Home ახალი ამბები საბერძნეთში მედია გაიფიცა

საბერძნეთში მედია გაიფიცა

897

საბერძნეთის ჟურნალისტების პროფკავშირებმა ყველა მედიასაშუალების ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

 გაფიცვა დღეს  06.00 საათზე დაიწყო და 26 ოქტომბრის 06.00 საათზე დამთავრდება.

გაფიცულები ჟურნალისტების დამატებით დაზღვევასა და EDOEAP-ის დახმარების გაგრძელებას ითხოვენ, რომლის მეშვეობით პრესის თანამშრომლები დამატებით პენსიასა და სამედიცინო დახმარებას იღებენ. ჟურნალისტები ითხოვენ შენარჩუნდეს დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემა, შეწყდეს მასობრივი ინფორმაციების საშუალებების თანამშრომელთა შრომისა და სოციალური უფლებების შეზღუდვა.  ჟურნალისტები ასევე ითხოვენ პრესის თავისუფლებას.

გაფიცვის დროს ორი დღის განმავლობაში რადიოთი და ტელევიზიით არ გადაიცემა ახალი ამბები, მუშაობას შეაჩერებენ საინფორმაციო სააგენტოები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here