“მედია, პოლიტიკა, ფასეულობები: დავძლიოთ “პოსტსიმართლე”
2017 წლის 29-30 ივნისს თბილისში, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მოწვევით, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი რედაქტორები, ჟურნალისტები და მედიასფეროს ექსპერტები მონაწილეობას მიიღებენ უკვე ტრადიციადქცეულ სამხრეთკავკასიურ საერთაშორისო მედიაფორუმში.
რუსეთის მხრიდან ორგანიზატორები არიან: პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი _ სამხრეთი”, პრესკლუბი “თანამეგობრობა”, დსთ-ს სახელმწიფოთა ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.
წელს ფორუმის თემაა “მედია, პოლიტიკა, ფასეულობები: დავძლიოთ “პოსტსიმართლე (Post–truth)”.
ღონისძიებას გახსნის მედიაფორუმის საპატიო სტუმარი _ ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის თანათავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხეილ შვიდკოი.
მედიაფორუმის მონაწილეებისთვის პროფესიულ ტრენინგებს ჩაატარებენ: ინტერნეტგაზეთ “ვზგლიადის” მთავარი რედაქტორი ალექსეი შარავსკი, რადიოსადგურ “ვესტი FM”-ის წამყვანი გიორგი სარალიძე, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე, ჟურნალ “ფორბსის” კოლუმნისტი ალექსეი ფირსოვი.
საქმიანი ლანჩის ფორმატში სამხრეთკავკასიური მასმედიის მთავარ რედაქტორებს არაფორმალურ ვითარებაში შეეძლებათ გამოცდილების უგაზიარება და კითხვების დასმა რადიოსადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” გენერალურ დირექტორ ვლადიმერ მამონტოვისთვის, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოისა და სხვებისთვის.
თითოეული სტუმარი შეძლებს მონაწილეობას ღია დისკუსიაში “სამხრეთი კავკასია არქაიკასა და მოდერნს შორის”.
მედიაფორუმის მიმდინარეობისას მთავარი თემა იქნება _ რა არის და როგორ დავძლიოთ “პოსტსიმართლე”? მსოფლიოს მედია, მასთან ერთად საზოგადოებრიობაც, ბოლო ათწლეულებია, ეჩვეოდნენ ამ ახალ საინფორმაციო რეალობას.
ეჩვეოდნენ, როდესაც ბომბავდნენ იუგოსლავიას, ანგრევდნენ ერაყს, ლიბიას, სირიას… “პოსტსიმართლესთან” შეჩვევა კი სახიფათოა. როგორი მაცდუნებელიც უნდა მოგეჩვენოთ ლაპარაკი, სავსე დაუსრულებელი აზრებითა და არაგულწრფელი ემოციებით, მის საფუძველზე შეუძლებელია აგება პატიოსანი და პირდაპირი მრავალმხრივი შეთანხმებებისა, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო სამართლიან წესრიგს მსოფლიოში, მის ყველაზე მშფოთვარე რეგიონებში.
“პოსტსიმართლის” მოდა, რომელიც წამყვანმა გლობალურმა მედიამ შექმნა, აუცილებლად დასაძლევია, თუ გვსურს, უფრო უსაფრთხო მსოფლიოში ცხოვრება, თუ მივისწრაფვით ჟურნალისტის პროფესიის საზრისის შენარჩუნებისკენ.
მედიაფორუმში მონაწილეობისთვის ვიწვევთ ქართული მედიასაშუალებების 35 წლამდე მთავარ რედაქტორებსა და ჟურნალისტებს.
ღონისძიების სამუშაო ენებია ქართული და რუსული.
მონაწილეებს, მედიაფორუმის შედეგების მიხედვით, გადაეცემათ სერტიფიკატები.
მედიაფორუმი გაიხსნება 2017 წლის 29 ივნისს, 10 საათზე, “კოპალა წყნეთის” საკონფერენციო დარბაზში (რუსთაველის ქუჩა #3).
ფორუმის მონაწილეთათვის ორგანიზებული იქნება ტრანსფერი ჭავჭავაძის პროსპექტიდან, ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან.
საკონტაქტო პირები რეგისტრაციისთვის:
ტარიელ გაგნიძე (საქართველოში):
+995 597 70 20 73, tarasgagnidze@mail.ru
ვალერია რომაშჩენკო (რუსეთში):
+7(915) 239-92-49, Var_rus@mail.ru