Home ახალი ამბები მსოფლიო სად არის ჩვენი ოქროს მარაგი, თუკი საერთოდ გაგვაჩნია?

სად არის ჩვენი ოქროს მარაგი, თუკი საერთოდ გაგვაჩნია?

ევროპის ქვეყნები ამერიკასა და ინგლისში შენახულ ოქროს მარაგებს იბრუნებენ

758
სად არის ჩვენი ოქროს მარაგი, თუკი საერთოდ გაგვაჩნია?

სლოვაკეთის ყოფილმა პრემიერმა რობერტ ფიცომ პარლამენტს მოუწოდა, უკან დაიბრუნოს ბრიტანეთში შენახული ქვეყნის ოქროს მარაგი. მისი თქმით, ინგლისელების ნდობა არ შეიძლება.

“რა ნდობა შეიძლება არსებობდეს ბრიტანელების მიმართ “მიუნხენის შეთქმულების” შემდეგ? რამე რომ მოხდეს, ჩვენი ოქროს ერთ გრამსაც ვერ ვიხილავთ”, _ განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის ოქროს მარაგი 31,7 ტონაა და ინგლისის ბანკშია შენახული. სლოვაკეთამდე ცოტა ხნით ადრე თავისი ოქროს მარაგი (100 ტ) ბრიტანეთიდან დაიბრუნა პოლონეთმა. მოტივად დაასახელეს მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების გართულება. კიდევ უფრო ადრე ამერიკასა და ინგლისში შენახული ოქროს მარაგები დაიბრუნეს თურქეთმა, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა. გარდა ამისა, ბევრი ქვეყანა ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ოქროს ყიდულობს მარაგების გასაზრდელად.

ყველაფრის თავიდათავი არის ის, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი აღარ არის და მისი დაყოფა რამდენიმე პოლუსად დასკვნით ფაზაში შევიდა. ადრე, როცა მსოფლიო ორპოლუსიანი და შემდეგ ცოტა ხანს ერთპოლუსიანი იყო, პოლუსის ცენტრისადმი ერთგულების გარანტიას, მისდამი ლოიალური დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენდა სწორედ ცენტრისთვის საკუთარი ოქროს მარაგის მიბარება შესანახად. დღეს ვითარება შეიცვალა. მრავალპოლუსიანი მსოფლიო იმასაც ნიშნავს, რომ ერთი რომელიმე ვალუტა, ჩვენს შემთხვევაში აშშ დოლარი, გაბატონებული აღარ იქნება და მსოფლიოს ყველა პოლუსს თავისი ფინანსები და, მაშასადამე, ფინანსების გარანტიად ყველა დროსა და ყველა ფორმაციაში მიჩნეული ოქროს მარაგი უნდა ჰქონდეს. ამა თუ იმ პოლუსს შიგნით მოქცეული ქვეყნის წონას, მის სასტარტო პოზიციებს შიდა იერარქიული საფეხურის დასაკავებლად, სხვა ფაქტორებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, მისი ოქროს მარაგი განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ ყველა ცდილობს საკუთარი ოქროს უკან დაბრუნებას.

რას ვაკეთებთ ჩვენ, ქართველები, რომლებსაც სხვა სიკეთეებთან ერთად, ოქროს საბადოც გვარგუნა განგებამ? სად არის ჩვენი ოქროს მარაგი, თუ კი საერთოდ გაგვაჩნია? თუ არ გვაქვს, რატომ არ გვაქვს? სად მიდის საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ოქრო? ვის კეთილდღეობას ხმარდება ის? .. საერთაშორისო მეგობრებს ვახმართ? და რას ვღებულობთ სანაცვლოდ? მხოლოდ საერთაშორისოშეშფოთებააღშფოთებას”? და როცასაერთაშორისო მეგობრებირუსეთთან კარგად ივაჭრებენ ჩვენს ხარჯზე და აქედან უცერემონიოდ აიბარგებიან, რა ადგილს მოგვიგდებენ (მოგვიგდებენ იმიტომ, რომ მოსაპოვებლად არაფერს ვაკეთებთ) მსოფლიოს იმ პოლუსში, რომელსაც ტერიტორიულად ვეკუთვნით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here