Home სხვადასხვა დაიჯესტი სამაგალითო სამხედრო პირი ევროპაში ახალგაზრდა კაცის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

სამაგალითო სამხედრო პირი ევროპაში ახალგაზრდა კაცის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

706
სამაგალითო სამხედრო პირი ევროპაში ახალგაზრდა კაცის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ლიეტუვას პოლიციამ დააკავა სამხედრო პირი, რომელსაც ბრალი ედება 2000 წელს დაბადებული ახალგაზრდის გაუპატიურებაში.

ლიეტუვას არმიის წარმომადგენლის ინფორმაციით, არავის არ ეგონა, რომ მას ასეთი უზნეობის ჩადენა შეეძლო.

ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, რომ ინციდენტი 28 ივნისს ქალაქ გრიგიშკესში მოხდა. პოლიციამ, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე ჩავიდა, დააკავა ორი ეჭვმიტანილი _ 1999 და 1996 წლებში დაბადებულები.

ინფორმაცია, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა, ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ასეთი სახის დანაშაულის კომენტირებაზე პოლიცია თავს იკავებს: “გამოძიება დაწყებულია, დაწვრილებითი კომენტარები არ იქნება”, რადგან ეჭვმიტანილთა შორის არის სამხედრო მოსამსახურე.

ლიეტუვას არმიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტთა შეკითხვებს რომ უპასუხებდნენ, განმარტეს _ მათ იციან, რაც მოხდა.

მათ, აგრეთვე, განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილთა შორის ერთი პროფესიონალი სამხედროა და, თუ სასამართლო მას დამნაშავედ მიიჩნევს, დაუყოვნებლივ დაითხოვენ არმიიდან, მანამდე კი იგი ლიეტუვის არმიაში ირიცხება.

თავდაცვის უწყებაში დააზუსტეს, რომ პროკურორს ჯერჯერობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here