Home რუბრიკები სამართალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის მაისიდან ამოქმედდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის მაისიდან ამოქმედდება

მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა და 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ თამბაქოს მოხმარების საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.


“მთავრობასთან გვქონდა ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე. რასაც, ასე ვთქვათ, დავთმობთ, ეს არის ვადები. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის 1 მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებსა და სიგარბარებში სერიოზული ლიცენზირების პირობებში”. – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here