Home სხვადასხვა დაიჯესტი სანამ მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, სოროსის ნაშიერნი ტრადიციულ ოჯახს საფლავს უთხრიან

სანამ მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, სოროსის ნაშიერნი ტრადიციულ ოჯახს საფლავს უთხრიან

774
სოროსი

კორონა კორონად, დასავლელ გლობალისტებს კი, სამწუხაროდ, არ სძინავთ. განსაკუთრებით გააქტიურდნენ გაუკუღმართებულთა უფლებების დამცველებიბოდიში! უნდა მეთქვა არატრადიციულთა ორგანიზაციების წარმომადგენლები და კაცობრიობის ასობით გენდერად დაყოფის მოყვარული.

მაგალითად, ჯორჯ სოროსის _ “ფერადი რევოლუციების” მამის _ ფონდმა “ღია საზოგადოებამ” გამოაქვეყნა რადიკალური ფემინისტის, სოფი ლიუსის, მანიფესტი-მოწოდება ტრადიციული ოჯახის გაუქმების შესახებ. ის ოჯახის ნაცვლად გვთავაზობს რაღაც ქვირკომუნებს.

ეს, ფემინისტის აზრით, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ კორონავირუსით დაზარალებული ამერიკელების დასახმარებლად, იმიტომ, რომ ტრადიციული ოჯახი ძალადობის ბუდეა, ამიტომ უნდა გაუქმდეს.

მაგრამ რა არის ქვირი?

ეს არის გენდერული უმცირესობის აღმნიშვნელი ტერმინი, ანუ მათი, ვინც საკუთარ თავს არ მიაკუთვნებს ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალ ადამიანებს. ამ განმარტების სიღრმეებს არ ჩავწვდებით, ისედაც ცნობილია, რომ ჯანსაღ და ტრადიციულ საზოგადოებაში მათ გაუკუღმართებულებად მიიჩნევენ.

ამერიკაში დღეს გაურკვევლობა სუფევს. მაგალითად, გაისმა მოწოდებები უმცირესობების დაფინანსების შესახებ.

“დემოკრატები კონგრესში მოგვიწოდებენ 250 მილიარდი დოლარის გამოყოფას ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც მუშაობენ კომპანიებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რომლებიც შექმნილი აქვთ ფერმერებს, ქალებს, უმცირესობათა წარმომადგენლებს, ვეტერანებს”, _ ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი კონსერვატორები აღშფოთებულნი არიან _ მემარცხენეები ვითომ ეხმარებიან ყველას, მაგრამ არ ეხმარებიან საშუალო მუშათა კლასს და საზოგადოებას სრულად. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ისინი მოგვიწოდებენ, გავაუქმოთ ოჯახები! გაიღვიძეთ, ბატონებო?

ევროპაში, კარგა ხანია, ტრადიციული ოჯახის გაუქმებას აპირებენ. იმავე სოფი ლუისის აზრით (რომელმაც კრიზისს “ტრადიციული ოჯახური მეურვეობისგან” გათავისუფლების შესაფერი დრო უწოდა), სახლი უსაფრთხოების გარემო აღარ არის. ეს ის სოფია, რომელმაც თავისი “ფემინისტური” ბიოგრაფიის დასამშვენებლად განაცხადა, რომ მამამისმა მასზე იძალადა, როცა 13 წლის იყო.

სოფი ლუისმა ჯორჯ სოროსი გაიცნო მას შემდეგ, რაც დაწერა წიგნი “სრული სუროგატული დედობა ამჟამად: ფემინიზმი ოჯახის წინააღმდეგ”. სოროსმა მოიწონა ეს იდეა _ სუროგატული დედობა, აბორტები, სექსუალური თავაშვებულობა _ და დაიწყო მისი გაყიდვა-გავრცელება მასებში.

რა სურთ სოროსის ნაშიერთ?

მათ სურთ დედისა და მამის ჩანაცვლება რობოტებით, რომლებშიც არ იქნება ორიენტირები და ფასეულობები. ისინი გაზრდიან მომხმარებელთა და უზარმაზარი კორპორაციების ერთგულ მოსამსახურეებს. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას ამოფარებულები, ეცდებიან, დამალონ თავიანთი ნამდვილი იდეები საზოგადოების სამუდამოდ გარდაქმნის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here