვლადუსამღვდელესობას”… საგულისხმოა, რომ საპატრიარქოს გაზეთის რედკოლეგიის წევრია ხელშეუხებელი და “არაოფიციალური პატრიარქი” დიმიტრი შიოლაშვილი, რომლის სახელთანაც ამდენი უმსგავსოება, კრიმინალი და უსჯულოება ასოცირდება… თავის დროზე რომ გამოძიებულიყო ბერი მერკვირის მკვლელობა, მეუფე იობის მკვლელობის მცდელობა, ვანდალიზმი წმინდა ბარბარეს ეკლესიაში და დამნაშავე ციხეში ჩამჯდარიყო, “ციანიდის საქმეარ იქნებოდა, მეუფე სერაფიმეც ოპტიმალურ რეჟიმში იმოღვაწებდა ბორჯომბაკურიანის ეპარქიაში და უნიკალური საკურორტო ზონის სტუმრებსაც ღირსეულად დავხვდებოდით.

კიდევ ერთ საგანგაშო ფაქტზე უნდა გავამახვილო ყურადღება: გასული საუკუნის 40-იან წლებში ლისის ტბის აღმართთან რამდენიმე აზერბაიჯანული ოჯახი დასახლდა. მას შემდეგ სახლებით ისე მჭიდროდ დაიხუნძლა დასასვენებელი ადგილის მისასვლელები, რომ შორიდან ჯგროდ ახალამოსული სოკოების მთის ფერდობს მოგვაგონებს. ყოველივე ეს უპროექტოდ და უკანონოდ აშენებული სახლების კასკადია, რომელიც უფრო და უფრო მიიწევს ლისის ტბისკენ…

_ კი მაგრამ, არავინ აქცევს ყურადღებას ასეთ უკანონობას?

_ იქ მჭიდროდ დასახლებული სოფელი წარმოიქმნა და, ამბობენ, ყოველი მთავრობა ცდილობს აქ მცხოვრებთა გულის მონადირებას, არჩევნებში მათი ხმები რომ მოიპოვოსო… ისინი კი ჯერ ნაძვნარიან მიწას შემოსაზღვრავენ, შემდეგ იმ ადგილას ხანძარი “ჩნდება”, მერე კი _ სახლები. ასე მიდის ამ მთის ფერდობის ათვისება მოსახლეობის “კომპაქტურად” ჩასასახლებლად. ერთხელ ახლოს მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებმა სამხრეთ-დასავლეთის ხევში, გზის პირთან, ბავშვთა გასართობ-დასასვენებელი მოედნის მოწყობა სცადეს, მაგრამ ამას ეთნიკური დაჯგუფების წარმომადგენელთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა _ ფიზიკური დაპირისპირება და იარაღის გამოყენების მცდელობაც კი. ეს ადგილი არის ვაჰაბიტების კომფორტული ფუძე თბილისში. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, რომ აქ ძალიან ფართოდაა გავრცელებული ყურანის ალტერნატიული, ვაჰაბიტური ლიტერატურა. ასე რომ, სინამდვილეს შეესაბამება ბოლოდროინდელი გამონათქვამები: “საქართველოს მთავრობა ყველასთვისაა, გარდა ქართველებისა” და, რომ “კანონიცა და ფეხმოკიდებული უკანონობაც საქართველოს მომავლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს”…

ესაუბრა

გიორგი გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here