Home ახალი ამბები საქართველო სამართალდამცველებმა ინდოეთის ორი მოქალაქე არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა ინდოეთის ორი მოქალაქე არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანისამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე _ 1991 წელს დაბადებული .. და 1995 წელს დაბადებული ..

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს”, _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here