Home ახალი ამბები მსოფლიო სამსახურიდან აგდებენ ყველას, ვინც სოდომიას ცოდვად მიიჩნევს

სამსახურიდან აგდებენ ყველას, ვინც სოდომიას ცოდვად მიიჩნევს

ლგბტ დროშა

2018 წლის 6 თებერვალს აშშის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასწავლებელ ქალს 3 წლით აუკრძალეს სკოლაში მუშაობა იმ მოტივით, რომ ჰომოსექსუალიზმი უზნეობად და სიგიჟედ მიიჩნია და თავისი თვალსაზრისიფეისბუკისპირად გვერდზე დაწერა.

ჯენი ვიკი ნოქსი 2000 წლიდან უმაღლესი სკოლის საბჭოში ბიბლიის შემსწავლელი ინვალიდი სტუდენტების მასწავლებლად მუშაობდა და, როგორც ყველას აშშ-ში, თავისი პირადი გვერდი ჰქონდა სოციალურ ქსელში.

როცა სასწავლებელში “ჰომოსექსუალიზმის კვირეული” გამოაცხადეს, ჯენი ვიკი ნოქსი აღშფოთდა და განაცხადა, რომ ეს შეურაცხყოფდა ტრადიციულ ქალებსა და კაცებს. მან გააკრიტიკა ამერიკული საზოგადოების “LGBTQIA+”-ის ვულგარული რეკლამა “გახდი ტრანსგენდერი”, რომელიც სასწავლებლის შენობაში უზარმაზარ სტენდებზე გამოფინეს. მასწავლებლის პოზიცია ასეთი იყო: “რა საჭიროა, დანარჩენი მსოფლიოს წინაშე გამოფინო ბუნების საწინააღმდეგო შენი ამორალური მისწრაფება, სოდომია ხომ ცოდვაა, რომელიც კიბოს სიმსივნესავით ანადგურებს ადამიანს”.

ამ პუბლიკაციის გამო მას დაუწყეს დევნა, ლამის ტერორიზმში დაადანაშაულეს, შეუწყვიტეს ხელფასი და მოგვიანებით სამსახურიდან დაითხოვეს.

სკოლის ხელმძღვანელობამ ნოქსს ბრალად წაუყენა ისიც, რომ უარი თქვა, მოსწავლეები დაერწმუნებინა “ცოდვის არარსებობაში”. მან კატეგორიულად უარი განაცხადა “ამ შინაარსის წერილების მოსწავლეებისთვის გაგზავნაზე ელექტროფოსტის მეშვეობით”.

სკოლიდან გაგდებულმა მასწავლებელმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სიტყვისა და რწმენის თავისუფლების კანონის შესაბამისად დაცვა. მას მიაჩნდა, რომ, აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ქრისტიანებსაც აქვთ უფლება, საჯაროდ, მათ შორის, სოციალურ ქსელებშიც, განაცხადონ თავიანთი თვალსაზრისი.

ნოქსის ადვოკატმა სასამართლოში განაცხადა, რომ ქრისტიანულ დოგმებს საერთო არაფერი აქვს არც სიძულვილთან, არც ტერორიზმთან, მაგრამ ნიუ ჯერსის შტატის განათლების დეპარტამენტმა ჩამოართვა მას (ნოქსს) მასწავლებლობის სერტიფიკატი. ნოქსმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს, უვადო დისკვალიფიკაცია შეეცვალა პედაგოგიური პრაქტიკის სამი წლით შეწყვეტით.

სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here