Home ახალი ამბები საქართველო სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. რა შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი

სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. რა შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი

1159
სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. რა შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. კანონი 2019 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. კოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით შემდეგი ოდენობით (თანხის მოცულობა ავტომობილის ძრავის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული):

* 3500 კუბურ სმ მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი _ თვეში 300 ლარი;

* 2500-3500 კუბურ სმ მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი _ თვეში 200 ლარი;

* 2500 კუბურ სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი _ თვეში 100 ლარი;

* ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში, ნებისმიერი ძრავის მოცულობა _ თვეში 60 ლარი.

ახალი წესი არ ეხება ელექტრომობილებს. დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტრომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.

დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსთვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება დამქირავებელს ეკისრება. როგორც ავტორები განმარტავენ, ამ ცვლილების მიღების მთავარი მიზეზი _ დამქირავებლის ავტომობილის მოხმარებით მიღებული სარგებელი _  ხელფასად მიიჩნევა, რის გამოც ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება.

1 COMMENT

  1. ქართული არ იცით? ამ შემთხვევაში დაქირავებული არის ავტომობილი! ნეტა რისი თქმა გინდათ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here