Home ახალი ამბები სამხედრო პოლიგონზე დაშავებული ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

სამხედრო პოლიგონზე დაშავებული ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

666

 

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დაშვებული დროს 33 წლის ჯარისკაცი ვალერი ჭანტურიძე ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.

შემთხვევა 26 ოქტომბერს მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო.

მათივე ცნობით, ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და შემთხვევით მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ჭანტურიძე წლებია სამხედრო მოსამსახურეა, სხვადასხვა დროს ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here