Home ახალი ამბები მსოფლიო “საბჭოთა კავშირის გარეშე ფაშიზმზე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა”

“საბჭოთა კავშირის გარეშე ფაშიზმზე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა”

3510
“საბჭოთა კავშირის გარეშე ფაშიზმზე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა”

როგორ გამოეხმაურნენ რუსეთის პრეზიდენტის სტატიას აშშში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში

ვლადიმერ პუტინის სტატიამ მეორე მსოფლიო ომზე სათავე დაუდო დისკუსიას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ამერიკის საგარეო უწყებაში აღიარეს, რომ სტატია აქტუალურია და რუსეთის ლიდერის შეთავაზებული მიდგომები რეალურად უნდა იქნას გამოყენებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციაზე ისაუბრა რუსეთის ელჩმა აშშ-ში _ ანატოლი ანტონოვმა.

სპეციალისტებისა და რუსეთისადმი დადებითად განწყობილი ადამიანების აზრით, რუსეთის პრეზიდენტის სტატია დროულია”, _ განაცხადა ანტონოვმა.

ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სტატიაში, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის თემას შეეხო, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს მოუწოდა, გაიმართოს სამიტი, რათა იმსჯელონ მსოფლიოს ქვეყნების საერთო პრინციპებზე, შეიარაღების კონტროლსა და უსაფრთხოების სხვა აქტუალურ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ იტალიამ მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტს ფაშისტებზე სსრკ-ის გამარჯვების საკითხში. საბჭოთა კავშირის გარეშე ფაშიზმზე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა”, _ განაცხადა იტალიის სენატორმა სილვიო ბერლუსკონის პარტიიდან “წინ, იტალია!” _ ლუჩო მალანმა.

სენატორი სრულიად დაეთანხმა ვლადიმერ პუტინს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილების შესახებ სტატიას. მისი თქმით, ყველა ხალხმა შესანიშნავად იცის, რა მძიმე განსაცდელი გადაიტანა რუსმა ხალხმა, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაკარგა. სახელდობრ, სსრკმა ჯერ შეაჩერა და შემდეგ დაამარცხა ნაცისტური გერმანია”, _ აღნიშნა იტალიის სენატორმა. მალანი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ვერ შეძლებდა ფაშისტურ გერმანიასთან გამკლავებას, რომ არა საბჭოთა კავშირი. და პუტინი სრულიად სამართლიანად იცავს ამ თვალსაზრისს. მალანის აზრით, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, კერძოდ ის, რა იყო ეს ომი რუსეთისთვის.

ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვება შესაძლებელი შეიქნა საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების სიმამაცის წყალობით ისტორია გადაწერა ამა თუ იმ დაინტერესებულ მხარის სასარგებლოდ, დაუშვებელია, _ განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმარია ნოვოსტისთვისმიცემულ ინტერვიუში.

დაუშვებელია ჩვენი საერთო ისტორიის გამოყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად, არ შეიძლება, ის რამდენიმე სახელმწიფომ გადაწეროს თავისი ინტერესების შესაბამისად”, _ აღნიშნა ბრიტანელმა დიპლომატმა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here