Home ახალი ამბები მსოფლიო სააკაშვილის მოპარული პასპორტი მისი თანამებრძოლის ბინაში აღმოაჩინეს

სააკაშვილის მოპარული პასპორტი მისი თანამებრძოლის ბინაში აღმოაჩინეს

სააკაშვილი

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი გაქრა მაშინ, როცა მან პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და მას შემდეგ პეტრო პოროშენკოსთან ინახება. პასპორტი იპოვეს მისი თანამებრძოლის, სევერიან დანგაძის, კიევის ბინაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ აცნობა.

_ გუშინ სევერიან დანგაძის ბინაში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, აღმოვაჩინეთ, გამოძიებისთვის საინტერესო მასალა და მათ შორის უკრაინის მოქალაქის _ მიხეილ სააკაშვილის პასპორტი, _ განაცხადა ლუცენკომ.

სააკაშვილი აცხადებდა, რომ მას პასპორტი უკრაინის პოლიციის თანამშრომელებმა მოპარეს. მეტიც: იგი ამტკიცებდა, რომ მისი პასპორტი პირადად უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ჰქონდა შენახული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here