Home სხვადასხვა დაიჯესტი „სამშობლო თავზე გვემხობა… საზღვრებს გვეცილებიან, შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და ჩვენმა შვილებმა ვეღარ...

„სამშობლო თავზე გვემხობა… საზღვრებს გვეცილებიან, შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და ჩვენმა შვილებმა ვეღარ დაინახონ საქართველო”

დეკანოზი: თეოდორე გიგნაძე
ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძემ საპატრიარქოს სისტემაში მართვაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინება არის ჩაკეტრილობა, რომლის მოგვარება როგორც ეკლესიისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

„ეკლესია უნდა იღოს მაქსიმალურად ღია, იმიტომ, რომ მისი ბუნებრივი მდგომარეობაა ღიაობა. ქრისტე მოვიდა ადამიანად, ის ბოლომდე მოვიდა და ჩვენ რა უნდა გქონდეს დასამალი, ჩვენ მას ვუერთდებით და როგორ შეიძლება რამე იყოს ჩაკეტილი. ეს ჩაკეტილობა ქმნის სისტემურ პრობლემებს და ეს პრობლემებიც ისევ სისტემური მიდგომით უნდა გადაიჭრას, თორემ ისინი არ დაილევა და ახალ-ახალი გაჩნდება.

ეს პრობლემები არავის არ აწყობს, არც ეკლესიას და არც სახელმწიფოს, რადგან ჩვენ გვყავს მრევლი, რომელიც ამავდროულად ამ სახელწიფოს მოქალაქეები არიან, ასევე სახელმწიფოს მოქალაქეები მრევლის წევრები არიან. არც სახელმწიფოს არ აწყობს სულიერად დაზიანებული, ფანატიკურად განწყობილი მორწმუნეები, ასევე არც ჩვენ არ გვაწყობს ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო თავისი არასწო9რი პოლიტიკით გარყვნი8ს, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ამიტომ ჩვენ ერთი საქმე გვაქვს გასაკეთებელი კაცმა რომ თქვას, ჩვენი სამშობლო თავზე გვემხობა. უამრავი პრობლემა გვაქვს და იმის მაგივრად, რომ ხელი ხელს ჩავჭიდოთ და საქმე ერთად ვაკეთოთ…  საზღვრებს გვეცილებიან, როგორი გადინებაა მოსახლეობის, ფაქტობრივად, ჩვენ შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და ჩვენმა შვილებმა ვეღარ დაინახონ საქართველო. ყველაზე ძვირფასი რაც არის, რაც ერის სული უნდა იყოს იქ არის პრობლემა, რომლისთვისაც ვერ მოგვივლია – ვერც სასულიერო პირებს, ვერც მასმედიას, ვერც სახელმწიფოს. ამდენი ხანია იწელება ეს პრობლემა მხოლოდ იმის გამო, რომ დახურულია ეს სისტემა და ვერაფერი ვერ გაუგია ვერავის.” – განაცხადა თეოდორე გიგნაძე.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here