ჯეიკო ზუმას საპრეზიდენტო ვადა 2019 წელს ეწურებოდა, მაგრამ ამჯობინა დაუყოვნებლივ გადამდგარიყო ქვეყნის მეთაურის თანამდებობიდან მოსალოდნელი იმპიჩმენტის შიშით.
ბოლო დროს სამხრეთ აფრიკის ოპოზიციამ არაერთგზის დაადანაშაულა მმართველი პარტია და პირადად პრეზიდენტი სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში. ზუმას ხუთი ოფიციალური და, წყაროების მონაცემებით, დამატებით სამი ცოლი ჰყავს, შვილები _ 18. ეტყობა, ამ “კოლმეურნეობის” შენახვას პრეზიდენტის ხელფასი არ ჰყოფნიდა და ოჯახის მამა ფულს შოულობდა იქ, სადაც ხელი მიუწვდებოდა, ყველაზე ახლოს კი ქვეყნის ბიუჯეტი იყო.
ის ტრულაილა იყო, რომელსაც ფული არ უნდოდა, რადგან თვითონ იყო ფული. ჯეკო ზუმას რა ეშველება?
ამაზე მეტი სადარდებელი, ნეტავ, არ გვქონდეს.