Home სხვადასხვა Facebook ფრაზები „საკუთარი პრემიერის ჩასაძირად, დედამიწაზე ყველაზე ბინძურ ჟურნალისტთან ელისო კილძესთან მიდიხარ და ფულს...

„საკუთარი პრემიერის ჩასაძირად, დედამიწაზე ყველაზე ბინძურ ჟურნალისტთან ელისო კილძესთან მიდიხარ და ფულს უხდი სიბინძურეში, უკვე ძალიან საზიზღარი ხარ!“

6777
ჟურნალისტი: ნინო ჯღარკავა, "ქრონიკა +"-ს რედაქტორი: ელისო კილაძე, საქართველოს ექსპრემიერი: ირაკლი ღარიბაშვილი
ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერს შავ პიარს უგორებდნენ იმიჯის შესალახად. ჟურნალისტი თითს ელისო კილაძისკენ იშვერს და დარწმუნებით აცხადებს, რომ რედაქტორი შავი პიარისთვის დამკვეთისგან სოლიდურ თანხებს იღებდა.

„ძალიან მძიმეა ეს პოსტი ჩემთვის ძალიან მძიმე, მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა! სამი წელი ვიმეორებდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შავი პიარი გორდებოდა. აბსოლუტურად ყველაფერი იყო ცილისწამება. ზოგს სჯეროდა, ზოგს არა… ისიც ვიცოდი, რომ ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი ამ მასალებში ფულს იღებდა, ამასაც ვწერდი… სამაგიეროდ, იმ ქალბატონისგან ვიღებდი მოუგერიებელ ტალახს და სიბინძურეს.

არ მოვეშვი, ბოლომდე დავრჩი იმ ადამიანის ერთგული და ველოდი სიმართლეს. წუხელ, ქალბატონმა ელისო კილაძემ „რუსთავი 2″- ის ეთერში თავად აღიარა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და ე.წ. კახელების კლანის წინააღმდეგ მასალებს, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრი მაწვდიდაო. თქვენ რა გგონიათ, ეს შეთხვევით თქვა? არა ბატონებო, ის ახლა ვაჭრობას იწყებს… გაათავისუფლეთ ჩემი შვილი, თორემ იმ მინისტრს დავასახელებო. ის კი არ იცის, ეს ვაჭრობა რომ აღარ გაჭრის. მე არც იმ მინისტრის ვინაობა მაინტერესებს, თუმცა ვიცი, რადგან ის ძალიან პატარა კაცია, როცა საკუთარი პრემიერის ჩასაძირად, დედამიწაზე ყველაზე ბინძურ ჟურნალისტთან ელისო კილძესთან მიდიხარ და ფულს უხდი სიბინძურეში, უკვე ძალიან საზიზღარი ხარ.

ერთი დაიმახსოვრეთ, ასეთი უსინდისო ადამიანები, ნამუსს არასდროს შეგინახავენ, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაგყიდიან! ხოდა, ეს დროც დადგა! მე ყველაზე მეტად ირაკლი შემეცოდა ამ ჭაობში, რას გაუძლო, ვის გაუძლო, ეს რა ვამპირების ხელში ყოფილა! მიხარია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილიც მხრებგამართულია, რადგან მისი ფავოროტი ირაკლი ღარიბაშვილი სუფთა და ერთგული ადამიანი აღმოჩნდა. წავიდა და უფლის სამართალს დაელოდა! თქვენ კი მყიდველიც და გამყიდველიც, ორივე ამაზრზენები ხართ და საზოგადოება გაგცემთ პასუხს! 30 ვერცხლად გაყიდულებო, მადლობა უფალო ამ დღისთვის! განაჩენიც მალე იქნება სანაგვეზე!” – წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

 

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here