Home ახალი ამბები საქართველო “სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერავინ მოგცემთ, უკომპრომისოები ვიქნებით”

“სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერავინ მოგცემთ, უკომპრომისოები ვიქნებით”

1052
პოლიციელი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 13 იანვარს კლუბბასიანთანმომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა. მისი აზრით, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა პოლიციელის უსაფრთხოებაზე გადის და, სადაც საქმე სამართალდამცველების სიცხოცხლეს ეხება, იქ უწყება უკომპრომისო იქნება.

“იქ, სადაც საქმე  პოლიციელის უსაფრთხოებასა და ღირსებას ეხება, ვიქნებით უკომპრომისოები და ამას აქვს მარტივი ახსნა. იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერავინ მოგცემთ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი”, _ განაცხადა მინისტრმა. კლუბ “ბასიანთან” პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლდა. გიორგი გახარია ამბობს, რომ შსს-ს კომპეტენციაში არ შედის იმაზე პასუხი, რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ უკვე გაასაჩივრა.

შეგახსენებთ: 13 იანვარს თბილისში, კლუბ “ბასიანთან” დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს. ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, არის 27 წლის თამაზ ქვლივიძე, ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here