თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში” მეტროსსადგურ „ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„მე კომპანიას ხელს არ ვაფარებ. ვინც არ უნდა იყვნენ – საკუთარი მამა და შვილებიც რომ იყვნენ დამნაშავეები, რომლებიც გამოიკვეთებიან, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. მას თავიანთი მოეკითხება, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როცა ამ კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შავ სიაში არ იმყოფებოდა. შავ სიაში რომ ყოფილიყო, ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.