Home სხვადასხვა დაიჯესტი საინტერესო ინიციატივა

საინტერესო ინიციატივა

590
საინტერესო ინიციატივა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა უკრაინის რადას დეპუტატის, პარტიასიცოცხლისთვისლიდერის, ვიქტორ მედვედჩუკის იდეას, საფუძველი ჩაეყაროს ნორმანდიულ ფორმატში უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე პარლამენტთაშორის დიალოგს გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის პარლამენტების შემადგენლობით. “ჩვენ შევქმენით ფრაქციათაშორისი გაერთიანება _ პარლამენტთაშორისი დიალოგი მშვიდობისთვის”, _ განაცხადა უკრაინელმა პოლიტიკოსმა.

მედვედჩუკის თქმით, საპარლამენტო რესურსი მშვიდობის მისაღწევად უნდა იქნეს გამოყენებული.

“ჩვენი პარტიისთვის მინსკის შეთანხმებანი უალტერნატივოა. პოლიტიკურ ნაწილში მათი განხორციელება უნდა გამოიხატოს არჩევნების, სტატუსის, ამნისტიის, აგრეთვე, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხებზე სპეციალური კანონების მიღებით”, _ განმარტა მედვედჩუკმა.

მან დასძინა, რომ წინასწარ უკვე მოელაპარაკნენ გერმანიისა და საფრანგეთის პარლამენტარებს იანვრის მეორე ნახევარში _ თებერვლის დასაწყისში შეხვედრის გამართვის თაობაზე. პოლიტიკოსმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ მისმა პარტიამ პარტიათაშორისი კონტაქტი დაამყარა პარტია “ერთიან რუსეთთან”.

“კარგი იდეაა, მე ვთხოვ რუსეთის დუმის ხელმძღვანელობას, რომ მათაც იმუშაონ ამ მიმართულებით”. პუტინის აზრით, რუსეთის პარლამენტარების რეაქცია “იქნება მხოლოდ დადებითი”.

შეგახსენებთ, რომ დონბასში ვითარების მოსაგვარებლად მოლაპარაკება მიმდინარეობს “ნორმანდიის ფორმატში”, რომელშიც მონაწილეობენ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მეთაურები. პირველი ასეთი სამიტი გაიმართა 2014 წელს, ბოლო _ წლეულს, 9 დეკემბერს, პარიზში.

პარიზის სამიტი 8 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ახალი შეხვედრა 2020 წლის მარტისთვის დაიგეგმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here