Home ახალი ამბები მსოფლიო საბერძნეთში ლტოლვილები პოლიციელებს თავს დაესხნენ

საბერძნეთში ლტოლვილები პოლიციელებს თავს დაესხნენ

საბერძნეთი

8 პოლიციელი დაშავდა მიგრანტებისა და დევნილების მიერ მოწყობილი ამბოხის დაშოშმინებისას. კონფლიქტი განვითარდა კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილების მიღებისა და იდენტიფიკაციის ცენტრ “მორიაში”.

არეულობა დაახლოებით 150-მა მიგრანტმა დაიწყო. პროტესტი გამოიწვია განკარგულებამ, რომლის ძალითაც მათ კუნძულის დატოვება აეკრძალათ. უკმაყოფილო ადამიანებმა ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი პოლიციელებს შეუტიეს, რომლებიც არეულობის თავიდან ასაცილებლად ადგილზე მივიდნენ. დაშავებული სამართალდამცავები საავადმყოფოში მოათავსეს. ვითარება “მორიაში” რამდენიმე დღის განმავლობაში იძაბებოდა. გასული კვირას რამდენიმე მიგრანტი ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენ ბოძებზე აძვრა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. ერთი დევნილი დაშავდა _ დენმა დაარტყა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here