Home ახალი ამბები საბერძნეთში 35 ბინის გაქურდვის ბრალდებით, 5 ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს

საბერძნეთში 35 ბინის გაქურდვის ბრალდებით, 5 ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს

774

საქართველოს შსსსა და საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, 35 ბინის გაქურდვის ბრალდებით, 5 ქართველი . კანონიერი ქურდი დააკავეს.

 გამოძიებით დადგინდა, რომ ო. დ., თავის ოჯახის წევრთან – ზ.ხ.-სთან და თანამზრახველებთან – გ.მ.-სთან, ს.ს.-სთან და გ.გ.-სთან ერთად, წინასწარ არჩევდა გასაქურდ ბინებს. ბრალდებულები მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს (საბერძნეთის სსკ-ს 372-ე და 374-ე მუხლებით)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here