Home რუბრიკები პოლიტიკა საგანგაშო დიაგნოზი, რომელიც ფსიქიატრებმა ტრამპს დაუსვეს, ძალიან ჰგავს ლიტველი ექიმების მიერ სააკაშვილისთვის...

საგანგაშო დიაგნოზი, რომელიც ფსიქიატრებმა ტრამპს დაუსვეს, ძალიან ჰგავს ლიტველი ექიმების მიერ სააკაშვილისთვის დასმულ დიაგნოზს

ტრამპი

კონსტიტუციის მიხედვით, აშშის პრეზიდენტის პოსტი შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც დაბადებულია აშშში, არის 35 ან მეტი წლის და ბოლო 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატს არავინ სთხოვს ცნობას მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ასეა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე 35 ან მეტი წლის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნისას ცხოვრობს საქართველოში.

მაგრამ საქართველოშიც ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატს არავინ სთხოვს ცნობას მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არადა, შეურაცხადმა, არამდგრადი ფსიქიკის მქონე ადამიანმა, მით უმეტეს, ქვეყნის პირველ პირმა, შეიძლება არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ კაცობრიობისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღოს.

დონალდ ტრამპის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მას შემდეგ, რაც მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, არაერთხელ უმსჯელიათ მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში. ახლახან კი იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში შეკრებილმა ფსიქიატრთა ჯგუფმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს დაუსვა დიაგნოზი: პარანოია და ჰალუცინაციებისკენ მიდრეკილება”. ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მძიმე ფსიქიკური დაავადებები სჭირს და სახიფათოა საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე ფსიქიატრთა ეს ჯგუფი თავის “ეთიკურ მოვალეობად” მიიჩნევს, რომ გააფრთხილოს საზოგადოებრიობა ტრამპის მდგომარეობის შესახებ, რომლის გადაწყვეტილებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყანას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფსიქიატრები ლაპარაკობენ მილიარდერის ფსიქიკურ დარღვევებზე.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ბევრი ამერიკული და სხვა ქვეყნის მედიასაშუალება შემაშფოთებელი სათაურებით აქვეყნებდა მასალებს, რომლებითაც აფრთხილებდა მკითხველს, რომ ტრამპისთვის მიუღებელია კრიტიკა და ის არის სახიფათო ნარცისი, რომელიც ცდილობს, შექმნას პიროვნების კულტი, რათა დაიკმაყოფილოს თავისი ეგო.

მიხეილ სააკაშვილი

იელის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ტრამპის მთავარი კრიტიკოსი იყო ჯონ გარტნერი _ ჯონს ჰოპკინსის სახელობის სამედიცინო სკოლის პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი. მისი ერთ-ერთი არგუმენტი ტრამპის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობაზე არის ისტორია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე ადამიანების რაოდენობის შესახებ.

ის არა მხოლოდ მატყუარა და საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანია, არამედ მიდრეკილია პარანოიისკენ, ჰალუცინაციებისა და განდიდების მანიისკენ, რაც დაამტკიცა თავისი პრეზიდენტობის პირველ დღესვე, თუ დონალდ ტრამპი მართლა მიიჩნევს, რომ მის მხარდასაჭერად შეიკრიბა ყველაზე მეტი ადამიანი ისტორიაში, ეს ჰალუცინაციაა”. _ მოჰყავს ციტატა გარტნერის გამოსვლიდან ბრიტანულ გაზეთ The Independent-ს.

იანვარში სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელდა ფოტოები, რომლებითაც შეადარეს ობამასა და ტრამპის ინაუგურაციაზე მისული ადამიანების რაოდენობა. ამ მხრივ აშკარა უპირატესობა ჰქონდა ობამას. მაგრამ ამის შემდეგ ტრამპმა ჩვეული მანერით განაცხადა, რომ მის ინაუგურაციას ყველაზე მეტი ადამიანი დაესწრო აშშ-ის ისტორიაში.

“მე შესაძლებლობა მქონდა, მემუშავა ჩვენი საზოგადოებისთვის რამდენიმე ძალიან საშიშ ადამიანთან. ამიტომ ხიფათი შეიძლება მილის დაშორებითაც კი შევამჩნიო. სულაც არ არის საჭირო, იყო ამ სფეროში ექსპერტი, რათა მიხვდე, რა საშიშია ეს კაცი”, _ განაცხადა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს გილიგენმა.

სააკაშვილი-ტრამპი

აღსანიშნავია, რომ ტრამპის გარდა სპეციალისტებმა თავის დროზე აშშ-ის კიდევ რამდენიმე პრეზიდენტს დაუდგინეს ფსიქიკური გადახრები:

*ამერიკელთა საყვარელ პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს (1809-1865) _ მარფანის სინდრომი, გენეტიკური დაავადება, რომელიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. თუმცა ლინკოლნი თეატრში მოკლა ჯონ ბუტმა.

*აშშ-ის 26-ე პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს დეპრესია აწუხებდა.

*აშშ-ის 27-ე პრეზიდენტი უილიამ ტაფტი (1857-1930), რომელიც 140 კგ-ს იწონიდა, ჰიპერსომანიით (ძილისკენ მიდრეკილება) იტანჯებოდა. ამ დაავადების ზემოქმედებით ტაფტი ხშირად ჩათვლემდა ხოლმე სხვე ქვეყნების ლიდერებთან საუბრისას.

*ალცჰეიმერის დაავადების სიმძიმე, რომლითაც იტანჯებოდა აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი (1911-2004) აშკარა შეიქნა მისი სიცოცხლის ბოლო წლებში, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცეს, რომ რეიგანი დაავადებული იყო დემენციით _ გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებით.

მძიმე ფსიქიკური გადახრები არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტებისთვის არის დამახასიათებელი, არამედ მათი მარიონეტებისთვისაც. როგორც ჩანს, სწორედ ასეთია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 9 წლის განმავლობაში თავზე აჯდა საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანას ისე მართავდა, როგორც მიესურვებოდა.

2012 წლის 14 ივნისს, როგორც გაზეთი “ალია” იუწყებოდა, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსის ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფ სააკაშვილს ფსიქიატრებმა დაუსვეს დიაგნოზი: ქრონიკული ფორმის მანიაკურდეპრესიული ფსიქოზი”.

სხვათა შორის, 2007 წელს ანალოგიური დიაგნოზი დაუდგინეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინელმა ფსიქიატრებმაც. ქართველი ფსიქიატრის, პროფესორ მარინა დეისაძის განმარტებით, “დეპრესიულ-მანიაკურ ფსიქოზისთვის (ციკლოფრენია) დამახასიათებელია სამი ნიშანი: 1. მოტორული სფეროს აღგზნება; 2. გუნება-განწყობილების ამაღლება; 3. ასოციაციების აჩქარება… ამ დაავადებით დასნებოვნებული ადამიანის გუნება-განწყობა ძალიან მომატებულია, უდარდელი განწყობიდან უკონტროლო აღგზნებამდე მერყეობს, ვერ აკეთებს ყურადღების კონცენტრაციას რაიმე კონკრეტულ საკითხზე… ამას მოჰყვება შემდეგი უფრო მძიმე ხარისხის პერიოდი _ მანია ფსიქოზური სიმპტომებით _ აწეული გუნება-განწყობა, თვითკრიტიკისა და თვითკონტროლის არარსებობა. განდიდების მანია, უცხო ბოდვითი იდეები, ზოგჯერ ჰალუცინაციები. ავადმყოფებს შეიძლება ჰქონდეს აგრესიული ქცევებიც”.

თუ სპეციალისტის განმარტებას ყურადღებით გავაანალიზებთ და სააკაშვილის ქცევებს შევადრებთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილის საქციელი ზუსტად იმეორებს ფსიქიატრის მიერ აღწერილ სიმპტომებს.

ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილის მიერ 2012 წელს გორში მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას ნათქვამი ფრაზა, რომლითაც თავისი მმართველობის წლები დავით აღმაშენებლის ეპოქას შეადარა:

ჩვენ ვართ ახლა ისეთივე ეტაპზე, როგორშიც იყო დავით აღმაშენებელიარც ერთ პერიოდში დავითისა და თამარის შემდეგ არ აშენებულა საქართველოში იმდენი, რამდენიც აშენდა ბოლო ორისამიოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით _ ომის შემდეგ, ჩვენ მართლა ვცხოვრობთ დღეს აღმშენებლობის ეპოქაში”.

სააკაშვილის არაადეკვატორობაზე მიუთითებს, აგრეთვე, შემდეგი ფრაზები: ყველა ქართველს ჰოლივუდის კბილებიანი ღიმილი უნდა ჰქონდეს”; “ესეც თქვენი სენ ტროპე და ნიცა (ანაკლიაზე თქვა _ ..) როგორც მე წარმომიდგენია და ცოტა უკეთესიც”. ახალი ქალაქის _ ლაზიკას მშენებლობის იდეის გამოცხადებისას კი თქვა: რამდენიმე წელიწადში აქ ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს”. ერთ-ერთ კლინიკაში სტუმრობისას კი ახალნამშობიარებ ქალს განუცხადა: დიდი მადლობა, რომ დროზე გააჩინე ბავშვი”.

სააკაშვილის გაუწონასწორებელ ფსიქიკაზე მიუთითებს მისი შეშინებული ფორთხვა მიწაზე გორში თვითმფრინავის ხმის გაგონებისას; ჰალსტუხის ღეჭვა, ათასობით ადამიანის დაპატიმრება და ციხეებში გამოკეტვა, 2007 წლის ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევები, ბიზნესმენების მიმართ განხორციელებული რეპრესიები, 2008 წლის აგვისტოს ომი და დაკარგული ტერიტორიები, როდესაც განაცხადა, რა მოხდა, სულ რამდენიმე სოფელი დავკარგეო, ზარ-ზეიმი რუსთაველის გამზირზე რუსეთზე “გამარჯვების” აღსანიშნავად და სხვ.

ვაშლის ნაყოფი ვაშლის ხიდან შორს არ ეცემაო, _ უთქვამს ბრძენს. აშშის ამჟამინდელ პრეზიდენტს, რომელსაც ფსიქიატრებმა საგანგაშო დიაგნოზი დაუსვეს, საქციელით, ძალიან ჰგავს ნაპრეზიდენტალი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაშია და იქაურებს აოგნებს თავისიმიღწევებით”…

ნიკა კორინთელი

საუკუნეების წინათ მეფეები ღმერთის მიერ დედამიწაზე დანიშნულ მმართველებად ითვლებოდნენ _ უზენაესის ნების შემსრულებლებად. მაგრამ მონარქების მმართველობა ყოველთვის არ იყო ბრძნული და გონივრული. ისტორიამ იცის ბევრი მაგალითი, როდესაც ძალაუფლება ხელთ ეპყრათ შეშლილებს, რომლებიც თავიანთი საქციელით ძირს უთხრიდნენ ქვეყნის სტაბილურობას, ზოგჯერ კი კრახამდე მიჰყავდათ.

კარლ VI უგუნური

1380 წელს მამის სიკვდილის შემდეგ საფრანგეთის სამეფო ტახტზე ავიდა 12 წლის კარლ VI, რომელიც ქვეყანას 42 წლის განმავლობაში მართავდა. კარლ VI ხშირად ებინდებოდა გონება და გარშემო მყოფებს ვეღარ ცნობდა, რის გამოც, მისივე უსაფრთხოების მიზნით, ციხესიმაგრეში კეტავდნენ.

ცინ შიხუანდი

ჩინეთის იმპერატორი ცინ შიხუანდი, ცინის დინასტიის (ჩვ.წ. აღ. III საუკ.) შემქმნელი, პარანოიით იტანჯებოდა. აკვიატებული ჰქონდა უკვდავობის იდეა და ეძებდა ჯადოსნურ ელიქსირს.

ანრი VI ლანკასტერი

შეშლილი მეფე ანრი VI ლანკასტერების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. ის ერთადერთი გახლდათ, ვინც ინგლისისა და საფრანგეთის მეფის ტიტულს ატარებდა. თანამედროვე ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მეფე 100-წლიანი ომის პერიოდში დაავადდა შიზოფრენიით, დაეწყო ჰალუცინაციები, აპათია, დაკარგა მეხსიერება. ამით ისარგებლეს ინგლისელმა არისტოკრატებმა, რომლებიც მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება და მეფე ტაუერის ციხესიმაგრეში გამოკეტეს.

ჯორჯ III

რეგენტს, ჩვეულებრივ, მცირეწლოვან ბავშვებს უნიშნავენ, მაგრამ ჯორჯ III ისტორიაში შევიდა როგორც მეფე, რომლის რეგენტიც იყო მისი შვილი.

ბრიტანეთის პარლამენტში მიმდინარე ერთ-ერთი ემოციური სხდომისას მეფემ წონასწორობა დაკარგა და შეეცადა, შვილისთვის თავი გაეტეხა. თვალდასისხლიანებული და დუჟმორეული ჯორჯ III მყისვე მოაშორეს შვილს, ექიმებმა კი დაუსვეს დიაგნოზი _ პორფირია _ პიგმენტების გაცვლის გენეტიკური დარღვევა, რომელიც იწვევს ფსიქიკურ გადახრებს. ჯორჯ III ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 1811 წელს მეფის რეგენტად დაინიშნა მისი უფროსი ვაჟი _უელსის პრინცი.

იბრაჰიმ I შეშლილი

ოსმალეთის იმპერიის სულთანს _ იბრაჰიმ I (1615_1648) მეტსახელად შეშლილი შეარქვეს მრისხანების ხშირად გამოვლენის გამო. ერთხელთ მან კინაღამ მოკლა თავისი შვილი. არ ინდობდა და სიკვდილით სჯიდა მოსამსახურეებსა და ცოლებს. გამძვინვარებული სულთნის თავიდან მოსაშორებლად მოაწყვეს ე.წ. სასახლის გადატრიალება და სულთანი დაახრჩვეს.

აღსანიშნავია, რომ ზემოჩამოთვლილ 5 მმართველს აერთიანებდა ერთი რამ – სოდომისტური ვნება მამაკაცებისადმი.

4 COMMENTS

  1. რა ვიცი ძალიან ბევრი ჩვენი ცნობილი ექსპერტ-პოლიტიკოსი ლამის ვენებს იჭრიდა, ისე ხმამაღლა გამოხატავდა ტრამპის მხარდაჭერას. მე უბრალო, რიგითი ადამიანი ვამჩნევდი ძალიან დიდ მსგავსებას ჩვენს პრეზიდენტ-ყოფილთან, განსწავლულებს რამ აუხვიათ თვალები

  2. ფარული მთავრობა ნორმალურ ადამიანს ვერ დაიმორჩილებს..აი ეხლა გამოიგონეს ინტელექტუალური რობოტები და მალე მაგათ მოიყვანენ მთავრობაში და რასაც უნდა იმ ბრძანებას შეასრულებინებენ,ისე რომ ხელიც არ აუკანკალდებათ რობოტებს კაცობრიობის წინაარმდეგ..

  3. ახალი დამთავრებული იყო ვარდების რევოლუცია .ოჯახში ახალგაზრდებს ტელევიზორი აქვთ ჩართული და სიმღერის ხმა მესმის .შევხედე ეკრანს .ახალგაზრდების ჯგუფი მღერის და კივიან მთელი ხმით ჩვენი მიშა !ჩვენი ძმა!! ვხედავ ვიღაც დარბის ეხვევა ამბიჭებს და გიჟივით იკრიჭება.ჩემი შეკითხვა .,ეს გიჟი ვიღაა რას დააძუუნძულებენ ამ საცოდავს მეთქი . პასუხი .ერთხმად .რას ამბობ ,დეიდა ,მამიდა ,დედა, ეს ხომ მიშაა! ?გაკვირვებული ვკითხულობ მიშა ვიღაა
    პასუხი ჩვენი პრეზიდენტი!მაშინვე მივხვდი რომ ეს პიროვნება ვერ იყო ჯანზე ,მაგრამ ამდენ უბედურებას თუ დაგვაწევდა რას წარმოვიდგენდი .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here