Home სხვადასხვა დაიჯესტი სამი ანტიუტოპია _ HOMO SAPIENS-ის გადაკეთების სამი მოდელი

სამი ანტიუტოპია _ HOMO SAPIENS-ის გადაკეთების სამი მოდელი

როგორ აპირებენ ფულის ტომრები ადამიანთა მოდგმის მართვას

სამი ანტიუტოპია _ HOMO SAPIENS-ის გადაკეთების სამი მოდელი

ანტიუტოპია ახალი ჟანრია მსოფლიო ლიტერატურაში. ანტიუტოპია _ ეს არის სამომავლო გეგმები, სცენარები შეფუთული მხატვრულ ფორმებში. გეგმები და სცენარები შემუშავებულია მსოფლიო ელიტის მიერ და მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად, ანუ ამ ელიტის მუდმივი ძალაუფლების დასამყარებლად დანარჩენ კაცობრიობაზე.

უძველესი დროიდან არსებობდნენ მეფეები, იმპერატორები, დიქტატორები, რომლებიც ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ მსოფლიოს მბრძანებლები, მაგრამ მათი გეგმები ყოველთვის იფუშებოდა. ალექსანდრე მაკედონელმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, დარწმუნებული იყო, მეორე ნახევარსაც დაიპყრობდა, მაგრამ 33 წლისა გარდაიცვალა, მისი იმპერია კი ერთ წელიწადში დაიშალა. მსგავსი რამ დაემართა რომის იმპერატორ ტრაიანეს, შემდეგ _ კარლოს დიდს, ნაპოლეონ ბონაპარტეს. გამოჩენილი ბელადები კვდებოდნენ, მათი სამფლობელოები კი ნადგურდებოდა და ნაწილ-ნაწილ იშლებოდა.

XVIII საუკუნეში ევროპაში გაჩნდა რამდენიმე საიდუმლო საზოგადოება (მასონური ლოჟები, ილუმინატები, როზენკრეიცერები). ისინი დაახლოებულნი არიან .. ფულის ტომრებთან (როტშილდებსა და სხვა დიდ მევახშეებთან, ბანკირებთან, კაპიტალისტებთან), რათა იბატონონ მსოფლიოზე. ისინი თანდათან მიხვდნენ, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად და მის შესანარჩუნებლად მხოლოდ ძალა საკმარისი არ არის, უნდა გარდაქმნან ადამიანი, როგორც ძალაუფლების ობიექტი. მსოფლიოზე ბატონობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ შეიქმნება ახალი ადამიანი.

სამი ანტიუტოპია _ HOMO SAPIENS-ის გადაკეთების სამი მოდელი

ამ ამოცანის გადასაწყვეტად იხარჯება კოლოსალური თანხები, ნაყიდია მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, მედიკოსები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელები. ადამიანის გარდაქმნა-გადაკეთების გეგმის დიდ ნაწილს ადევს გრიფი “სრულიად საიდუმლოდ”, თუმცა რაღაც-რაღაცები ცნობილი შეიქნა.

პირველი _ ეს არის აღიარება “დისიდენტებისა”, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ტოვებენ “ვიწრო წრეს”. რაღაცის შეტყობა შეიძლება ისეთი ადამიანებისგან, როგორიც არის აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი. ამას შეიძლება ვუწოდოთ ინფორმაციის დაუგეგმავი გაჟონვა.

მეორე _ არის უამრავი დოკუმენტი, რომლებსაც ცოტა ვინმე თუ კითხულობს. ეს დოკუმენტები გასაიდუმლოებული არ არის, მაგრამ ბევრი, ვინც სენსაციას ეძებს, ყურადღებას არ აქცევს. ასეთი ღია წყაროს მაგალითია რომის კლუბის მოხსენებები.

მესამე _ რომანები-ანტიუტოპიები. რა თქმა უნდა, ყველა არა, მხოლოდ რამდენიმე, რომლებიც ეკუთვნის მახვილი ინტუიციის, დაკვირვების უნარისა და ფართო თვალსაწიერის მქონე ავტორებს. მათ ხელი მიუწვდებოდათ საიდუმლო ინფორმაციაზე.

ანტიუტოპიის ჟანრის კლასიკად ითვლება ევგენი ზამიატინის (მან ჩაუყარა საფუძველი ჟანრს) რომანი “ჩვენ” (1920 წ.), ინგლისელი მწერლის _ ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო” (1932 წ.) და ინგლისელი მწერლის _ ჯორჯ ორუელის “1984” (1948 წ.). რაღაცებით ეს წიგნები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და რაღაცებით ძალიან განსხვავდება.

ამ წიგნებში გადმოცემულია მომავალი საზოგადოების სამი მოდელი. ეს მოდელები არ არის მხატვრის ფანტაზიის ნაყოფი. ისინი ასახავენ მსოფლიო ელიტის, ე.წ. კულისებს მიღმა საზოგადოების გეგმებს. ეს კულისებს მიღმა საზოგადოება არაერთგვაროვანია, ამიტომ ჩნდება “ცივილიზებული” მომავლის სხვადასხვა ვარიანტი. მსოფლიოში ვითარება შეიძლება შეიცვალოს და მსოფლიო ელიტამაც შეიძლება შეიტანოს კორექტივები თავის გეგმებში.

მაშ ასე, ადამიანის გადაკეთების სამი ვარიანტი:

* ზამიატინის რომანში (“ჩვენ”) ოპერაციას აკეთებენ თავის ტვინზე, ეს ოპერაცია ჰგავს ლობოტომიას.

* ჰაქსლისსაოცარ ახალ სამყაროშიარის ხელოვნური ბიოლოგიური სელექცია და ნარკოტიკები.

* ორუელის “1984”-ში _ შიშითა და წამებითსწორიცნობიერების გამომუშავება.

სამი ანტიუტოპია _ HOMO SAPIENS-ის გადაკეთების სამი მოდელი

სამივე რომანში “სწორი ადამიანის” შესაქმნელ მეთოდებს ემატება ტვინის გამორეცხვის საშუალებები. ეს ხდება სწავლისა და აღზრდის ეტაპზე, შემდეგ _ სამუშაო ადგილზე და, საერთოდ, კუბოს ფიცრამდე. ამისთვის გამოყენებულია მასმედია, იაფფასიანი კულტურა (პოპკულტურა), პრიმიტიული გართობა.

რომან “საოცარ ახალ სამყაროში” ბავშვებს გამოუმუშავებენ ახალ რეფლექსებს ივანე პავლოვის მეთოდების (იმ მეთოდების, რომლებსაც აკადემიკოსი ძაღლებზე იყენებდა) მიხედვით _ შოკოლადისა და ელექტროშოკის გამოყენებით. რომან “1984”-ში ზომბირების ეფექტიანი საშუალება არის ტელეეკრანები _ ბრტყელი მონიტორ-ტელევიზორები, რომლებიც ყველგან არის ჩამოკიდებული და 24 საათის განმავლობაში “ტვინს ბურღავენ” ახალი ამბებითა და პარტიული პროპაგანდით.

ზემოაღნიშნული სამი მოდელიდან არც ერთში არ არის ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტი. რომანშიჩვენმამაკაცებსა და ქალებს შორის სექსუალური ურთიერთობები თავისუფალია, მაგრამ რეგულირდება. რეგულირების მიზანია, არ დაუშვან ხანგრძლივი და მდგრადი ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის. ეს სახიფათოა, შეიძლება ხელი შეუწყოსიატაკქვეშაოჯახის შექმნასა და ბავშვის არსანქცირებულ დაბადებას. რომანსაოცარ ახალ სამყაროშისიყვარულის სრული თავისუფლებაა, მაგრამ მკაცრად არის აკრძალული ბავშვის დაბადება დედის საშოდან. ეს დასაშვებია მხოლოდ ქარხნის კონვეიერზე”! “1984”-ში აკრძალულია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა თანაპარტიელთა შორის (პროლეტარებისთვის კი რეგლამენტი არ არსებობს). პარტიასა და უფროს ძმას მიაჩნიათ, რომ სექსუალური ურთიერთობა ფუჭი ხარჯვაა ენერგიისა, რომელიც მიმართული უნდა იყოს პარტიის მიერ დასახული ამოცანების გადაჭრისკენ.

სიყვარულის სამინისტროში ქალისა და მამაკაცის სიყვარულს ეჭვის თვალით უყურებენ. ეს უფროსი ძმის ღალატის ნიშანია. რომან “1984”-ში პარტიელებს უფლება აქვთ (ნაბრძანებიც კი), უყვარდეთ მხოლოდ უფროსი ძმა. ბავშვების დაბადება მკაცრად რეგლამენტირებულია რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით. რაოდენობაში იგულისხმება მოსახლეობის რაოდენობის გეგმური მაჩვენებლები (“მეცნიერული” მალთუსიანელობა), ხარისხში _ განსაზღვრება, როგორი ბავშვები წარმოადგენენ პირველი ხარისხის პროდუქტს, როგორი _ მეორე ხარისხის, და როგორი ბავშვი განიხილება, როგორც დაუშვებელი ქორწინების ნაყოფი (შესაბამისად, ლიკვიდაცია ელის).

რომანში “ჩვენ” ყველა ადამიანი ერთნაირი ხარისხისაა, “საოცარ ახალ სამყაროში” _ 5 ხარისხის (5 კასტაა), რომან “1984”-ში _ 3 (პარტიის მაღალჩინოსნები, რიგითი პარტიელები და პროლეტარები). ხელისუფლება აკვირდება, დაცულია თუ არა პროპორცია სხვადასხვა ხარისხის ადამიანების რაოდენობას შორის, ზომბირებულებიც დიფერენცირებულნი არიან.

 “1984”-ში პროლეტარებს ბევრი რამის უფლება აქვთ, რადგან ისინი გადაშენების პირას არიან, აღარ შერჩათ ინტელექტი და მათი ქცევა აგებულია რეფლექსებზე, რომლებიც ადვილი ამოსაცნობია: “რომელ თვალსაზრისს უჭერენ მხარს მასები და რომელს არა, სულერთია. მათ შეიძლება მიეცეთ ინტელექტუალური თავისუფლება, იმიტომ, რომ მათ ინტელექტი არ აქვთ”.

რომანებში “ჩვენ” და “1984”-ში ხელისუფლება “მართებული” ადამიანის შექმნაზე მოღვაწეობას ამატებს ძალას, რადგან სრული გარანტია იმისა, რომ ადამიანი ხელისუფლების მიმართ ლოიალური იქნება და დააკმაყოფილებსახალი მსოფლიოსანთროპოლოგიურ სტანდარტებს, არ არსებობს. რომანშიჩვენადამიანების ქცევებს აკონტროლებს დაცვის ბიურო (პოლიცია და სპეცსამსახურები), რომან “1984”-ში _ სიყვარულის სამინისტრო (აგრეთვე, პოლიცია და სპეცსამსახურები).

რაც შეეხება ოლდოს ჰაქსლისსაოცარ ახალ სამყაროს”, იქაც არის რეპრესიული აპარატი. წიგნში აღწერილია საზოგადოება, რომელშიც ხელისუფლება ეყრდნობა მხოლოდრბილ ძალას”. იქ ადამიანი უკვე აღარ იბადება დედის საშოდან. ის ფაბრიკული, კონვეიერული წარმოების პროდუქტია. ის გამოჰყავთ ბოთლიდან, რომელშიც ათავსებენ ადამიანის ემბრიონებს. თვითონ ემბრიონებს ქმნიან გენეტიკის მიხედვით, კვერცხუჯრედების ხელოვნური განაყოფიერებით.

სამი ანტიუტოპია _ HOMO SAPIENS-ის გადაკეთების სამი მოდელი

ჰაქსლის მსოფლიო სახელმწიფოში გენეტიკა უმაღლეს დონეზეა. ის, უწინარესად, შესაძლებლობას იძლევა, დაიყოს კაცობრიობა სხვადასხვა ჯგუფად გენეტიკურ კოდში განსხვავებების მიხედვით. მსოფლიო სახელმწიფოში ხდება კაცობრიობის დახარისხება მაღალი და დაბალი ხარისხის ტიპებად. მეორე _ ის შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას ისეთი ადამიანები, რომელთა მსგავსიც ბუნებაში არ არსებობს. ეს განსაკუთრებით ეხება უმაღლეს ტიპებს, მათი ხვედრია, იყვნენ ხელისუფლების სათავეებთან და უხელმძღვანელონ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიც არის ადამიანის წარმოება. უმაღლეს ტიპს ეწოდება ალფა.

საოცარ ახალ სამყაროშიდანარჩენი 4 კასტა (ბეტა, გამა, დელტა, ეფსილონი) მოწოდებულია, მოემსახუროს ალფას. რა თქმა უნდა, ჰაქსლისთანაც კი, რომლის ნაწარმოებში აწყობილია ადამიანების კონვეიერული წარმოება გენური ინჟინერიის საფუძველზე, არ არის სრული გარანტია, რომ ადამიანიც ისე იმოქმედებს, როგორც მანქანა, ამიტომ გამოიგონებენ ნარკოტიკს, რომელსაც კორექტივები შეაქვს ადამიანის საქციელში. უფრო ხშირად ადამიანი თვითონ იღებს ნარკოტიკს, ცალკეულ ეკგზემპლარებს კი, რომლებსაც არ სურთ, დაემორჩილონსაოცარი ახალი სამყაროსსტანდარტებს, ხელისუფლება ეპყრობაჰუმანურადდა მათ შორეულ ტერიტორიაზე გადასახლებაში გზავნის. არანაირი წამება, მკვლელობა (როგორც რომან “1984”-ში) თუ საჯარო დასჯები (როგორც რომანშიჩვენ”).

რომან “საოცარ ახალ სამყაროში” კადრს მიღმა (მოვლენები ხდება 26-ე საუკუნეში) დარჩა საშინელი რევოლუცია, რომელმაც გაანადგურა ძველი ადამიანი და ის ადამიანის მსგავსი არსებით შეცვალა, ხოლო რომანში “ჩვენ” მოვლენები ხდება რომანის დაწერიდან 12 საუკუნის შემდეგ. ჩვენ შევიტყობთ, რომ “ცივილიზებულ” საზოგადოებამდე იყო დიდი ორწლიანი ომი, რომლის შედეგადაც განადგურდა დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ბოლო მოეღო “ბარბაროსობას”, რომელიც XX საუკუნემდე გრძელდებოდა.

ჰაქსლის, როგორც ჩანს, დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა იმ საზოგადოებრივ წყობასთან, რომელიც აღწერა რომანში. მისი შემოქმედების ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მწერლისთვის, რომელიც ტოტალიტარიზმის გულწრფელი მოწინააღმდეგე გახლდათ, ეს იყო უტოპია და არა ანტიუტოპია, თუმცა, ჰაქსლის, ალბათ, მაინც აწუხებდა რაღაც და ეს იყო ის, რომ სათქმელი ბოლომდე ვერ თქვა:

როგორ აღმოჩნდნენ ადამიანები 26- საუკუნისსაოცარ ახალ სამყაროში”.

მათ შეეძლოთ, იქ მოხვედრილიყვნენ მხოლოდ ადამიანებზე შეუზღუდავი ძალადობის შედეგად. უწინარესად, უნდა გაენადგურებინათ ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტები; მეორე _ უარი უნდა ეთქვათ ბავშვის ჩვეულ ჩასახვა-გაჩენაზე და გენური ინჟინერიის გამოყენებით გადასულიყვნენ ადამიანის ფაბრიკულ კონვეიერულ წარმოებაზე (ფაქტობრივად, ევგენიკაზე); მესამე _ შეექმნათ კასტური საზოგადოება და ხაზი გადაესვათ საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში შექმნილი გულუბრყვილო წარმოდგენისთვის “თავისუფლებაზე, თანასწორობასა და ძმობაზე”; მეოთხე _ თითოეულ კასტაში დაენერგათ ერთნაირობა; მეხუთე _ ხალხისათვის შეეთავაზებინათ “სარფიანი გარიგება”: მიეცათ თავისუფლება სიამოვნების, პურის ნაცვლად, აგრეთვე, ცოდვის ჩადენის თავისუფლება.

ჰაქსლის ესმოდა, რომ მსგავს გარდაქმნებს რევოლუციური ნახტომებით ვერავინ განახორციელებს. მას გამოუვიდა მიუღწეველი უტოპია. და ამ უტოპიაში მოხვედრა შეიძლება მხოლოდ სასტიკი ძალადობით ადამიანზე, სისხლისმღვრელი ომით ან რევოლუციით. და გადაწყვიტა ჰაქსლიმ, რომ ყველაზე მოკლე, უსისხლო გზა “საოცარ ახალ სამყაროში” იქნება ნარკოტიკების რევოლუცია. თავისი ცხოვრების მეორე ნახევარი მან მიუძღვნა არა მხოლოდ ასეთი რევოლუციის ფილოსოფიურ დასაბუთებას, არამედ პირადად მონაწილეობდა მის პრაქტიკულ რეალიზაციაში. ლაპარაკია მის კავშირზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პროექტთან MK-ULTRA, რომელიც ამერიკელ ახალგაზრდობაში ნარკოტიკების გავრცელებას ითვალისწინებდა.

21- საუკუნეში ჩვენ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ მსოფლიო ელიტამ, კულისებს მიღმა საზოგადოებამ კვლავ გაიხსენა მომავლის მოდელი, რომელიც ასახულია რომან “1984”-ში. ეს არის ხისტი ვარიანტი, დაფუძნებული ძალასა და შიშზე.

ჰაქსლის მოდელიდან ორუელის მოდელზე გადასვლის პირველი ნიშნები საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები ბევრმა შეაფასა, როგორც სახელმწიფო ტერორიზმის ამერიკული პოლიტიკა. ბინ ლადენის ეფემერული დაჯგუფებისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შექმნილი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლის დროშით ვაშინგტონმა გლობალური ტერორიზმის კამპანია დაიწყო და სწორედ ეს არის საყოველთაო შიშის ატმოსფეროს შექმნის მეთოდი.

2020 წელს მსოფლიო ელიტამ, კულისებს მიღმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, კაცობრიობისთვის ეგემებინა შიშის ახალი ულუფა სახელწოდებით კოვიდ-19. არსით ესეც გლობალური ტერორისტული ოპერაციაა. ჯორჯ ორუელის რომანში “არასწორი” ადამიანების ხელახლა აღზრდა-გადაკეთებას წამების გზით ახორციელებენ სიყვარულის სამინისტროში. 2020 წელს კულისებს მიღმა საზოგადოებამ შეძლო, “შინაპატიმრობაში” ემყოფებინა დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ამასთანავე, ზრდიდნენ შეშინებულ და ნიღაბაფარებულ ადამიანებს, რომლებსაც “სწორად” ქცევას ასწავლიდნენ. ახლა კარანტინს თანდათან აუქმებენ, მაგრამ “აღზრდისა” და “სწავლების” კვალი დიდხანს დარჩება ან შეიძლება დარჩეს სამუდამოდ. ფულის პატრონები ადამიანებს “საოცარი ახალი სამყაროსთვის” ამზადებენ.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული ვალენტინ კატასონოვის მასალის მიხედვის მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here