Home სხვადასხვა დაიჯესტი სამუშაო შეიძლება 100-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს

სამუშაო შეიძლება 100-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს

610
სამუშაო შეიძლება 100-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო საკარანტინო ზომების შემოღების გამო 2020 წლის მეორე კვარტალში დაიკარგება სამუშაო ადგილების 6,7%, რაც 195 მლნ ადამიანიდღის ეკვივალენტურია.

კერძოდ, არაბულ ქვეყნებში დაიკარგება სამუშაო საათების 8,1%, რაც 5 მლნ ადამიანისთვის სამუშაოს დაკარგვის ტოლფასი იქნება, ევროპაში ეს მაჩვენებელი 7,8% იქნება, რაც 12 მლნ ადამიანისთვის სამუშაოს დაკარგვის ეკვივალენტურია. დანაკარგებს თავიდან ვერ აიცილებს ვერც ერთი ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მეტად დაზარალდებიან ის სახელმწიფოები, რომელთა შემოსავალი საშუალოზე ცოტა მეტია, ისინი დაკარგავენ სამუშაო საათების დაახლოებით 7%-ს, რაც ნიშნავს, იმას, რომ მსოფლიოში სამუშაოს დაკარგავს 100 მლნ ადამიანი, რომლებიც მთელ დღეს მუშაობენ.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კრიზისის უარყოფითი შედეგი გაცილებით მეტია, ვიდრე იყო 2008-2009 წლების გლობალური კრიზისის პერიოდში. ორგანიზაციის სპეციალისტების აზრით, დარგებიდან ყველაზე მეტად დაზარალდება მრეწველობა, საცალო ვაჭრობა, მომსახურების სფერო, განსაკუთრებით, ტურიზმი, შემცირდება ოფისში მომუშავე მუშაკების რაოდენობა. ამჟამად საკარანტინო ზომების გამო ნაწილობრივ ან მთლიანად შეჩერება შეეხო მსოფლიოში დასაქმებულთა 81%-ს, რაც 3,3 მლრდ ადამიანს შეადგენს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მარტში ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის პანდემია მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს და სამუშაოს დაკარგავს 25 მლნ ადამიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here