Home ახალი ამბები მსოფლიო სავჩენკომ ბრალი დასდო უკრაინის ხელისუფლებას მაიდანზე ადამიანების დახვრეტაში

სავჩენკომ ბრალი დასდო უკრაინის ხელისუფლებას მაიდანზე ადამიანების დახვრეტაში

სავჩენკო

“უკრაინის დღევანდელი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ტრიბუნიდან მოუწოდებდა ხალხს, შეტევაზე გადასულიყო. იგი გვპირდებოდა, რომ გვექნებოდა იარაღი. დავინახე, რომ მოვიდა ლურჯი მიკროავტობუსი და იქიდან შეიარაღებული ადამიანები გადმოვიდნენ. ეს ადამიანები დღეს პარლამენტში სხედან. დავინახე, პარუბიის (უმაღლესი რადის სპიკერი ანდრეი პარუბიი) სნაიპერები რომ შეჰყავდა სასტუმრო “უკრაინაში”. ლუცენკო გენპროკურორი გახდა, რათა თავისი დანაშაული დაემალა”, _ განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, _ იუწყება strana.ua.

“ხუთი წელიწადია, ხალხი გამოძიების შედეგებს ელოდება. სერგეი გორბატკოს (გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიების დეპარტამენტის უფროსი) მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ… ხელს უშლიან, ეს დანაშაული რომ გახსნას”, _ მიუთითებს დეპუტატი.

“უკრაინელებო, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ერთხელ მაინც ხომ გიფიქრიათ ამ ხელისუფლების განადგურება, როგორც ამას მაიდანი მოითხოვდა? ვის არ გიფიქრიათ, აგეფეთქებინათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა ბანკის ქუჩაზე ან უმაღლესი რადა? ჩვენში ამაზე ყველა ლაპარაკობს”, _ განაცხადა სავჩენკომ.

გენერალურმა პროკურორმა სავჩენკოს წაუყენა უკრაინის პარლამენტის აფეთქების ორგანიზების მცდელობის ბრალდება, უკვე მოუხსნეს დეპუტატის ხელშეუხებლობის სტატუსი, დააყენეს მისთვის უკრაინის გმირის წოდების ჩამორთმევის საკითხი.

სავჩენკოს არაადეკვატურ ადამიანად მიიჩნევენ, რომელმაც, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა პრეზიდენტ პოროშენკოს. ერთი ასეთივე არაადეკვატური ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა.

ამჟამად ამ ქალსაც მის გზას გაუყენებენ, მაგრამ, თუ მიშამ ცოლოურს შეაფარა თავი, საეჭვოა, რუსეთის ციხეგამოვლილ სავჩენკოს რომელიმე ქვეყანამ კარი გაუღოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here