Home სხვადასხვა დაიჯესტი საბერძნეთში მღვდლებს ვაქცინაციის ცნობის გარეშე არ შეუშვებენ ეკლესიაში

საბერძნეთში მღვდლებს ვაქცინაციის ცნობის გარეშე არ შეუშვებენ ეკლესიაში

საბერძნეთში მღვდლებს ვაქცინაციის ცნობის გარეშე არ შეუშვებენ ეკლესიაში

საბერძნეთში მიტროპოლიის საკათედრო ტაძრებს მხოლოდ სამი მთავარი დღესასწაულისთვის გახსნიან. მღვდლებსა და მომღერალთა გუნდების წევრებს ეკლესიებში შესვლის ნებას დართავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებათ კორონავირუსზე ვაქცინაციის ან უარყოფითი ექსპრესტესტების დამადასტურებელი ცნობები.

ქვეყანაში უკვე იყო შემთხვევა, როცა მღვდელმსახურმა შეწყვიტა ლიტურგია და გამოიძახა პოლიცია იმის გამო, რომ მრევლის წევრი უნიღბოდ იყო მისული. ეს მოხდა ატიკის ქალაქ კითსში. პოლიციელებმა მრევლის წევრი დააჯარიმეს 600 ევროთი. სამართალდამცველებთან ურთიერთობის შემდეგ ეს კაცი კვლავ უნიღბოდ შებრუნდა ტაძარში.

მორწმუნე ადამიანმა, რომელმაც პრინციპულობა გამოიჩინა, განაცხადა, რომ ეკლესიაში არასოდეს მისულა ნიღბით, თუმცა ქალაქში ყოველთვის ნიღბით დადის. მიაჩნია, რომ ტაძარში არასოდეს დაავადდება, ნიღბით შესვლა “ღმერთისა და მისი სახლის შეურაცხყოფაა”.

1 COMMENT

  1. ეს ფაქტი ადასტურებს , რომ დასჯა განპირობებულია არა მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვით,
    არამედ პანიკის დათესვის და მავნე გეგმის , ე. წ. ვაქცინაციის განხორციელების სურვილით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here