Home რუბრიკები პოლიტიკა სად მივყავართ თბილისური არეულობების კვალს

სად მივყავართ თბილისური არეულობების კვალს

1460
პუტინი, ნარენდა მოდი და სი ძინპინი

ეტყობა, “დიდი ოცეულისსამიტის კულუარებში მოხდა რაღაც სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ბოლომდე ცნობილი არ არის, რადგან მას შემდეგ დაიწყო ისეთი რაღაცები, რაც გათვლილია არათუ ძირის გამოთხრაზე, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის აფეთქებაზეგლობალური სამკუთხედისქვეყნებში _ რუსეთში, აშშსა და ჩინეთში _ ყველგან ერთდროულად. საერთო ლოგიკა მოვლენებისა და პროცესი, რომელსაც ისინი უწყობენ ხელს, ასე წარმოჩნდება.

დასრულდა “დიდი ოცეულის” სამიტი და მისი მონაწილეები წავიდ-წამოვიდნენ. ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი დაბრუნდნენ შინ გადაუდებელი საქმეების გამო, ზოგიერთმა კი, მაგალითად, დონალდ ტრამპმა კი “გამოაცხო” კიდევ ერთი სენსაცია, რომელიც აშკარად შეთანხმებული იყო ოსაკაში: 38-ე პარალელზე შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებთან _ კიმ ჩენ ინსა და მუნ ჩჟე ინთან. და ამ ყველაფრის შემდეგ ვიღაც ისე აღელდა, რომ ყველა წარმოუდგენელ თუ წარმოსადგენ ბერკეტს ხელი დააჭირა და ყველა დესტრუქციული “რეზერვი” აამუშავა, თანაც, როგორც საშინაო, ისე საგარეო.

თავდაპირველად გავიხსენოთ “ოცეულის” სიუჟეტი, სახელდობრ, კულუარებისა, სადაც მიმდინარეობდა მთავარი მოვლენები: ორმხრივი მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს, აგრეთვე, ტრამპსა და სი ძინპინს შორის, აგრეთვე, სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის (ნარენდარა მოდი) ლიდერებს შორის. სამიტის შემდეგ კი ფხანმუნჯომში გაიმართა მოლაპარაკება ტრამპს, კიმ ჩენ ინსა და მუნ ჩჟე ინს შორის.

1 ივლისის საღამოს კი “ჰიბრიდულად” დაარტყეს ჩინეთს. ჰონკონგის (სიანგანის) ცენტრში დემონსტრანტები, რომლებიც აპროტესტებდნენ დიდი ხნის წინათ შეჩერებულ კანონპროექტს, უცებ გააქტიურდნენ და დაიწყეს მეგაპოლისის საკანონმდებლო საბჭოს (პარლამენტის) შტურმი. შენობის აღებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოების შებღალვის შემდეგ, პროვოკატორები შეეცადნენ, შენობაში გამაგრებულიყვნენ, მაგრამ ისინი პოლიციელების სპეცრაზმმა მალე გამოაძევა. აღსანიშნავია, რომ შენობაში შეჭრილებს რამდენიმე საათის განმავლობაში თავი არ შეუწუხებიათ ერთი გააზრებული მოქმედების განსახორციელებლად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ შენობის აღება იყო პროვოკაცია, რომელსაც უნდა გაეღვივებინა ქუჩური დაუმორჩილებლობისა და დესტაბილიზაციის კამპანია.

სამიტი

მეორე დღეს, 2 ივლისს, სიანგანში მომხდარის კომენტირებისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა ყურადღება გაამახვილა მოვლენის საგარეო ფაქტორზე და დაგმო რეგიონისა და ჩინეთის საქმეებში უცხო ძალის ჩარევის მცდელობა. კიდევ ორი დღის შემდეგ, 4 ივლისს, დასახელდა ამ ჩარევის წყარო, როცა ლონდონში ჩინეთის ელჩმა კატეგორიული პროტესტი გამოხატა ბრიტანეთის მიმართ და მოითხოვა მცდარი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისგადაფასება.

ამის შემდეგ დიპლომატმა გამართა წარმომადგენლობითი ბრიფინგი, რომელზეც ილაპარაკა ჰონკონგის პარლამენტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ყველას გააცნო ოფიციალური პეკინის პოზიცია. ამ ამბავს ბრიტანულმა მხარემ “მორიდებით წაუყრუა”.

შემდეგი შეტევა, თანაც კოორდინირებული, შიგნიდან და გარედანაც განხორციელდა რუსეთზე. 4 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გამართულ XXVIII საერთაშორისო საფინანსო ფორუმზე რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა გამოვიდა მანიფესტით, რომელიც, ფაქტობრივად, აგრესიული ლიბერალიზმის მანიფესტი იყო. რუსეთის ეკონომიკის განვითარების დამამუხრუჭებელ ფაქტორებზე ვლადიმერ პუტინთან პოლემიკაში დაუსწრებლად ჩართულმა ნაბიულინამ, რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის “ბუდეში დაფრთიანებულმა” ქალბატონმა, ბევრი ილაპარაკა. შიგა ინვესტიციების ფაქტობრივ აკრძალვაზე, მოქალაქეებისთვის შეუტყობინებლად საპენსიო ფონდის გამოყენებაზე, “საჭირო საწარმოებისთვის” საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასა და მოქალაქეებისთვის კაციჭამიური “სოციალური რეიტინგების” თავს მოხვევაზე.

რუსეთის შიგნით ლიბერალების შეტევა გაამყარა საგარეო პროვოკაციამ თბილისში, სადაც სააკაშვილთან მჭიდროდ დაკავშირებულირუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში უცენზურო, მკრეხელურისპიჩიწარმოთქვა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. ეს პროვოკაციაჩაჯდათბილისში ცოტა ხნის წინათ მომხდარი არეულობების კონტექსტში და სააკაშვილმაც ხელიდან არ გაუშვა მომენტი, კომენტარი გაეკეთებინა ამ უმსგავს ეპიზოდზე და ასე შეეხსენებინა თავი საქართველოს მოსახლეობისთვის.

მეორე დღეს, 8 ივლისს, ანტირუსულმა ბაკქანალიამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელების, აგრეთვე, პარლამენტარების მონაწილეობით, კიევი მოიცვა. საბაბი იყო უკრაინული ტელეარხის _ NewsOne-ს მცდელობა, მოეწყო ტელეხიდი რუსეთის სახელმწიფო არხ “როსია-1”-თან (რუბრიკით “უნდა დავილაპარაკოთ”). ნიშანდობლივია, რომ ამ შემთხვევისთვის გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა “მიისაკუთრა” მოსკოვთან დიალოგის გამართვის იდეა.

ამ მრავალგანზომილებიან უკრაინულ ეპოპეაში ბევრი რამ არის საინტერესო როგორც წინასაარჩევნო, ისე ორმხრივი ურთიერთობების მხრივ, თუმცა აქ ყველაზე მეტად საინტერესოა მოვლენებისდამთხვევისგანხილვა მსოფლიოში მომხდარის კონტექსტში.

ტრამპი, კიმ ჩენ ინი და მუნ ჩჟე ინი
ტრამპი, კიმ ჩენ ინი და მუნ ჩჟე ინი

პარალელურად დაიწყო უპრეცედენტო შეტევა დონალდ ტრამპზე, 7 ივლისს, როცა “რუსთავი 2”-მა შოკში ჩააგდო საქართველო, თავისი ბუნება, არსი კიდევ უფრო რეზონანსულად წარმოაჩინა ბრიტანეთის პოლიტიკურმა ელიტამ. გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ვაშინგტონში ბრიტანეთის ელჩ კიმ დეროკის საიდუმლო მიმოწერა ფორინ ოფისთან (ასე უწოდებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს _ გ.გ.).

დიდი ბრიტანეთის ელჩმარუსთავი 2”-ის ჟურნალისტზე არანაკლები ვულგარულობა გამოიჩინა და აშშის პრეზიდენტი ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეამკო, რომლებიც არაფრით განსხვავდებოდა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფებისგან. ამ საკითხზე ნისლიანი ალბიონის ელიტის აზრი ორად გაიყო. გადასადგომად გამზადებულმა პრემიერმა ტერეზა მეიმ, საგარეო საქმეთა სამინისტროს კვალდაკვალ, მხარი დაუჭირა სკანდალურ დიპლომატს, ტერეზა მეის მთავრობის ბევრი წევრი კი აღშფოთდა და განაცხადა, რომ აშშში ჩავიდოდნენ და ბოდიშს იქ მოიხდიდნენ.

თვით ტრამპმა უარყოფითად შეაფასა ბრიტანელი ელჩი და ლონდონი გააფრთხილა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ელჩს შეცვლიდა, რადგან თეთრი სახლი მასთან აღარ იმუშავებდა; ამასთანავე, ოვალური კაბინეტის ბინადარმა ხელი დაუქნია ტერეზა მეის და ბრიტანელებს მიულოცა, რომ ახალი პრემიერი ეყოლებოდათ.

თეთრმა სახლმა საინფორმაციო შეტევისმეცხრე ტალღამიიღო 8 ივლისს გამოქვეყნებული ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის მოხსენებით, რომელმაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე აშშში დეფოლტი იწინასწარმეტყველა.

კარიკატურა

ეს ასე უნდა გავიგოთ: არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგეების ორპარტიულმა, დემოკრატიულ-რესპუბლიკურმა ბმამ ჯო ბაიდენ _ მიტ რომნიმ პირველი სვლა გააკეთა და თეთრი სახლის ამჟამინდელი უფროსი მისი პრეზიდენტობის ყველაზე წარმატებული ნაწილის _ საშინაო ეკონომიკური პოლიტიკის _ ჩაფლავებაში დაადანაშაულა და პასუხისმგებლობა დააკისრა “წარუმატებელი საგადასახადო რეფორმის” გამო, რომელმაც ხაზინაში შემოსავლები შეამცირა.

ამრიგად, თუ შევაპირისპირებთ ოსაკის შემდგომ პირველ დეკადაში მომხდარს, დავინახავთ კულისებსმიღმა ბრძოლის გამწვავებას, როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე იმ წამყვან ქვეყნებში, რომლებიც ქმნიან გლობალურ “გეოპოლიტიკურ სამკუთხედს”.

საყურადღებოა, რომ ბევრ რამეში ჩართულია ლონდონი (სიანგანში ქუჩის არეულობებიდან ტრამპის საწინააღმდეგო პროვოკაციებამდე) და თვითონ ამერიკის პრეზიდენტმა მოითხოვა ახსნა-განმარტება ბუკინგემის სასახლისგან, მაგრამ ამაოდ.

ტრადიციულიდასავლეთის ისტერიკად შეიძლება ჩაითვალოს აშშში ბრიტანეთის ელჩის გამონათქვამები ტრამპის მიმართ, აგრეთვე, სამარისებური სიჩუმე სამეფო ოჯახისა, რომელიც, მომხდარის ექსტრაორდინარულობის მიუხედავად, კომენტარისგან თავს იკავებს.

ამასთანავე, ასეთივე ისტერიკული დარტყმა ხორციელდება ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის მიმართ, მაგრამ, თუ რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედეს გავლენის აგენტურა, აგრეთვე, ყველაფრის მკადრებელი კიეველი და თბილისელი მარიონეტები, ჩინეთში ასეთ რაღაცას ჯერ კიდევ ვერ ბედავენ, ამიტომ “ამბრაზურაზე” გზავნიან პერიფერიულ, ნახევრად “გაინგლისელებულ” ჰონგკონგურ “საზარბაზნე ხორცს”. ორმხრივ ფორმირებად “ოცეული” ვიზუალური გაყოფის გათვალისწინებით, ამ ქაოსიდან სავსებით შესაძლებელია მისი ახალი ბირთვის გამოფენა იმავე “გლობალურ სამკუთხედში”, რომელშიც გლობალისტები მიეჩვივნენ თავიანთი ინტერესების მიხედვით მანიპულირებას ძველი ბრიტანული პრინციპით “დაყავი და იბატონე”.

ვლადიმერ პავლენკო

Regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here