Home სხვადასხვა დაიჯესტი სადამდე მიიყვანა ევროპა “ტოლერანტობამ” და მულტიკულტურიზმმა

სადამდე მიიყვანა ევროპა “ტოლერანტობამ” და მულტიკულტურიზმმა

მიგრანტების მიერ ევროპაში ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები გამაოგნებელია

866
სადამდე მიიყვანა ევროპა “ტოლერანტობამ” და მულტიკულტურიზმმა

ევროპის ყველაზე ლიბერალურად განწყობილი პოლიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ მათ ქვეყნებში დამთრგუნველი კრიმინალური ვითარების მიზეზი უკონტროლო მიგრაციაა. ევროპული ტოლერანტობის ერთერთმა ბურჯმა _ შვედეთმა _ პირველად გამოაქვეყნა შემაშფოთებელი სტატისტიკა დანაშაულებისა, რომლებიც სამხრეთიდან ჩასულებმა ჩაიდინეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები ამ მოვლენას ვერაფერს უპირისპირებენ.

შვედეთის პრემიერმინისტრმა, ლიბერალმა პოლიტიკოსმა სტეფან ლევენმა რამდენიმე დღის წინათ მიცემულ ინტერვიუში თავის კარიერაში პირველად ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანაში ძალადობრივი დანაშაულების საშინელი მატება გამოწვეულია ინტეგრაციის წარუმატებლობით.

მკვლელობების, სროლებისა და აფეთქებების რაოდენობა შვედეთში დამთრგუნველი ტემპით მატულობს. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჩადენილი მკვლელობების რაოდენობამ სამჯერ მოიმატა 2010-2019 წლებში. მეტიც _ მიგრანტების ბანდები თავისუფლად გადადიან შვედეთიდან დანიაში. ნოემბრის დასაწყისში დანიის ხელისუფლება იძულებული შეიქნა, დაეხურა საზღვარი შვედეთთან _ ეს მოხდა პირველად 1950 წელს. მიზეზი იყო 13 აფეთქება და ორი მკვლელობა დანიაში. ამ დანაშაულებში ეჭვმიტანილები არიან მიგრანტების კლანის წარმომადგენლები. 2018 წელს კი შვედეთში სულ აღირიცხა აფეთქების 160 შემთხვევა. მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ეს აფეთქებები მიგრანტებმა მოაწყვეს.

მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც შეეხო მემარჯვენე-ლიბერალი პოლიტიკოსი სტეფან ლევენი, არის ორგანიზებული დანაშაული. სტოკჰოლმისა და მალმეს არც ერთი მცხოვრებისთვის საიდუმლო არ არის, რომ ეთნიკურ გეტოებში ყველაფერს აკონტროლებს რამდენიმე გავლენიანი კრიმინალური კლანი, თანაც ამ კლანების ინტერესები გეტოს ფარგლებს სცილდება.

აფრიკული და ახლოაღმოსავლური კრიმინალური დაჯგუფებები ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში აკონტროლებენ ნარკოვაჭრობას, პროსტიტუციას, საბუკმეიკერო კანტორებს, ფულს სძალავენ მცირე ბიზნესს. ბოლო პერიოდში მოდურ თემად იქცა ადამიანების ტრაფიკი _ არალეგალი მიგრანტების გადაყვანით მიღებული შემოსავალი ნარკოტიკების ვაჭრობიდან მიღებულ შემოსავალს გაუტოლდა.

ამ თემებზე ლაპარაკი შვედეთში აქამდე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. დანაშაულის სტატისტიკა ჩამდენთა ეროვნების მითითებით არ გამოქვეყნებულა 2005 წლიდან. 2016 წელს პარტია “შვედი დემოკრატების” წარმომადგენლებმა მოითხოვეს ამ მონაცემების გამოქვეყნება, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ დაბლოკა ეს ინიციატივა. ვითარება რამდენადმე გამოააშკარავა გაზეთ Dagens Nyheter-ის გამოძიებამ: მან 2017 წელს გამოავლინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულების 90% მიგრანტებმა ჩაიდინეს.

დანაშაულის პროფილაქტიკის შესახებ შვედეთის ეროვნული საბჭოს მოხსენებაში მოყვანილია სრულიად არაპოლიტკორექტული ციფრები, რომელთა მიხედვით ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსულებმა 23-ჯერ მეტი ქალი გააუპატიურეს, ვიდრე მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლებმა. ჯგუფური გაუპატიურება, ეს შვედეთისთვის აქამდე უცნობი დანაშაულის სახეობა, მიგრანტებმა შეიტანეს ქვეყანაში.

2016 წლიდან სტოკჰოლმის პოლიციაში მოქმედებს ინსტრუქცია, რომელიც კრძალავს დანაშაულში ეჭვმიტანილის აღწერილობის გამოქვეყნებას. დედაქალაქის პოლიციის პრესსამსახურებმა ჩათვალეს, რომ სიტყვიერი პორტრეტები გააღვივებს რასისტულ განცდებს. შესაბამისად, თემას კრიმინალურ კლანებზე, რომლებიც შვედეთის ქალაქების რაიონების უმრავლესობას აკონტროლებენ, ტაბუ დაადეს. თითქოს შვედეთში არ ყოფილა ორგანიზებული ეთნიკური დანაშაული, სანამ პრემიერმინისტრმა არ აღიარა მისი არსებობა.

დღეს ეთნიკური დანაშაულების პრობლემის მოგვარებას ცდილობს გერმანიაც. ყველაფერი დაიწყო სისხლის სამართლის საქმეთა პოლიციის ხელმძღვანელ ანდრე შულცის განცხადებით, რომმთავრობა დიდი ხნის განმავლობაში ასულელებდა გერმანიის მოქალაქეებს”, როცა მათ აბსოლუტურად შეუსაბამო სტატისტიკას აწვდიდა. მაგალითად, იუწყებოდნენ, რომ 2015 წელს მიგრანტებმა გერმანიაში ჩაიდინეს დაახლოებით 200 ათასი დანაშაული, თანაც ჰამბურგში, ბრემენსა და ჩრდილოეთ რეინვესტფალიაში ჩადენილი დანაშაულები არ იყო შეტანილი მონაცემებში. რიცხვი 200 ათასი კი მხოლოდ გახსნილი დანაშაულების რაოდენობას ასახავდა; გახსნილი დანაშაულები კი, ჩეულებრივ, ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის ნახევარზე მეტი არ არის.

სტატისტიკური მონაცემების მიმართ ყალთაბანდობის შემდეგ გერმანიის პოლიციამ გაბედა რეალური ციფრების გამოქვეყნება. ამ ციფრებმა შეაშფოთა კეთილსინდისიერი ბიურგერები. სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის ანგარიშის მიხედვით, 2013-2016 წლებში სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ 5-ჯერ მოიმატა. სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების ნახევარზე მეტი მიგრანტების ანგარიშზეა, მიგრანტები კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეადგენენ.

მრავალი წლის განმავლობაში პირველად აღიარა ხელისუფლებამ ის, რაც კარგა ხნის წინათ იყო ცნობილი თითოეული ბერლინელისთვის ან ბრემენელისთვის: ცხოვრებას გერმანიის დიდ ქალაქებში, უწინარესად, დედაქალაქში, პრაქტიკულად, სრულიად აკონტროლებს დაახლოებით 50 კრიმინალური კლანი, რომელთა წევრებიც, ძირითადად, ლიბანელი, პალესტინელი ან ჩრდილოაფრიკელები არიან. ბერლინის რაიონები: ნოიკელნი, მოაბიტი, შარლოტენბურგი, კროიცბურგი, უკვე დიდი ხანია, მიგრანტებისმამულადიქცა.

ცოტა ხნის წინათ გფრ-ის პოლიციამ ბანდების მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობის” რეჟიმი გამოაცხადა, მაგრამ ხმაურიანი დასაწყისი მხოლოდ ორგანიზებული დანაშაულის ბანდების რიგითი წევრების დაპატიმრებით დასრულდა. დამნაშავეთა დაჯგუფებების მეთაურები კი კვლავაც ტკბებიან თავისუფლებითა და სიმდიდრით. მთავრობა ვერ ბედავს, ხელი ახლოს მათ მდიდრულ ვილებს, უძვირფასეს ავტომობილებსა და საბანკო ანგარიშებს.

ბოლო პერიოდში ეთნიკური ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები ძალიან გამდიდრდნენ არალეგალი მიგრანტების ხარჯზე _ თავდაპირველად თანამემამულები ფულის სანაცვლოდ გადაჰყავდათ გერმანიაში სირიიდან, ლიბანიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან. შემდეგ კი მათ ან თავიანთბოევიკებადაქცევდნენ, ან მონებად, რომლებსაც კაპიკებისთვის ამუშავებდნენ.

იმ პერიოდში, როცა პოლიცია თვალს ხუჭავდა ეთნიკური ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფებების არსებობაზე, რადგან არაპოლიტკორექტულობაში დადანაშაულების ეშინოდა, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა უზარმაზარი კაპიტალი დააგროვეს და სოციალური კავშირებისთვის არხებიც გაჭრეს. ისინი დაუმეგობრდნენ პოლიტიკოსებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, შოუბიზნესის წარმომადგენლებს. დღეს ისინი პრაქტიკულად მოწყვლადი არ არიან მართლმსაჯულებისთვის და ნელ-ნელა ხდებიან მასობრივი კულტურის ვარსკვლავები. მაფიოზურ არაბულ კლანზე გერმანიაში ტელესერიალებიც კი გადაიღეს _ “ოთხი კვარტალი”.

2017 წელს მსოფლიომ შეიტყო ბერლინის მუზეუმ ბოდეს გაძარცვის შესახებ. ბოროტმოქმედებმა მუზეუმიდან წაიღეს უნიკალური ოქროს მონეტა “ნეკერჩხლის ფოთოლი”, რომლის წონა 100 კგ-ზე მეტია და 4 მლნ ევრო ღირს. ვიდეოთვალის ჩანაწერების წყალობით, მალე დაადგინეს მძარცველების ვინაობა. ისინი იყვნენ რემოს ლიბანური მაფიოზური კლანის წევრები. ამ კლანის მეთაურ ისას 13 შვილი ჰყავს. ისინი ეჭვმიტანილები იყვნენ მრავალი დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ თითქმის ყველა დაუსჯელი დარჩა. წლის დასაწყისში რემოს ნათესავები, რომლებმაც ოქროს მონეტა მოიპარეს, დააპატიმრეს, მაგრამ ოჯახმა დაიქირავა 8 ყველაზე ძვირად ღირებული გერმანელი ადვოკატი და მათ იოლად მიაღწიეს დამნაშავეთა გათავისუფლებას გირაოს ნაცვლად. დღეს კი ამბობენ, რომ სასამართლოში არ შეიძლება ვიდეოჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენება, რადგან მასზე მკაფიო გამოსახულება არ არის. საზოგადოება ხედავს, რომ სისხლის სამართლის საქმე მათ თვალწინ ნელ-ნელა ინგრევა.

დღეს ევროპაში დამნაშავეთა ეთნიკურ დაჯგუფებებს დიდი გავლენა აქვთ. ადგილობრივი პოლიცია მათ ვერ გაუმკლავდება, თუნდაც დაივიწყოს ტოლერანტობა და მულტიკულტურიზმი. “ბერლინის საქმე წასულია, _ ამტკიცებს გაზეთ Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი მიხაელ კური. _ კლანები აკონტროლებენ კრიმინალური აქტიურობის ყველა სფეროს. ჩვენ ვეღარ შევძლებთ იმ ვითარების დაბრუნებას, რომელიც იყო 20 წლის წინათ. ამასთანავე, ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფების წევრები უკვე ძალიან სახიფათო არიან და მათ სრულიად დაკარგეს ხელისუფლებისადმი პატივისცემა”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here