Home ახალი ამბები სამთო მასის ჩამოშლის გამო ტყიბულის შახტში მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა

სამთო მასის ჩამოშლის გამო ტყიბულის შახტში მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა

988

სამთო მასის ჩამოშლის გამო, ტყიბულის შახტში გუშინ მომხდარი ავარიის შემთხვევის ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა. 

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მათი გადაწყვეტილებით, გაიცა განკარგულება, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს. სამინისტროების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილის სრულად დათვალიერებამდე კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ.

,,პერიოდულად მიმდინარეობს შემოწმება, ექვს თვეში ერთხელ ან არაგეგმიურად უბედური შემთხვევების დროს. ტექნიკური ხარვეზები ხშირად არის, თუმცა კრიტიკული შეუსაბამობები იშვიათად .ძირითადად არის პირველი ან მეორე ხარისხის არსებითი შეუსაბამობები, “- განაცხადა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ.
ტყიბულის შახტაში გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევის მიზეზი სამთო მასის ჩამოშლა გახდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გუშინვე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here