სამოთხისკენ მიმავალს

    3084
    ირაკლი თოდუა

    ხვალ ზეცად აღევლინება ირაკლი თოდუას სული, ზეციურ საქართველოში, მეორმოცე დღეს. ჩვენი ეს გამოსათხოვარი იმვარდისფერ გზაზეფიანდაზად გვინდა დაეგოს, ჩვენი სიყვარული, პატივისცემა და მოწიწება გავაყოლოთ ჩვენს ირაკლის _ მეგობარს, კოლეგას, ხელმძღვანელს.

    უმაღლესი კლასის პროფესიონალი იყო, იდეალურად ჰქონდა შერწყმული გაზეთის რედაქტორობის ყველა აუცილებელი თვისება და უნარი: სიმტკიცე და შეურყევლობა, ინფორმაციული მასიდან მთავარის ამორჩევა და უშეცდომოდ აქცენტირება, ფაქიზი რედაქტირება ჟურნალისტებისა და გარეშე ავტორების მიერ მომზადებული მასალების, გაზეთის ნომრების ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამდიდრება, ფაქტების სანდოობის შემოწმება და .. და ..

    და ამ ყველაფერს საფუძვლად ედო მისი მრავალმხრივი განათლება, დახვეწილი ინტელიგენტურობა, სხვათა შრომის დაფასების უნარი და შესაძლებლობა _ მორალური თუ მატერიალური.

    მას სწამდა ბეჭდური სიტყვის ძალის, რწმენის ძალასთან გაიგივებულის, რადგანრწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვთესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ” (ებრ. 11, 1); რადგანრწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს” (ებრ. 11, 31).

    გაზეთმასაქართველო და მსოფლიომმკითხველებში სერიოზული, ანალიტიკური და ინტელექტუალური გამოცემის სახელი თუ დაიგდო, ეს, უწინარეს ყოვლისა, მთავარი რედაქტორის დამსახურება იყო.

    და დღემდე ასეც რჩება.

    ბატონ ირაკლის არ სწამდა იაფი პოპულარობის მოპოვების, .. ცხელცხელი სენსაციების მეშვეობით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყოყვითელი პრესისპრინციპები.

    სიმართლით იბრძოდა სამართლისთვის ურთულეს და უმძიმეს პერიოდებში, მაშინაც კი, როცაგაცოფდნენ გულმაგრები, დათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი” (ფს. 75, 6) დაროცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად” (ფს. 75, 10).

    მართალი გზით იარა.

    უკან არასოდეს დაუხევია, ყოველთვის იცავდა თავის პოზიციას, თავის სიმართლეს, მაგრამ, როგორც ბუნებით დიპლომატს ახასიათებს, ჯანსაღ კომპრომისზეც არ უთქვამს უარი, რითაც ჩაძირვისგან გადაურჩენია აბობოქრებულ ცხოვრების ზღვას შეჭიდებული ქაღალდის ნავი _ გაზეთისაქართველო და მსოფლიო”.

    ცოტაც და, მარადიულობის სიმაღლიდან გადმოგვხედავს, დალოცავს თავის ოჯახს, ნათესავმოყვრებს, მეგობრებსა და ახლობლებს და ჩვენც დაგვმოძღვრავს, როგორც ყოველთვის, გულწრფელი და ალალი სიტყვით:

    ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოდ იმედში.

    და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ თქვენზე, რომ თქვენ თვითონაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველგვარი შემეცნებით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება” (რომ. 15, 13-14).

    მშვიდობით!

    საქართველო და მსოფლიოსჟურნალისტები

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here