Home რუბრიკები საზოგადოება სანახაობა გაძვირებული პურის ფონზე

სანახაობა გაძვირებული პურის ფონზე

ხათუნა საგინაშვილი: “ქვეყნის ტრაგედიაა ის, რომ ისეთ ბოროტ ძალას, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა”, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ისევ ჰყავს”

სალომე ზურაბიშვილიშერიგებისინიციატივით გამოვიდა. შერიგების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, “საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

ამ განცხადებას უმალვე მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს ოფისში საქართველოს პრემიერმინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო განაგრძობს მისი პარტნიორების პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, საქართველოსგან კი ელის დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნებას.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე”, _ თქვა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა: “ასევე, მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა გადაიჭრას პოლიტიკური განსხვავებები და შემცირდეს მაპოლარიზებელი რიტორიკა”.

სასამართლოს რეფორმა, “შერიგებადანაშაულებრივ ძალასთან _ არის თუ არა ეს ყველაფერი გათვლილი იმაზე, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა რეინკარნაცია მოხდეს და რომ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი გვესაუბრება.

_ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, გვარწმუნებდნენ, რომ ეს იყო პროგრესული მოვლენა და ამას ყველა ტელევიზია აპიარებდა. სინამდვილეში მათ ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება არალეგიტიმური გზით და ლეგიტიმაცია მოგვიანებით მოიპოვეს არჩევნების გზით. ეს იყო ნაცების ავანტიურისტული გათვლა შევარდნაძის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ხანდაზმული იყო, დასვენებაც სჭირდებოდა და, დიდი ალბათობით, თავადაც ჩართული იყო ამ ავანტიურაში _ ხელისუფლების გადაბარების პროცესში.

სააკაშვილის მმართველობა ძალიან ჰგავდა ანტიქრისტეს ზეობის ხანას, მიშამ რეპეტიცია ჩაგვიტარა. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ვფიქრობ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ სჭირდება შეხსენება, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე ნაციონალების სახით; გვჭირდება შეხსენება იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ნახევარი მილიონი მოქალაქე ამ ძალის მომხრეა. მათ მოწამლეს ხალხი ტელევიზიების დახმარებით, მოწამლეს იმ დონეზე, რომ ისინი ამ ქვეყნის დამფუძნებლად თვლიან დამნაშავეს.

ხშირად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა დამართეს ამ ქვეყანას ნაცებმა, ვისაუბროთ ყველგან, ყველა საინფორმაციო საშუალებით, რომლებიც ჩვენს ხელთ არის, რათა ხალხმა სიმართლე იცოდეს და მხოლოდ ნაცების ტელევიზიების იმედად არ იყვნენ. რაღაც შევაგნებინოთ, დავეხმაროთ ხალხს, სიბნელიდან გამოვიყვანოთ.

ქვეყნის ტრაგედიაა ის, რომ ისეთ ბოროტ ძალას, როგორიცნაციონალური მოძრაობაა”, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ისევ ჰყავს და მათ მმართველობას მისტირის.

_ პრეზიდენტი ევროპიდან ჩამოვიდა და გამოგვიცხადა, რომ შერიგება აუცილებელია. როგორ ფიქრობთ, მას ეს უცხოელმა .. პარტნიორებმა ხომ არ ურჩიეს?

_ რასაკვირველია, მათ ურჩიეს. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე _ “არა და არასდროს”, რითაც ქართველი ხალხის სიმპათიაც კი დაიმსახურა, მაგრამ ევროპიდან დაბრუნებულმა და შემდეგ უკვე კელი დეგნანთან ნასაუბრებმა გამოგვიცხადა “შერიგება”. ჩვენ არ ვიცით, რა იგულისხმება ამ შერიგებაში, მაგრამ “არა არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს”…

ზურაბიშვილი ევროპელი, კონკრეტული პოლიტიკოსების ზეგავლენის ქვეშაა და ეს ჩანს კიდეც.

ქართული პოლიტელიტის წარმომადგენლები მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ზვიად გამსახურდიას მმართველობის გამოკლებით, არ არიან თავისუფალი არჩევანში, ისინი უცხო ძალების რენეგატები და მარიონეტები არიან. სანამ საქართველოში ეს მავნე პრაქტიკა არ მოიშლება და არ ვიფიქრებთ, რომ “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, მანამდე არაფერი გვეშველება. სანამ ჩვენი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებენ, უპირველეს ადგილას არ დააყენებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ანგარიშვალდებულები არ იქნებიან ქართველი ხალხის და არა უცხოელი დამკვეთების წინაშე, არაფერი გვეშველება, სულ ამ მოჯადოებულ წრეზე ვივლით. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელი იქნება თავის გადაწყვეტილებებში. ჩვენ ვაცნობიერებთ, როგორი რთული პერიოდია და რამხელა გამოწვევების წინაშე დგას პატარა საქართველო, ვიცით, რომ რაღაცისთვის ანგარიშის გაწევა მოგვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი არაფრის დიდებით არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინეტერესების დათმობის ხარჯზე. როდესაც საუბარია ისეთ ბოროტმოქმედზე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, როდესაც საუბარია მის შეწყალებაზე, კანონმა აუცილებლად უნდა იკანონოს და საკადრისი მიეზღოს დამნაშავეს. ეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა აღასრულოს. ეს თვითონ მიშასაც სჭირდება რეაბილიტაციისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებას დაუბრუნდეს. სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც არ იყო გადაცდომები, როგორც უნდათ წარმოჩენა, ეს იყო დანაშაულები და მან პასუხი უნდა აგოს.

_ ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგში იყო, შეხვედრებისას მას უთხრეს, რომ სასამართლოს რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში. ყველამ კარგად ვიცით, რა სერიოზული ბერკეტია სასამართლო ნებისმიერი ძალის თუ ადამიანის ხელშითავის დროზე ამერიკელებმა სააკაშვილსდემოკრატიის შუქურაუწოდეს, ისინი სიტყვას უკან არ წაიღებენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ სასამართლოს ხელში ჩაგდება, “შერიგებადა .. _ ეს ყველაფერინაცმოძრაობისხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად მოფიქრებული ხრიკია?

_ გამორიცხული არაფერია. რაზეა გათვლილი ეს ყველაფერი, დრო გვიჩვენებს. .. დასავლელ პარტნიორებს ნაციონალები სათადარიგო რგოლად სჭირდებათ. ვინც დასავლეთს მეტად უკმევს გუნდრუკს, ის უნდათ; ვინც მეტად უღალატებს ეროვნულ ინეტერესებს, ის უნდათ და ასეთი რენეგატი, სამწუხაროდ, ყოველთვის მოიძებნება. ლიბერალურ პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია სწორედ ამ წინადადებით მიმდინარეობს _ “არა, მე უფრო მეტად შემიძლია გემსახურო, ფსონი ჩემზე დადე”.

Bბოლო პერიოდში დასავლეთის შიში გამძაფრებულია იმის გამო, რომ საქართველოში გააქტიურდნენ ძალები, რომლებიც მომხრენი არიან რუსეთთან დალაპარაკების, აქტიური კომუნიკაციის; გააქტიურდნენ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც კონსერვატიულად აზროვნებენ და, ბუნებრივია, ამის ეშინია დასავლეთს. ეშინიათ, რომ შემთხვევით ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში არ მოხვდნენ ისეთი ძალები, რომელთა გაკონტროლებასა და დამორჩილებას ვერ შეძლებენ. მათ სურთ, პოლიტიკურ ასპარეზზე იყოს ორი ან სამი პოლიტიკური ძალა, რომლებსაც ენდობიან, ამიტომ სათადარიგო რგოლად ყოველთვის ეყოლებათ ისეთი ბინძური ძალა, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა”, რადგან ის მუდმივად ასრულებს მათ დაკვეთას.

ჩვენთან არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პრობლემაა, არამედ ეკონომიკურიც, რადგან ჩვენი ე.წ. დასავლელი პარტნიორებისთვის ესეც უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, უნდათ, რომ მორჩილი ძალები წინა პლანზე ჰყავდეთ.

სალომე ზურაბიშვილი, როგორც უცხოელების დაქვემდებარებაში მყოფი ერთერთი მარიონეტი, მათთან ანგარიშვალდებული პოლიტიკური სუბიექტი, დაარიგეს, დაამუშავეს, რომმშვიდობის მტრედისროლი შეასრულოს. თანდათან გამოჩნდება, გადათქვამს თუ არა პრეზიდენტი თავის სიტყვას _ “არა და არასოდესთუ შუალედურ პოზიციას დაიჭერს. ამისთვის დიდხანს ცდა და ლოდინი არ მოგვიწევს, მალე დავინახვათ, ამ ბუტაფორიული შემრიგებლობის უკან რა დგას, რადგან ეს არ იქნება პოზიტივზე გათვლილი. ჩვენ ვიცით, რომ ბოროტმოქმედი ძალაა “ნაცმოძრაობა” და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. საინტერესოა, რა კომპრომისი უნდა შესთავაზოს რომელიმე სხვა ძალამ, რომ მათი ამბიციები დააოკოს. მათი ამბიციები არ დაოკდება, სანამ შანსი აქვთ, რომ მართვის სადავეები ლეგიტიმური გზით ხელში ჩაიგდონ. აქედან გამომდინარე, ამ ძალადობრივ, დანაშაულებრივ ძალასთან რაიმე მორიგებაგარიგებაზე საუბარიც კი ზედმეტი და სასაცილოა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ გავეშებულები სასამართლოს რეფორმასაც სწორედ თავიანთი დაკვეთების შესასრულებლად მოითხოვენ.

_ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური კრიზისია, რომ ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან, რაც მართალია და ამას მოაყოლა, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიზისს შერიგება გამოასწორებს…

_ კრიზისს სააკაშვილის გათავისუფლება და შემორიგება აღმოფხვრის? მაცივრები გაგვევსება? ზურაბიშვილის ეს სიტყვები და, საზოგადოდ, ეს ინიციატივა საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა, სამარცხვონო საქციელი და ხალხის შეურაცხყოფა. სააკაშვილის გარეთ გამოშვებით საზოგადოება შეიძლება დაპირისპირებამდე მივიდეს, რადგან მას უამრავი ოჯახი ჰყავს გაუბედურებული. მისი თავისუფლად ქუჩაში სიარული კარგს არაფერს მოგვიტანს.

ამ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა და უნდა ვეღირსოთ იმას, რომ კანონი ყველასთვის კანონობდეს, რომ თანამდებობა ინდულგენცია არ არის.

შერიგება ბუტაფორიაა. ეს არ მოხდება. ხელისუფლება ცდილობს, სანახაობა მისცეს ხალხს, რადგან პური გაძვირდა… შერიგება დანაშაულებრივ ძალასთან დაუშვებელია და ჩვენი პრეზიდენტის ეს ინიციატივაც დარჩება სპექტაკლად, ზუსტად ისე, როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი მსგავსი სპექტაკლი. ხალხი ბრძენია, ამით არავინ ტყუვდება; სჯობს, დასავლეთის თვალში კეკლუცობას თავი დაანებონ და საზოგადოების ხმას უსმინონ, ხალხის ნება აღასრულონ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here