Home ახალი ამბები საქართველო საპატრიარქოს იურისტი: მეუფე პეტრეს სურდა პატრიარქი მოეკლა

საპატრიარქოს იურისტი: მეუფე პეტრეს სურდა პატრიარქი მოეკლა

საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს, თანამზრახველებთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის, მკვლელობის სურვილი ჰქონდა.

ქარჩავას თქმით, მიტროპოლიტი პეტრეს ერთ-ერთი თანამზრახველი დეკანოზი გიორგი მამალაძე იყო:
ვასახელებ მეუფე პეტრეს, რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ პატრიარქი მოეკლა. მეუფე პეტრე სავარაუდოდ აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. რაც შეეხება მის თანამზრახველებს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთ-ერთი ახლა ციხეშია. საუბარია გიორგი მამალაძეზე.მოვუწოდებ მეუფე პეტრეს, თუ მას ვაჟკაცობა ყოფნის, გამოვიდეს და თქვას, უნდოდა თუ არა მას რეალურად პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება ყველა შესაძლო ხერხით. თუ არ გამოვა და არ იტყვის, შემდგომში კონკრეტულ სახელებს დავასახელებ“- განაცხადა  „ნიუპოსტთან“ საუბარში საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ რამდენიმე დღეში, სინოდის სხდომამ მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენა.

საპატრიარქოს იურისტი “ტვ პირველის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას – როცა მეუფე პეტრეს ბრალს დებს პატრიარქის მკვლელობაში, აქვს თუ არა მას ამისთვის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, ქარჩავამ ასე უპასუხა:

“პატრიარქის ლოცვა-კურთხევა არ მჭირდება, როცა მას ვიცავ. რა ლოცვა-კურთხება. თქვენი მამის წინააღმდეგ რაღაცების განხორციელება რომ დაიწყონ, თქვენ მამას შეეკითხებით, მამა დაგიცვაო? სჭირდება ამას რაიმე? ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here