Home რუბრიკები სამართალი „საარჩევნო კოდექსში“ კეთდება ჩანაწერი: სააკაშვილის მიერ ”ნაცმოძრაობის” მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია დაჯარიმდება!

„საარჩევნო კოდექსში“ კეთდება ჩანაწერი: სააკაშვილის მიერ ”ნაცმოძრაობის” მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია დაჯარიმდება!

1042
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი: ზაზა ბიბილაშვილი

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, მთავარი ოპოზიციური პარტია დაჯარიმდება.


როგორც ბიბილაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა – წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა იმ პირის მხრიდან, რომელსაც ამის უფლება არ აქვს, დარღვევად იყოს მიჩნეული, კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ივანიშვილი მთავარ საფრთხედ აღიქვამს. მისივე თქმით, „კონსტიტუციაზე ძალადობის პარალელურად“, ამ დღეებში ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანია ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის შემდგომი შეზღუდვა და ძალაუფლების უზურპაცია.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს წარუდგინა „საარჩევნო კოდექსში“ ცვილებებისა და დამატებების პროექტი, რომელიც რეალურად მიმართულია მხოლოდ ერთი, ანუ იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილი აღიქვამს საკუთარი ძალაუფლების მთავარ საფრთხედ. „საარჩევნო კოდექსში“ კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, დაჯარიმდება მთავარი ოპოზიციური პარტია. კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც: კანონით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევად მიიჩნევა იმ პირის მონაწილეობის დაშვება აგიტაციაში, ვისაც აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მის მიმართ ვერ ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც რუსმა ოლიგარქმა ქვეყნიდან გააძევა, მოქალაქეობა ჩამოართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და 7 პიჯაკის შეძენის გამო დევნის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისი შეფასებით, ამ ნაბიჯით ცესკო ადასტურებს, რომ ეს ის ასრულებს ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას და ვერ განიხილება არჩევნების ჩამტარებელ დამოუკიდებელ უწყებად.

„ეს ცვლილებები ადასტურებს, რომ ივანიშვილს საკუთარი ოჯახურ-კლანური რეჟიმის დაცვა მხოლოდ უკანონობით და უსამართლობით წარმოუდგენია. მას კარგად ესმის, რომ სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს პირობებში მის ხელისუფლებას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია. გარანტიას ვაძლევთ მას, რომ ქართველი ხალხთან ერთად მოვაშორებთ საქართველოს, როგორც ამ ქვეყნის ყველაზე დიდ შინაურ მტერს“, – აღნიშნა ბიბილაშვილმა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here