“უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს პარტიის რეგისტრაციაზე უარი უთხრა”, _ განაცხადა სააკაშვილის გუნდის წევრმა ოლგა გალაბალამ.გალაბალას თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ პარტიის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა სააკაშვილს, დაარეგისტრირა “მიხეილ სააკაშვილის ბლოკი”, რომელსაც სააკაშვილთან კავშირი არ აქვს. თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაარეგისტრირა პარტია, რომლის ხელმძღვანელიც თავს მიხეილ სააკაშვილად ასაღებს. მისივე თქმით, ხელისუფლება გეგმავს, შექმნას “ჯიბის პარტია” მისი სახელით, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები მიიღოს.